workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი და ჰანსი ფლიკის გუნდის შეუცვლელი წევრი პედრი გონსალესი ტრავმირებულია.

RAC1-ის ცნობით ესპანელ ნახევარმცველს კუნთის დაზიანება აწუხებს, რის გამოც მან დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი გაუცდება პედრის. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის  2 ნოემბერს “ელჩეს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რისი მიზეზიც “ელ კლასიკოში” მიღებული წითელი ბარათია.

პედრი “ბარსელონასთვის” ყოველთვის შეუცვლელი წევრი იყო, მაგრამ ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა გუნდში ჰანსი ფლიკის მოსვლის შემდეგ. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებული 73 თამაშიდან ესპანელმა მონაწილეობა 72-ში მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • პენდრაგონი
    schedule 30 ოქტ 2025, 06:54
    #10

    ქვა აღმართში მოგვეწია

  • Rick Sanchez
    schedule 29 ოქტ 2025, 23:42
    #9

    წარუმატებლობისთვაა განწირული ეს სეზონი

  • rivaldo80
    schedule 29 ოქტ 2025, 19:48
    #8

    ციტატა: Frenkie de Jong_
    იმედია მარტივი კალენდარის გამო ასვენებენ


    ურთულესი კალენდარია

  • nika 54
    schedule 29 ოქტ 2025, 17:56
    #7

    მორჩა სეზონი, ეხლავე მომავალ სეზონისთვის დაიწყონ მზადება.

  • Mariami Kh
    schedule 29 ოქტ 2025, 17:40
    #6

    ჩელსისთან თამაშსაც ტოვებს. ესღა გვაკლდა რაა. გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო ისეა ჩვენი საქმე. ბარსელონა ნოლია პედრის გარეშე. არაფერი არ გვეშველება. მორჩა სეზონი

  • Frenkie de Jong_
    schedule 29 ოქტ 2025, 17:33
    #5

    ციტატა: araujo4

    ციტატა: Frenkie de Jong_
    იმედია მარტივი კალენდარის გამო ასვენებენ


    აბსურდია. პედრიმ ათასჯერ აღნიშნა რო დასვენება უფრო არ უხდება მაგის ფიზიკურ კონდიციებს. მაგის მოგონება ჭირდებათ სანაკრებო პაუზის წინ ხოლმე და არა 4-5 კვირა


    კი ბატონო , მაგრამ წინა სანაკრებო პაუზაზე თვითონ არ თხოვა ბარსას დასვენება?

    თან ეხა რადგან ნოემბრის პაუზამდე ტოვებს დარწმუნებული ვარ ეგ ამბავია.

  • LEVANII
    schedule 29 ოქტ 2025, 17:20
    #4

    4-5 კვირა არ იქნებაო ჩათვალეთ ეს სეზონი ჩავარდნილია

  • JustBarcaLover
    schedule 29 ოქტ 2025, 17:20
    #3

    ბოლო ლურსმანი დაგვაჭედეს.

  • araujo4
    schedule 29 ოქტ 2025, 17:01
    #2

    ციტატა: Frenkie de Jong_
    იმედია მარტივი კალენდარის გამო ასვენებენ


    აბსურდია. პედრიმ ათასჯერ აღნიშნა რო დასვენება უფრო არ უხდება მაგის ფიზიკურ კონდიციებს. მაგის მოგონება ჭირდებათ სანაკრებო პაუზის წინ ხოლმე და არა 4-5 კვირა

  • Frenkie de Jong_
    schedule 29 ოქტ 2025, 16:43
    #1

    იმედია მარტივი კალენდარის გამო ასვენებენ