workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონას მაღალი დონის თავდამსხმელის შეძენის შესაძლებლობა ექნება

ბარსელონას მაღალი დონის თავდამსხმელის შეძენის შესაძლებლობა ექნება

“ბარსელონას” ფინანსურ დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ მომდევნო ზაფხულში კლუბს ცენტრალურ თავდამსხმელში ფულის გადახდის შესაძლებლობა ექნება, თუ ამას სპორტული დეპარტამენტი ჩათვლის საჭიროდ.

Mundo Deportivo-ს ცნობით იმისათვის, რომ “ბარსამ” მაღალი დონის ცენტრფორვარდი დაიმატოს, ორი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს:

  1. კლუბი 1:1 წესს უნდა დაუბრუნდეს, რაც მარტივად მიღწევადი ამოცანა ჩანს იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსა” “სპოტიფაი კამპ ნოუს” VIP ადგილების გაყიდვიდან თანხის ნაწილს დეკემბერში მიიღებს, ხოლო მშობლიურ სტადიონზე დაბრუნების შემდეგ კლუბის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
  2. ცენტრფორვარდის მოყვანა მხოლოდ იმ შემთხვევისთვის განიხილება, თუ რობერტ ლევანდოვსკი გუნდს დატოვებს. პოლონელის წასვლის შემთხვევაში კი, მისი ხელფასისა და ამორტიზაციის თანხის გათვალისწინებით, “ბარსას” სახელფასო ფონდიდან დაახლოებით 40 მილიონი ევრო გამოუთავისუფლდება.

ასევე Mundo Deportivo-ს ცნობით ამჟამად “ბარსა” რამდენიმე ვარიანტს განიხილავს: ხულიან ალვარესი, ჰარი კეინი, ვიქტორ ოსიმენი, სერჟ გირასი, ეტა ეიონგი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (27)

  • Lasha Mamuladze
    schedule 16 ნოე 2025, 14:11
    #20

    ალვარესი რა თქმა უნდაა,ლივერპულის ლუის სუარესს მახსენებს და ეგ ბიჭი ატლეტიკოში ძალიან ცოდოაა რაა ანტი ფეხბურთი და ალვარესი სხვადასხვა განზომილებაა საერთოდ…იმედია იქმება მაგის შესაძლებლობაააა რაა წელსაც გვინდა ტიტულები აუციოებლად…

  • M10 S9 D11
    schedule 16 ნოე 2025, 14:08
    #19

    პრიორიტეტი ალვარესი გეგმა ბ ოსიმენი დანარჩენ ვარიანტებს გაასხმევინეთ

  • Koundè 23
    schedule 16 ნოე 2025, 12:22
    #18

    ოსიმენი ან ალვარესი სხვა დანარჩენი უბრალოდ არ უნდა განიხილინ

  • Barca
    schedule 16 ნოე 2025, 12:01
    #17

    ვიღაცებ რი გაყიდონ ( ტერშტეგენი, კრისტენსენი, ნახევარდაცვიდანაც შეიძლება კასადო( თუ ბერნალი ათამაშდა) ფერანიც ლევანდოვსკიც შეიძლება) და სახელფასო ჭერი გათავისუფლდება და მგონი რო დაამატონ ჰოლანზე შეიძლება ჩალიჩი…

  • La Pulga10
    schedule 16 ნოე 2025, 10:04
    #16

    ხულიან ალვარესი და აღარაა ბაზარი საჭირო.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 16 ნოე 2025, 07:11
    #15

    ხულიანი უკონკურენტოა აქედან

  • rivaldo80
    schedule 16 ნოე 2025, 02:44
    #14

    ალვარესი კარგია მაგრამ არა ეგ ბიჭი 9 და ვერც ვერასდროს გახდება.ჩვენ გვინდა სუფთა 9 ნომერი ჰალანდი შეუძლებელია აი ოსი და კეინი რეალურია.ისე გირასიც არ არის ცუდი სწრაფია მაღალი და საკმაოდ ტექნიკური.

  • Frenkie de Jong_
    schedule 15 ნოე 2025, 20:44
    #13

    “ვის დავიმატებდი გუნდში? ჯამალ მუსიალას. ის განსაკუთრებულია.”

    🎙️პედრი

    მუსიალა და პედრი ერთ გუნდში

  • ნიკა
    schedule 15 ნოე 2025, 20:06
    #12

    ალვარესზე უკეთესი ალტეტნატივა არ არსებობს,სტილით,ტიპაჟით,ასაკით და გამოცდილებით. ასევე ეროვნებით და ქართული ფესვებით😅😍

  • nika 54
    schedule 15 ნოე 2025, 19:45
    #11

    "ბარსელონას მაღალი დონის თავდამსხმელის შეძენის შესაძლებლობა ექნება"
    ანუ თავდამსხმელის ყიდვის შესაძლებლობა გვექნება, თუ ფული შემოვა და ყველაზე მაღალხელფასიან ფეხბურთელს გავუშვებთ. აბა აქამდე რას ვჩიოდით? მაგის მეტი სადარდებელი გვქონდა რამე მესის წასვლის შემდეგ?

