“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩებში მსაჯობის გამო უეფაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.
კლუბის განცხადებით, როგორც “სპოტიფაი კამპ ნოუზე”, ისე სტუმრად გამართული დაპირისპირებების განმავლობაში არბიტრებმა თამაშის წესების უგულებელყოფით არაერთი გადაწყვეტილება მიიღეს. კატალონიელები ასევე მიიჩნევენ, რომ მკაფიო და გადამწყვეტ ეპიზოდებში VAR-ის სისტემა სათანადოდ არ ჩაერია.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობის პოზიციით, აღნიშნული შეცდომების სიმრავლემ მატჩების მსვლელობასა და დაპირისპირების საბოლოო შედეგზე პირდაპირი გავლენა იქონია. შედეგად, კლუბმა მნიშვნელოვანი სპორტული და ეკონომიკური ზარალი განიცადა.
აღნიშნული საჩივრით კლუბი უეფასადმი წარსულში გაკეთებულ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ იმეორებს. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:
“კლუბი მზად არის, უეფასთან ითანამშრომლოს მსაჯობის სისტემის გასაუმჯობესებლად, რათა თამაშის წესების უფრო მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე გამოყენება უზრუნველვყოთ.”
აწი აზრი აღარ აქვს
რა ხეირი😕
"კლუბი მზად არის, უეფასთან ითანამშრომლოს მსაჯობის სისტემის გასაუმჯობესებლად, რათა თამაშის წესების უფრო მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე გამოყენება უზრუნველვყოთ."
და თანამშრომლობაში რას გულისხმობენ? ვარში დაგვისვავენ ჩვენ კაცს?
გულის ამრევია, კორუმპირებულიაა დღეს ფეხბურთიც, ვარ რისთვის შემოიღეს???
რეალიც ცოდვაა, გუნდი 87 წუთიდან 10 კაცით თამაშობდა.(ისე ეხლა აღმოვაჩინე სადაა სმაილები ან ხაზგასმა, ან სტრიქონის გაფერადება ? რა არის ლაით სისტემაზე გადავედით, ჩვენც ეგრე გვიჭირს?)
jack slater, მეტი როგორ უნდა ითამაშო?? ორთაბრძოლებში იმის გამო არ შევიდეს ბარსას ფეხბურთელი, რომ წითელი არ მიიღოს?? ეგრე უნდს ითამაშოს?? ან უყურე თამაშებს??? ან მოუსმინე ტიერი ანრის მიკა რიჩარდსის ან შირერის კომენტარებს?? რა შუაშია რეალ მადრიდი?? მაგათმაც მსაჯებს შეტენეს გასაგებიაა მათი ლიგიდან გამოვარდნა და შენ წარმოიდგინე ბარსას ადგილზე, რეალ მადრიდი რო ყოფილიყო მაშინ რა მოხდებოდა ან რეებს იზავდს პერესი..
გულის ამრევია, კორუმპირებულიაა დღეს ფეხბურთიც, ვარ რისთვის შემოიღეს???
რაც ეს დღეები არაფერი დამიწერია ამ *ლე მსაჯებზე, ყველაფერს ახლა დავწერ:
2 მატჩის ჯამში 3 ეპიზოდია ისეთი რაშიც ბარსა სერიოზულად დაზარალდა და არაფერია საკამათო:
1. კოკე არ გააგდეს მაშინ როცა ყვითელი უკვე ჰქონდა და შემდეგ 2ჯერ დაჯარიმდა იამალზე და მეორე ჯარიმისას ისე მოუქნია ფეხი როგორც ვალვერდემ ბაენას (ვალვერდეს მაგაზე საერთოდ პირდაპირ წითელი მისცეს და აქ ყვითელიც არ უჩვენებიათ არადა ეს უკვე ჯამში მეოთხე ჯარიმა იყო კოკესგან)
2. პუბილმა საჯარიმოში მეკარის დაგორებულს სულელურად ხელი მოკიდა და წესების მიხედვით ეგ პენალტია.
მესმის რომ არავის არ ესიამოვნებოდა მისი გუნდის კარში მსგავსი პენალტის დადება, მაგრამ წესები ასეთია…
3. ოლმოზე აუცილებლად უნდა დანიშნულიყო პენალტი რადგან ჯერ ლორენტემ უკნიდან ხელი უბიძგა და მერე კოკემ დაიჭირა. ამ აზრს ისიც ამყარებს რომ შემდეგ ეპიზოდში სადაც გარსიამ ოდნავ ხელი უბიძგა სორლოტს, საერთოდ გააძევეს და საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ ერთსა და იმავე სიტუაციაში ორივეჯერ ატლეტიკომ იხეირა.
ასევე რაც ხალხს მხედვებიდან ყოველთვის რჩება არის მომენტუმი. მაგალითად პირველ თამაშში კოკე იქამდე უნდა გაეგდოთ სანამ კუბარსის ეპიზოდი იქნებოდა, ამას კი შესაძლოა სერიოზული ტაქტიკური ცვლილებები გამოეწვია ატლეტიკოს შემადგენლიბაში და საერთოდ შეტევაზე აღარც გადმოვიდოდნენ მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ გასვლაზე თამაშობდნენ და ისედაც იმ მენტალიტეტით იყვნენ რომ რამენაირად არ წაეგოთ.
