ექტორ ბელერინი ბეტისში გადასვლაზე თანახმაა

ექტორ ბელერინი ბეტისში გადასვლაზე თანახმაა

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "რეალ ბეტისი" "ბარსელონას" მარჯვენა მცველის, ექტორ ბელერინის შეძენით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი სევილიურ კლუბში დაბრუნებაზე თანახმაა, თუმცა მის გაშვებას "ბარსა" ეწინააღმდეგება.

კატალონიური გრანდი ფიქრობს, რომ ბელერინის გაშვებით ვერ ისარგებლებს: "ბეტისს" ფინანსური მდგომარეობა თანხის გადახდის საშუალებას არ აძლევს, ამასთან ფეხბურთელის ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ მისი გასხვისება ვერც ფინანსურ ფეარ პლეიზე იქონიებს გავლენას. ჩავი ერნანდესმა თქვა, რომ ზამთარში მოთამაშეების დათმობა არ სურს, შესაბამისად, ესპანელის გაშვება ნაკლებად მოსალოდნელია.

ბელერინს "ბარსელონასთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 იანვარი 2023 22:41
    1
    მე ამას, როგორც ფეხბურთელს არც განვიხილავ. რისთვის მოიყვანეს თუ იცოდნენ მე ვიყო ტებასი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 10 იანვარი 2023 21:28
    1
    საერთოდ რატომ მოვიყვანეთ?! განაპირა მცველი კი არა ნებისმიერი ცენტრალური მცველი აჯობებს ამას ფლანგზე ლენგლე N2 -ის (გარსია) გარდა
    Culé [?]
    #6 10 იანვარი 2023 16:20
    1
    არაფრად არ ვარგა საერთოდ.კუნდეც ჯობია და ბალდეც მაგ ფლანგზე
    Culé [?]
    #5 10 იანვარი 2023 16:16
    1
    Მეტი სათამაშო დრო ძირითადში უნდა იდგეს ბელერინი, ან ასე უბელერინოდ
    --------------Ტერ შტეგენი
    -------კუნდე-არაუხო-ბალდე
    --Რაფინია-გავი-დე იონგი-პედრი
    ---დემბელე-Ლევანდოვსკი-ფატი
    --------------------
    Დემბელე მოკვდი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 იანვარი 2023 14:46
    1
    წავიდეს წაშავდეს
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 იანვარი 2023 14:44
    2
    კუნდეს წვალებას ამან ითამაშოს ჯობია სხვა თუ არაფერი შეტევაში მაინც გაუწელავს მეტიქეს დაცვას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 იანვარი 2023 14:42
    1
    რაღას მოდიოდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 იანვარი 2023 14:37
    1
    მოიცა მანდ არ იყო?
    ბეტისს ეგრე გაუჭირდა, რომ 4-5 მილიონი არ აქვს?