რეალ სოსიედადი მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

რეალ სოსიედადი მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

კვირას “ბარსელონა” ლა ლიგის ლიდერობას დაუბრუნდა “რეალ სოსიედადთან” 2:1 გამარჯვებით “ესტადი ოლიმპიკ ლუის კომპანისზე”, თუმცა გამარჯვებას დაპირისპირება ახლდა. კერძოდ, სტუმრები მიიჩნევენ, რომ ჟიულ კუნდეს გამათანაბრებელი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.

კუნდემ თავი გამოიჩინა მარკუს რაშფორდის კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, თუმცა “რეალ სოსიედადმა” პრეტენზია გამოთქვა, რომ ეპიზოდი კარში დარტყმით უნდა დასრულებულიყო და არა კუთხურით. ამაზე მატჩის შემდეგ მედიასთან ალვარო ოდრიოსოლამაც ისაუბრა იუწყება Mundo Deportivo.

“ჩვენ გავაპროტესტეთ, რადგან ასე იყო. ფეხბურთი თამაშია და ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს, მსაჯებიც უშვებენ შეცდომებს. ამჯერად კი აშკარად შეცდომა იყო. აღარ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ბევრი ადამიანია, ბევრი კამერა, ეს შეიძლება გასწორდეს. უნდა დავეხმაროთ მათ, რადგან ეს აშკარა შეცდომა იყო.”

მსგავს შემთხვევებს VAR-ით გადამოწმება არ ექვემდებარება, რის გამოც გამოსწორება შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, სტუმართა უკმაყოფილება ძირითადად მოედანზე მსაჯ ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესისკენ იყო მიმართული, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოდ სერხიო ფრანსისკოს გუნდს ძალზე ძვირი დაუჯდა.

“რეალ სოსიედადის” მწვრთნელის რეაქცია სადავო კუთხურზე

ფრანსისკომ ამ ეპიზოდზე პრესკონფერენციაზეც ისაუბრა, იუწყება Diario AS:

“ეს 1:1 ძალიან გვტკივა, რადგან ვფიქრობ, რომ მთელი სტადიონი ხედავდა – ეს კუთხური არ იყო. მოედანზე არავინ იყო, გარდა მსაჯისა, ვინც ასე დაინახა, ამიტომ მაწუხებს ის ფაქტი, რომ ასეთ ვითარებაში გავუშვით გოლი, როდესაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ კარიდან დარტყმა უნდა დანიშნულიყო.

მართალია, “ბარსელონამ” ბევრი კუთხური ჩაგვიწოდა და სხვა შემთხვევაშიც შეიძლებოდა გოლის გატანა, მაგრამ სწორედ ეს ეპიზოდი გვიბიძგებს ბრაზისკენ. რომ გავსულიყავით შესვენებაზე 0:1 ანგარიშით, მეტი დრო გვექნებოდა თამაშის უკეთ სამართავად.”

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nika 54
    30 სექ 2025, 19:43

    ის რატო არ გახსოვთ შარშან რო ლევანდოვსკის გატანილი გოლი არ ჩაუთვალეთ, თამაშის შემდეგ კი ვარი გამოტყდა, რომ მცველის ფეხი აერიათ ლევანფოვდკის ფეხში. და მერე აჭრილ ბარსას აქეთ გაუტანეთ.

    ციტატა: SHOTEX_ERADZE1992
    თამაშგარედან სოსიედადმა გაუტანა ბარსას გოლი და არ უნდა ჩათვლილიყო


    ხო, ეგეც ცალკე თემაა.

  • SHOTEX_ERADZE1992
    30 სექ 2025, 17:01

    თამაშგარედან სოსიედადმა გაუტანა ბარსას გოლი და არ უნდა ჩათვლილიყო

  • Don_Andresito
    30 სექ 2025, 14:07

    ტიპი რაზე ტირის 😀 კუთხური არ იყოო. ჩმორი გუნდი, 10 კაციან რეალს ფეხებს უშლით, ყოველ წელს მოედანზე გამოსვლამდე აგებთ თამაშებს და კიდე გრძელი ენა აქ ამ მოდებილი სახის მქონე კაცს. ყველაზე ცუდი, საშინელი და პრაგმატული გუნდია სოსიედადი. გააგდეთ ეს მწვღტენელი, კუბო ოიერზაბალი ბარენეჩეა და მენდესი გყავდეს და 7 მცველით თამაშობდე ჩასაცხრილი ხარ

  • Lasha Mamuladze
    30 სექ 2025, 09:40

    “წყალ წაღებული ხავს ეჭიდებოდაო”, ან “ცუდ მოცეკვავეს ყვერები უშლიდაო” რავი ათასი ეპითეტით შეილება ამათი შემკობა, საერთოდ მათ თამაშს განმეორებით თუ უყურებენ, თამაშს ისე ვთქვი რადგან მოედანზე უწევთ გამოსვლა, თორე ესენი და ამათნაირი გუნდები საერთოდ როგორ იბრსლებენ რომ ფეხბურთს, თამაშობენ, ხტფუი…იმ მსაჯის მე კიდე დდშვც თუ კუთხური არ იყო რატო დადო, ვითომ ამაზე დიდი ანგარიშები არ დაეტეიალებიოს ბარსას, გასულიყვნენ შესვენებაზე 1:0 ით უფრო გადაჯეგავდნენ დიდი ანგარიშით..ცალი ფეხით რო მოუნდათ მოგება თან ამათაც ყვერები ხელს აღარ შეუშლიდათ…

  • ნიკა
    30 სექ 2025, 08:34

    ჰო ბებიას "ის" რო ქონოდა ბაბუა იქნებოდა😃