ნუ კარგი გავიარეთ ეს თემა, შემდეგი ეპიზოდი ხო საპენალტე იყო და ბარსას აშკარად ეტყობოდა რომ უბრალოდ ნავსის გატეხვა ჭირდებოდა, ხოლო მაგ პენალტით შეიძლება საერთოდ სხვანაირად გახსნილიყვნენ.
მეორე თამაშში ოლმოზე პენალტს რაც შეეხება, გუნდი იგებდა 2-1ს და განუწყვეტლივ საგოლე შანსებს ქმნიდა, ამ დროს ფერმინის პაუზამ ატლეტიკო აზრზე მოიყვანა, გოლიც გაიტანეს და თამაში დაალაგეს, მაგრამ ოლმოს ეპიზოდი უკვე ტაიმის ბოლოსკენ მოხდა და სერიოზული შანსი იყო რომ ატლეტიკოსთვის გოლი გასახდელში გაგვეყოლებინა, ამით კი შესაძლოა იმდენად განადგურებულიყვნენ რომ ნიუკასლის ბედი გაეზიარებინათ.
ასევე ამ 3 ეპიზოდის გარდა კიდევ იყო სხვა სადავო ეპიზოდებიც, მაგალითად ის რომ ატლეტიკო 2 მატჩის ჯამში 30+ ჯერ დაჯარიმდა და მხოლოდ 3 ყვითელი მიიღო. ეს ვიღაც უცოდინარისთვის არაფერი მაგრამ მცოდნემ იცის ატლეტიკო რა ნაჯახი გუნდიცაა და მსგავსი მსაჯობით რამხელა უპირატესობაც მოიპოვეს. უბრალოდ ყველაფერი წესების დაცვით რომ წარმართულიყო 3 ბარათზე მეტსაც მიიღებდნენ და ისეც ვეღარ იუხეშებდნენ, რითაც თან მომენტუმს კლავდნენ და თან დროს იგებდნენ.
მეორე ეპიზოდში ფერმინს ცხვირში ბუცი ხვდება, რაც საბოლოოდ ისე შეიფუთა რომ მეკარის მხრიდან ბუნებრივი თამაში, მაგრამ ჩემთვის ეს ეპიზოდი მარტინი-ალმადას მომენტს ჰგავს და მაშინ როცა მთელი სამყარო იმას აწვებოდა რომ მარტინი უნდა გაეგდოთ, ამ ეპიზოდს რომ ისე ატარებენ რომ ვითომც არაფერი მომხდარა უბრალოდ მორიგი ორმაგი სტანდარტებია.
და ბოლო მომენტს რაც შეეხება, ბარსას მესამე გოლის დროს ლენგლეს ასხლეტით ბურთი ხელზე რომ ხვდება, მანდ რა თქმა უნდა წესების მიხედვით პენალტი არ უნდა დაიდოს, მაგრამ როცა ყველა ეპიზოდში გადაწყვეტილება კონტექსტის გათვალისწინებით მიიღეს და არა წესების, აი ამ მომენტში როცა ბურთი კარში მიდის, დაჟე რიკოშეტია მაგრამ ისევ კარში მიდის და შემდეგ გაშლილი ხელით უცვლის ბურთს მიმართულებას, აი რანაირად შეიძლება თქვა რომ ეგ არაა საპენალტე ეპიზოდი?! აი 100%იანი საგოლე მომენტი ხომ გააჩერა?! კარში წასულ ბურთს ხომ გაშლილი ხელით მიმართულება შეუცვალა?! და აბა სხვა რა არის ხელით თამაში?! ძალიან ბევრჯერ მინახავს ეგეთ ეპიზოდებში დანიშული პენალტები და უბრალოდ ყველაფერთან ერთად საეჭვოა რომ ესეთ დროს კონტექსტის კი არა წესების დაცვით მიიღეს გადაწყვეტილება, ხოდა წესები თუ წესებია, მაშინ პუბილზე პენალტიც დასადები იყო და თავად პუბილისთვის მეორე ყვითელიც უნდა მიეცათ, მაგრამ გააკეთეს?!
1 სიტყვით 3 ეპიზოდში 100%ით დაიჩაგრა ბარსა, ხოლო დანარჩენ საკამათო ქეისებში ყველაჯერზე ისევ ატლეტიკო გამოვიდა გამარჯვებული. და მერე ხალხს უკვირს მსაჯობას როგორ ვაბრალებთ ამ გამოვარდნას..
აი ვინც 2ვე მატჩს უყურა და თვლის რომ ეს ატლეტიკო იმსახურებდა გასვლას, ესე იგი იმას არც ფეხბურთი უყვარს და არც ესმის..
გულს მირევს უკვე ამათი საქციელი. დაემსგავსნენ რეალს. წუწუნებენ ცელკებივით ბლიად. უნდა ითამაშო და სუდიას მოუ###@ნ სუყველაფერი.