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 15 ნოე 2025, 19:24
    #10

    კეინი სჯობია

  • Barca
    schedule 15 ნოე 2025, 18:17
    #9

    კეინის გარდა ნებისმიერი

  • Fcbarcaforever
    schedule 15 ნოე 2025, 16:03
    #8

    Dacvashi lcb gvinda van de veni tipi dzalian magaria swrafia magalia axalgazrdaaa. Uewveli unda moiyvanon am amoweul dacvashi kargad chajdeba

  • LEVANII
    schedule 15 ნოე 2025, 15:31
    #7

    Ჰოლანდი გამორიცხულია სიტი არ გამოუშვებს და რომც გამოუშვას მის ყიდვას ვერ შევძლებთ და ვერც ხელფას გადაუხდიან.
    Ალვარესიც ანალოგიურად ძვირი დაჯდება ატლეტიკო ზედმეტად გაბერავს მის ფასს და ჩემი აზრით ფლიკის სქემაში გამოკვეთილი ცენტრფორვარდი უფრო გამოსადეგია ვიდრე ალვარესის ნაირი ცრუ ფორვარდი.
    Კეინი კარგი ვარიანტია მაგრამ ასაკი აქვს და არც იაფად არ მოგვცემს ბაიერნი მითუმეტეს ლევანდოვსკის ახევის მერე.
    Გვრჩება ვლაჰოვიჩი რომელიც უფასოდ შეგვიძლია რო დავითრიოთ და ოსიმენი რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და მგონია რო ბარსაში კიდე უფრო უკეთესი იქნება ასევე არც ძალიან ძვირი არ უნდა დაჯდეს. ჩამოთვლილებიდან ყველაზე კარგი ვარიანტი ოსიმენი მგონია

  • levanoza
    schedule 15 ნოე 2025, 14:52
    #6

    არა რა, ეს ჩემის მოსახელე, მართლა…….

    „ცნობილი ურუგვაელი ფორვარდის ლუის სუარესის მოყოლილი ისტორია მისი მეუღლის სოფია ბალბის შესახებ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ვეტერანმა თავდამსხმელმა გაიხსენა, თუ რატომ არ მიულოცა "ლივერპულის" რიგებში შესრულებული პოკერი მისმა ცოლმა.
    "ლივერპულის" რიგებში "ნორვიჩთან" მატჩში პოკერი შევასრულე და სახლში იმ იმედით დავბრუნდი, რომ მეუღლე მომილოცავდა. მან ერთი სიტყვაც არ თქვა, მეორე დღეს კი ყველაფერი ამიხსნა და მეუბნება: "იცი, რატომ არ მოგილოცე? იმიტომ, რომ ჩვენს სახლში შენ ისევ ჩემი ქმარი და შენი ქალიშვილის მამა ხარ. ისევ იგივე ბიჭი ურუგვაიდან".
    სწორედ მაშინ მივხვდი ყველაფერს… ის მართალი იყო. როდესაც ყველა მხრიდან გაქებენ, არსებობს რისკი, დაიჯერო შენი მნიშვნელობის და დაკარგო კავშირი რეალობასთან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გვერდით გყავდეს ვინმე, ვისაც შეუძლია რეალობაში დაგაბრუნოს. მსოფლიოსთვის შეიძლება ლუის სუარესი ვიყო, მაგრამ სახლში მაინც ურუგვაელი ლუისი ვიყავი.
    სახლში გოლებს არ ვიტან. სახლში მამა ვარ, ქმარი, სალტოს მკვიდრი, რომელიც ჭურჭელს რეცხავს! ჩემი ცოლი ყოველთვის მაჯარიმებს. 600 გოლის გატანა შემიძლია, მაგრამ თუ ტანსაცმელს უმისამართოდ დავყრი, სახლში ყოველთვის დამაჯარიმებენ და ეს ნორმალურია. ეს გეხმარება დარჩე იგივე ადამიანი, როგორიც დიდებამდე იყავი", – ციტირებს სუარესს The Footy Section.

  • Visca-barca
    schedule 15 ნოე 2025, 14:29
    #5

    ოსიმენი ან ალვარესი სხვა არც განიხილონ

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 15 ნოე 2025, 14:19
    #4

    ატლე შეჭამს ტვინს თორე ჩემი არგენტინელი მინდა კლუბში. ოსიმენს ვემხრობი უფრო ამ სასტავში…

  • Wesleyy
    schedule 15 ნოე 2025, 12:51
    #3

    კეინი ჰოლანდი ალვარესიდან ნებისმიერრი ვარიანტი იდეალურია

  • Frenkie de Jong_
    schedule 15 ნოე 2025, 12:32
    #2

    “სანამ არგენტინაში გავფრინდებოდით, ლეომ მშვიდი ღიმილით თქვა: ‘პოლ, ჯერ ბარსელონას გავუვლით… მინდა კამპ ნოუ ვნახო.’ მეგონა მეხუმრებოდა — მაგრამ არა.

    მაიამიდან კერძო რეისით გავფრინდით და პრაქტიკულად არავინ იცოდა, რომ იქ ვიყავით. მესის სურდა ყველაფერი ჩუმად ყოფილიყო — არც ხმაური, არც კამერები. სასტუმროში დავრჩით, რომლის ფანჯრებიდანაც სტადიონი ჩანდა. ის აივანზე იჯდა, კამპ ნოუს უყურებდა და ჩუმად თქვა: ‘ამ ადგილს… ჩემი ნაწილი ეკუთვნის.’

    ჩუმად ვიყავი — შემდეგ უბრალოდ გავუღიმე და ვუთხარი: ‘ზუსტად ასეა, ლეო… სამყაროში ბარსელონას გარდა არ არსებობს კლუბი, რომელიც შენი ღირსია.”

    🎙️როდრიგო დე პოლი

  • Lasha Tchelidze
    schedule 15 ნოე 2025, 11:20
    #1

    ასაკით ყველაზე კაი ვარიანტები ოსიმენი და ალვარესი არიან,მაგრამ გამორიცხულია ატლეტიკომ 150 მილიონზე ნაკლებად გამოუშვას ხულიანი😀კეინიც ძაან გაასწორებდა 2-3 წლით