“ბარსელონას” ფინანსურ დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ მომდევნო ზაფხულში კლუბს ცენტრალურ თავდამსხმელში ფულის გადახდის შესაძლებლობა ექნება, თუ ამას სპორტული დეპარტამენტი ჩათვლის საჭიროდ.
Mundo Deportivo-ს ცნობით იმისათვის, რომ “ბარსამ” მაღალი დონის ცენტრფორვარდი დაიმატოს, ორი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს:
- კლუბი 1:1 წესს უნდა დაუბრუნდეს, რაც მარტივად მიღწევადი ამოცანა ჩანს იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსა” “სპოტიფაი კამპ ნოუს” VIP ადგილების გაყიდვიდან თანხის ნაწილს დეკემბერში მიიღებს, ხოლო მშობლიურ სტადიონზე დაბრუნების შემდეგ კლუბის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
- ცენტრფორვარდის მოყვანა მხოლოდ იმ შემთხვევისთვის განიხილება, თუ რობერტ ლევანდოვსკი გუნდს დატოვებს. პოლონელის წასვლის შემთხვევაში კი, მისი ხელფასისა და ამორტიზაციის თანხის გათვალისწინებით, “ბარსას” სახელფასო ფონდიდან დაახლოებით 40 მილიონი ევრო გამოუთავისუფლდება.
ასევე Mundo Deportivo-ს ცნობით ამჟამად “ბარსა” რამდენიმე ვარიანტს განიხილავს: ხულიან ალვარესი, ჰარი კეინი, ვიქტორ ოსიმენი, სერჟ გირასი, ეტა ეიონგი.
კეინი იყოს 28 წლის, იფფფფფ
მიუხედავად იმისა რომ ვერ ვიტან ეგეთი სტილის ფორვარდებს (ოსიმენი/გირასი) არა " ჩვენი " ხალხი მგონია მაგრამ რეალობიდან გამომდინარე (შედეგის დასადებად) მე მგონი ფლიკს ზუსტად ეგეთი ფორვარდი სჭირდება მითუმეტეს როცა ფლანგზე რეშფორდი გყავს და მეორე ფლანგზე იამალი ! მშვენიერი კანდიდატურა მყავს იაფი და რეალური (22 მილიონი) თან რაფინიას მაგარი გაუხარდება
რა ოსიმენი და გირასი. ოსიმენი საერთოდ აცდენსშია ბარსას სტილთან. ალვარესი პირველ რიგში ასაკის გამო და კეინი. კეინი რო ახალგაზრდა იყოს ეგ რო დააკვდება ბარსას ეგრე არცერთი
ოსიმენს რას უწუნებ? რითი არაა მაღალი დონე?
არანაირად არ არის ოსიმენი მაღალი დონე უაზროდ გაპიარებულია მითუმეტეს ქართველ ფანებში😀 ჯერ საშინელი ხასიათების ფეხბურთელია არარეალური ეგოთი
ეგო რონალდოსაც ქონდა და აქვს და კი გამოადგა კარიერაში. მაღალი ეგო კიდე დაუდაბდლა 2 წელია გალათასარაიში გდია, არავინ გამოუჩნდა მსურველი. ისე დონე ნამდვილად აქვს, ყოველ შემთხვევაში ტორესზე ბევრად მაღალი, გოლის ალღო გინდა თუ ბრძოლისუნარიანობა. კოშმარია ნებისმიერი მცველისთვის, ნაპოლი არაფერი გუნდი არ იყო, შემტევ გუნდში კარგ გარემარბებთან ძალიან საშისი ფორვარდი იქნება, პრობლემა მისი ტრავმიანობა და ხელფასია. კატასტროფულად ტრავმიანია, რაც გალაშია 5 დან 4 თამაშს ტოვებს ტრავმის გამო და თუ ძირითადშია სულ ძირს გდია და გორაობს. გალას თამაშებს ამ სეზონში ვუყურე 5-6 ს დაახლოებით და არც ერთი ყოფილა ისე რო ძირს არ გაწოლილიყო და არ ეგორავა. ხან გადიოდა ტრავმით ხან რჩებოდა ბოლომდე და მეორე თამაშში ვეღარ გამოდიოდა
ოსიმენს რას უწუნებ? რითი არაა მაღალი დონე?
არანაირად არ არის ოსიმენი მაღალი დონე უაზროდ გაპიარებულია მითუმეტეს ქართველ ფანებში😀 ჯერ საშინელი ხასიათების ფეხბურთელია არარეალური ეგოთი
ოსიმენს რას უწუნებ? რითი არაა მაღალი დონე?
მაღალი დონის და გირასი ოსიმენი?😀😂