ბეტისი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ბეტისი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

  • თამაშის დრო: ხუთშაბათი, 12 იანვარი, 23:00

"ბარსელონას" ტიტული ძალიან ჭირდება. უკვე თითქმის 2 წელია, კატალონიურ კლუბს არაფერი მოუგია. დღეს კი "ბარსა" იმ ტურნირზე ერთვება, რომლის მოგებაც ყველაზე მარტივია.

ესპანეთის სუპერ თასზე გასული სეზონიდან ქვეყნის 4 საუკეთესო გუნდი თამაშობს, მაგრამ ტიტულამდე გზა მხოლოდ ორ თამაშზე გადის, რაც თასის მოგებას მნიშვნელოვნად აადვილებს. პირველი თამაში, ანუ ნახევარფინალი ესპანეთის თასის მოქმედ გამარჯვებულთან, "ბეტისთან" გვაქვს. "ბეტისთან", რომელიც ესპანეთის სუპერ თასზე სულ მეორედ თამაშობს. პირველად ეს 2005 წელს მოხდა, როდესაც სევილიელები "ბარსელონასთან" ორი მატჩის ჯამში 2-4 დამარცხდნენ.

და თუ დღეს "ბარსა" მოიგებს, სუპერ თასის ფინალში "ელ კლასიკოს" მივიღებთ.

სათამაშო ფორმა

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "ბარსელონას" თამაშს დამაჯერებელი ნამდვილად არ ეთქმის. ჩავის გუნდმა ლა ლიგაში ლიდერობა გაიმყარა და ესპანეთის თასის პირველი ეტაპიც დაძლია, მაგრამ ჩატარებულ სამ მატჩში სასურველი თამაში ნამდვილად ვერ აჩვენა.

"ატლეტიკოსთან" ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაში "ბლაუგრანამ" პირველი 30 წუთი კარგად ჩაატარა, რაც მოგებისთვის საკმარისი გამოდგა. იმედია, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება და ჩემპიონატში წინ 3 ქულით გასვლა ჩავის ბიჭებს თავდაჯერებად შემატებს.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "ბეტისმაც" 3 თამაში ჩაატარა. სევილიელბმა, "ბარსელონას" მსგავსად, ლა ლიგაში შინ ქულები დაკარგეს და სტუმრად მოიგეს, ხოლო ესპანეთის თასზე ასევე სტუმრად იმარჯვეს.

ესპანეთის ჩემპიონატში "ბეტისი" მე-4 ადგილზეა, რაც ამ გუნდისთვის ძალიან კარგი შედეგია.

დანაკლისი

ვინაიდან რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესის დისკვალიფიკაციები მხოლოდ ლა ლიგაზე ვრცელდება, "ბარსელონა" დღევანდელ მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება.

"ბეტისის" ერთადერთი დანაკლისი მთავარი მარცხენა მცველი ალექს მორენოა.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 134 თამაშს ითვლის. "ბარსელონას" ანგარიშზე 80 მოგება, 24 ფრე და 30 მარცხია. კატალონიელებმა გაიტანეს 305 და გაუშვეს 152 გოლი.

"ბარსელონამ" "ბეტისი" ბოლო 7 მატჩში 6-ჯერ დაამარცხა, 2002 წლის შემდეგ კი მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ კატალონიელებმა ანდალუსიელებს გოლი ვერ გაუტანეს.

ესპანეთის სუპერ თასზე გუნდები ერთმანეთს აქამდე ერთხელ გადაეყარნენ. 2005 წელს "ბარსამ" მეტოქე სტუმრად 3-0 გაანადგურა, კატალონიაში კი "ბეტისმა" 2-1 მოიგო. ორივე ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა "ბარსელონას" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა. პირველ მატჩში მოედანზე ვიხილეთ ხოაკინიც, რომელიც ახლაც "ბეტისში" თამაშობს.

არბიტრი

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ შეხვედრის მთავარ არბიტრად კარლოს დელ სერო გრანდე მიავლინა.

დელ სერო 46 წლისაა. მან მსაჯობა 2000 წელს დაიწყო, 2006 წელს სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა, ხოლო 2011-ში პრიმერა დივიზიონში.

კარიერის განმავლობაში დელ სერო გრანდე თამაშში საშუალოდ 26.6 ჯარიმასა და 0.32 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.8 ყვითელ და 0.22 წითელ ბარათს უჩვენებს.

კარლოს დელ სერო გრანდეს სტატისტიკა "ბეტისისა" და "ბარსელონას" თამაშებში:

ბეტისი ბარსელონა
თამაში 31 41
მოგება 14 33
ფრე 10 5
წაგება 7 3
მოგების % 45% 80%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 3 6
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 3 2
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 3 6
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 3 5

სტატისტიკა

  • "ბეტისთან" გამართულ ბოლო 8 თამაშში "ბარსელონა" კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • ამ გუნდების ბოლო 9 თამაშიდან რვაში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან შვიდში გოლი ორივეს გაჰქონდა;
  • ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "ბარსელონას" ბოლო 7 თამაშში 6 მოგება და 1 ფრე აქვს;
  • "ბარსელონა" ბოლო 7 თამაშიდან ექვსში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • "ბეტისი" ესპანეთის სუპერ თასზე ისტორიაში მეორედ ითამაშებს;
  • ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.45 ანიჭებენ, რაც მოგების 69%-იან შანსს უდრის, "ბარსა" კი ასეთი თამაშების 81%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

"ბეტისი" კარგ ფეხბურთს თამაშობს. გულშემატკივრები მატჩის ყურებით სიამოვნებას მიიღებენ. ვიმედოვნებ, გამარჯვებას მოვახერხებთ.

ჩვენ ტურნირის მოგება გვსურს. ეს გუნდს სეზონის დასრულებამდე დიდ მოტივაციას მისცემს.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, გავი, დე იონგი, დემბელე, ლევანდოვსკი, პედრი.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, პედრი.

პროგნოზი

  • WhoScored: 1-2
  • Sportsmole: 1-3
  • Sportskeeda: 1-3
  • 90min: 1-3

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 იანვარი 2023 15:12
    0
    რაც მთავარია ფინალში ვართ და ახლა ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული უნდათ თუ არა ტიტულებისთვის ბრძოლა.