კატალონიური დერბის წინ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა “ესპანიოლის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის გარდა, ჩემპიონთა ლიგის პრიორიტეტებზე, ფეხბურთელების მდგომარეობასა და “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებისას განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება.
მოლოდინები და როტაცია “ესპანიოლის” წინააღმდეგ
ფლიკმა მომავალი მატჩისთვის გუნდის განწყობაზე და შესაძლო როტაციაზე კომენტარი გააკეთა:
“ძალიან კარგი შეგრძნებები მაქვს, ვარჯიშზე ატმოსფერო და კონცენტრაცია ძალიან კარგი იყო და ვხედავ, რომ ფეხბურთელები ხვალინდელი დღისთვის ძალიან მომზადებულები და ფოკუსირებულები არიან. ვნახოთ, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებზე უნდა ვიზრუნოთ და მათი სათამაშო წუთები ვმართოთ, როგორც ყოველთვის. ამ გუნდში დიდი ხარისხი გვაქვს და ხვალ ვინც ითამაშებს, ფანტასტიკურად იასპარეზებს.”
მწვრთნელმა ინდივიდუალურად რამდენიმე მოთამაშეზეც ისაუბრა, მათ შორის ფრენკი დე იონგზე, ლამინ იამალსა და გავიზე:
“ის [ფრენკი] წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს; შემდეგი ნაბიჯი ხვალ არის. ვნახავთ, ვარჯიშის შემდეგ თავს როგორ იგრძნობს და შემდეგ ვნახავთ, ხვალ რას გავაკეთებთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის დაბრუნდა, მაგრამ ხვალამდე უნდა მოვიცადოთ. ვარჯიშზე მან თავი კარგად იგრძნო და ის სათადარიგოთა სკამზე იქნება.”
“ვნახავთ, ამას [ლამინის საკითხს] როგორ მოვაგვარებთ; მისთვის სასტარტო თერთმეტეულში დაწყება ყოველთვის კარგია და ჩვენ ამას ვნახავთ. ჯერ არ გადამიწყვეტია; ხვალამდე მოცდა მოგვიწევს.”
“ხვალ ძირითად შემადგენლობაში დასაწყებად ის [გავი] კარგი ვარიანტია და ვნახავთ, ითამაშებს თუ არა 90 წუთს. უნდა ვნახოთ; მასთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ის სასტარტოში დასაწყებად მზად არის.”
რაც შეეხება რობერტ ლევანდოვსკის მომავალს, გერმანელმა სპეციალისტმა მსგავს საუბრებს თავი აარიდა:
“ამაზე პასუხი უკვე გავეცი, ყოველთვის ასე ვპასუხობ, ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. ჩვენ დიდი მიზანი გვაქვს და ყველა ფეხბურთელმა ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და მაქსიმუმი გაიღოს. მომავალი წელი მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა იმაზე საუბრის დრო არ არის, თუ ვინ მიდის.”
პრიორიტეტები: ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა
ტურნირების მნიშვნელობის შესახებ დასმულ კითხვაზე, გუნდის თავკაცმა შემდეგი რამ განაცხადა:
“რა თქმა უნდა, ლა ლიგა არის ის, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველა მწვრთნელის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის ოცნებას წარმოადგენს და იქ სწორედ ამიტომ ვიმყოფებით. თითოეულ მატჩში ხედავთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ოდნავ უფრო მოტივირებულია და ეს ის ტურნირია, რომლის მოგებაც გვსურს. ლა ლიგაში ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მოთამაშეებისა და კლუბის მიზანს წარმოადგენს და აქ სწორედ ამიტომ ვიმყოფებით.”
საჩივარი უეფაში და “ატლეტიკოსთან” დაპირისპირება
“ბარსელონას” მიერ უეფაში შეტანილ საჩივარსა და VAR-ის მუშაობაზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ატლეტიკოსთან” მომხდარ ეპიზოდებთან დაკავშირებით, ფლიკმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა:
“არ ვიცი, შედეგი როგორი იქნება, მაგრამ ჩემთვის და გუნდისთვის კარგია, რომ ამ საკითხში კლუბი მხარს გვიჭერს, რადგან ეს უსამართლობა იყო. შეცდომა ერთხელ შეიძლება დაუშვა, მაგრამ არა ორჯერ და კლუბის მხარდაჭერა ძალიან დიდ დახმარებას წარმოადგენს.”
“რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ VAR-ი დასახმარებლად მოვიდა. VAR-ის გუნდმა რაღაც არასწორი დაინახა და მათ მისთვის უნდა დაეძახათ და ეთქვათ, რომ ეპიზოდი გადაემოწმებინა, ამ მატჩში კი სწორედ ეს დამაკლდა. ვფიქრობ, ბევრი რამ უკეთესად შეგვიძლია გავაკეთოთ. მართალია, ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ეს კარგი არ ყოფილა და იმ მომენტში, ამან მატჩის ბედი გადაწყვიტა.”
ალვარო არბელოას განცხადება და “რეალ მადრიდი”
“რეალ მადრიდის” მწვთნელის, ალვარო არბელოას კომენტარებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ფლიკმა მოკლედ უპასუხა:
“არაფერი, ამაზე ჩემს ენერგიას არ ვხარჯავ. ეს მათი აზრია და მე ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული. მსგავსი რაღაცები არ მაინტერესებს, ეს ასეთი ბიზნესია, ჩვენს შორის ბევრი ხმაურია, მაგრამ გუნდსაც ამას ვეუბნები, საკუთარ თავზე უნდა ვფოკუსირდეთ და არა იმაზე, თუ რას აკეთებს “რეალ მადრიდი”. ჩვენ კარგ პოზიციაში ვიმყოფებით, ყველა თამაში უნდა მოვიგოთ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ.”
ჩემპიონები ვართ თითქმის
კლოპის ინტერვიუ წავიკითხე. აქებს და ადიდებს იამალს. თან ბარსელონაზე ამბობს, რომ არ შეიძლება 18 წლის ტალანტს აკიდო მთელი პასუხისმგებლობა და ამასთან ირგვლივ შემოუკრიბო მასზე ბევრად ნაკლები ხარისხის ფეხბურთელებიო🥺 იამალისნაირ ვარსკვლავს ჭირდება კლუბისგან ხელშეწყობა და ეს გამოიხატება პირველ რიგში მოედანზე მყოფი ფეხბურთელების ხარისხითო. ხვალ რომ ადგეს და სიტყვაზე პსჟში მოითხოვის გაყიდვა სადავ ყველა რგოლში დიდი ფეხბურთელები ეყოლება გვერდზე, ხომ წარმოგიდგენიათ რა ხარისხის თამაშს დადებსო🥹 რამე თქვა ტყვილი? ესენი კიდევ ტორეს და ლევანდოვსკის სუპერ ფორვარდებად მოიხსენიებენ და გონიათ ლაპორტას და დეკოს ნაირი ჩამოყკევება ადამიანი ყველა🤬 აი რომ შეხედოს საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარას სადაც 99-% ალბათობით ჩაიჯვავს დეკო და 2027 წელს ტრანსფერი მოითხოვოს რა ნამუსით უნდა გაამტყუნოს ვინმემ? მე პირადათ ერთ აუგსაც ვერ ვიტყვი მაგ ბავშვზე, ყველა მესი ვერ იქნება და პლუს მესის რომ ხელფასი ქონდა ალბათ ხუთჯერ მეტია ვიდრე ლამინს აქვს ან ექნება✊
ლუკა-ბეილი
გოჩა-კროოსი
რატომღაც მგონია ჰალამადრიდზე ამ ნიკებით იქნებიან 😀
თან სულ იმას იძახიან, დაგვაბრალებენ რაღაცეებსო :დ
რატომ ცნობილაძეს არ ვაბრალებთ ბარსას ფანი ხარო?
ან ბაციკაძე – კალატოზს არ ვაბრალებდით რამეს?!
დაიკიდე ძმა. ორივე მაგარი ჩუჩაა, როგორც ქართველი წამყვანების 99%
მიხედავს პერესი მაგ საქმეს წუხელვე ჩართეს მადრიდრეალ/ტვ. მთელი საღამო ნეგრეირაზე საუბრიბდნენ და იყო ერთი ვიშვიში.
