ბარსელონა პედრო პოროს თაობაზე სპორტინგს დაუკავშირდა

ბარსელონა პედრო პოროს თაობაზე სპორტინგს დაუკავშირდა

"ბარსელონა" მარჯვენა მცველის პოზიციაზე ლისაბონის "სპორტინგის" ფეხბურთელის, პედრო პოროს შეძენის ვარიანტს განიხილავს.

პორტუგალიური გამოცემის, Record-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" 23 წლის უკანახაზელის თაობაზე ლისაბონურ კლუბს უკვე დაუკავშირდა და ინტერესი გამოხატა. 

"ბარსასთან" ერთად, პოროსთვის მადრიდის "ატლეტიკო" და ლონდონის "ტოტენჰემი" იბრძოლებენ. ფავორიტი სწორედ ეს უკანასკნელია.

"სპორტინგი" ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ ზამთარში 45 მილიონს მოითხოვს, ზაფხულში კი მისი უფრო ხელსაყრელ ფასად შეძენა იქნება შესაძლებელი და მოსალოდნელია, რომ ხსენებული კლუბები ოფიციალურ შეთავაზებებს სწორედ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გააკეთებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 იანვარი 2023 14:57
    0
    ციტატა: Rick Sanchez
    დიდად არ ვიცი ამისი თამაში მაგრამ ფაქტია მარჯვენა მცველი სასიცოცხლოდ საჭიროა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თუ ფეხბურთელით ძლიერი გუნდები არ ინტერესდებიან,მაშინ არ არის ის ძლიერი ფეხბურთელი.

    ბალდეც ცოდოა მთლად თავის ადგილზე არ თამაშობს.
    Culé [?]
    #4 8 იანვარი 2023 12:48
    0
    კარგი ბიჭია ეს ძალიან
    [?]
    #3 8 იანვარი 2023 12:44
    0
    დალოს და პავარს მიაწვნენ, დალო უფასოა, პავარს კაპიკებში დავითრევთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 იანვარი 2023 12:31
    0
    და არნაუ მარტინესი რატომ დაივიწყეს ჩავიმ და ლაპორტამ?
    Culé [?]
    #1 8 იანვარი 2023 12:10
    0
    დიდად არ ვიცი ამისი თამაში მაგრამ ფაქტია მარჯვენა მცველი სასიცოცხლოდ საჭიროა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თუ ფეხბურთელით ძლიერი გუნდები არ ინტერესდებიან,მაშინ არ არის ის ძლიერი ფეხბურთელი.