“ბარსელონა” “იუვენტუსის” შემტევის დუშან ვლაჰოვიჩის შეძენის ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.
რობერტ ლევანდოვსკის მოქმედი კონტრაქტის ვადა ივნისში იწურება და დიდი ალბათობით, პოლონელი კატალონიურ გუნდს დატოვებს. ეს ნიშნავს, რომ “ბარსას” მისი შემცვლელი დასჭირდება და როგორც ივარაუდება, კლუბი ახალი ცენტრალური თავდამსხმელის ძიებას მალე დაიწყებს.
მომავალ წელს იწურება ვლაჰოვიჩის მოქმედი ხელშეკრულების ვადაც და სავარაუდოდ, თავის კლუბს დუშანიც დატოვებს. სერბ ფეხბურთელს “იუვენტუსიდან” წასვლას გასულ ზაფხულშიც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ საბოლოოდ 25 წლის თავდამსხმელი “ბიანკონერიში” დარჩა.
იტალიური წყაროს ცნობებით, “ბარსელონა” იმ კლუბებს შორისაა, რომლებიც ვლაჰოვიჩს ყურადღებით აკვირდებიან. მისით ასევე დაინტერესებულები არიან “ატლეტიკო” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.
დუშან ვლაჰოვიჩმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო, რითიც სხვადასხვა კლუბის, მათ შორის “ბლაუგრანას” ყურადღება მიიქცია. მან 4 მატჩში, მოედანზე გატარებულ სულ რაღაც 141 წუთში, 4 გოლი და ასისტი მიითვალა.
ანუ მიზანში ყავთ?
რათუნდა ისიც დაწეროს ვინც აკვირდება))))))))))))) კაშმარიშე
მოაშორეთ აქედან
მგონი ტორესს აჯობებს, რამდენად შეეწყობა ჩვენს სტილს ეგ სხვა ამბავია.
ეს სირიკო გვაკლია კიდე იმედია ტყუილია
ტრავმიანია თუარა არაა ცუდი
უფასოდ იდეალური იქნება
ალვარესზე უნდა გავიწიოთ უეჭველი და ესეც მშვენიერი იქნება როტაციისთვის
ალვარესი თუ ვერა ეს უეჭველი უნდა მოვიყვანოთ