GiorgiM4, მაგ ნახირზე კიდე რატო იშლით ნერვებს, უცხო კომენტატორების წაყვანილ მატჩებს ვუყურებ მიუხედავად იმისა მესმის თუ არა საუბარი, მაგალითად ერთ-ერთი არაბი კომენტატორიაა მგონიაა, როო ძააან მაგრად მიყავს მატჩები
, ყველა გუნდზე ყველა გუნდის მომენტზე ყველა ფეხბურთელის პასზე თუ გოლზე ტიპს ეტყობა აშკარად რომ
მაგრად კაიფობს და დიდ სიამოვნებას იღებს ფეხბურთით, ჩვენთან კიდე იიიი ლეალ მადლიდი დიდი გუნდია, იიიიი ვარსელონააა გუშინდელი კლუბიააა,, იიიი და დედის….რაპონტია უბრალოდ
ესპარტი არაუხო კუბარსი ბალდე
კასადო გავი
ოლმო
ბარდგი ტორესი რაშფორდი
ეს სასტავი უნდა დააყენოს დღეს ყველა ვარიანტში
100% გეთანხმები
შესნი
ესპარტი არაუხო კუბარსი ბალდე
კასადო გავი
ოლმო
ბარდგი ტორესი რაშფორდი
ეს სასტავი უნდა დააყენოს დღეს ყველა ვარიანტში
ლალიგის მოგებას რომ ულოცავთ ერთმანეთს, ამას ვგულისხმობ
ასე გიპასუხებდი, ამ უპირატესობას თუ გუნდი ხელიდან უშვებს, ის არაა ჩემპიონობის ღირსი
გეთანხმები, უბრალოდ წინასწარ აღნიშვნა, არ ვიცი , იმ საქციელს გავს, რეალმა ოქტომბერში კლასიკოს მოგება და +7 ქულა რომ ტიტულიბით აღნიშნეს,
რეალურად , ალვარესს სანტიმეტრები დააკლდა 3-3 რომ გაეხადა ბერნაბეუზე, და სელტასთან გასვლაც ზღაპარში მოიგეს, სამმაგი ასხლეტით , ახლა რომ მხოლოდ მბაპეს აბრალებენ
ლალიგის მოგებას რომ ულოცავთ ერთმანეთს, ამას ვგულისხმობ
ასე გიპასუხებდი, ამ უპირატესობას თუ გუნდი ხელიდან უშვებს, ის არაა ჩემპიონობის ღირსი
ლალიგის მოგებას რომ ულოცავთ ერთმანეთს, ამას ვგულისხმობ
მაგათაც ორი გასვლა აქვთ ზედიზედ ბეტისი და ესპანიოლი არცერთია მარტივი ისევე როგორც ჩვენ ხეტაფე და ოსუასუნა
ანუ მათემატიკური შანსი აღარ დარჩა რეალს თუ გამორიცხულია ჩვენ ფეხი დაგვიცდეს თუნდაც ხვალ და მერე ხეტაფე რომ გვიწევს ?
ლალიგის მოგებას რომ ულოცავთ ერთმანეთს, ამას ვგულისხმობ
დღევანდელი მატჩის კომენტატორები:
ლუკა-ბეილი
გოჩა-კროოსი
რატომღაც მგონია ჰალამადრიდზე ამ ნიკებით იქნებიან 😀
თან სულ იმას იძახიან, დაგვაბრალებენ რაღაცეებსო :დ
რატომ ცნობილაძეს არ ვაბრალებთ ბარსას ფანი ხარო?
ან ბაციკაძე – კალატოზს არ ვაბრალებდით რამეს?!
აბა ეხლა ატლეტიკოზე მაქსიმალური კონცენტრაცია ხვალინდელი თამაში დასაკიდებელია უეჭველი
დამპალია რეალი კარგად იცის რომ ლალიგა დაკარგულია და თავს არიკლავს კლასიკოზე რომ ბარსამ იზეიმოს ორმაგი მარცხია და მტკივნეული ასე რომ ბეტისი ესპანიოლიდან კიდე დაიკარგება ქულები და კლასიკო ფორმალურად ჩატარდება
გილოცავთ ლალიგის მოგებას ეჰჰ ნეტა გაცდებოდნენ ატლეტიკოს
აბა გილოცააავთ ზედიზედ ჩემპიონობას კულეებოო🎉🎉🎉🥳🥳🥳
ფუუუ რა სუნია. უიი რეალმა ისევ ჩაისვარა.
მაგის დედა ვატირე ისეთი მსაჯი ვერ უნდა დაენიშნათ რეალს მოგება რომ აჩუქოს თუ არის რამდენიმე წუთი დარჩენილი 🙂
ბიჭო ეს კომენტატორები როგორ ქომაგობენ ხოლმე რეალს გაგიჟდები, თან როგორ გაუკვირდებათ ხოლმე, არაააო პენალტიოო?! :დ
რაც VAR შემოვიდა რო ვხედავდი სიმულაციას სულ ვიძახდი რაღა აზრი აქვსო, მარა ბოლო დროს აზრი შევიცვალე, რეალის შემთხვევაში აზრი აქვს
რეალში ფრეა
თუ ფრე დაამთავრა ეს თამაში
ბარსაამაც ინდა დაიკიდოს ხვალ ესპანიოლი
იამალი პედრი უეჭველი უნდა დაასვენოს