workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
15 წლის ვუნდერკინდი ჯეი ჯეი გაბრიელი ბარსელონაშია

15 წლის ვუნდერკინდი ჯეი ჯეი გაბრიელი ბარსელონაშია

bolt მოკლედ
მანჩესტერ იუნაიტედის 15 წლის ტალანტი ჯეი ჯეი გაბრიელი, რომელსაც სტილით ნეიმარს ადარებენ, ბარსელონაში იმყოფება. ფეხბურთელს ინგლისური კლუბის აკადემიაში დარჩენა არ სურს, მისით კი "ბარსელონასთან" ერთად ევროპული გრანდები ინტერესდებიან.

ჯოზეფ ჯუნიორ ანდრეუ გაბრიელი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში უფრო ჯეი ჯეი გაბრიელის სახელითაა ცნობილი, ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცა. ესპანური გამოცემა As-ისა და ინგლისელი ჟურნალისტის, კრის უილერის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” 15 წლის თავდამსხმელი ამჟამად ბარსელონაში იმყოფება.

ახალგაზრდა შემტევს “მანკუნიანელთა” აკადემიაში დარჩენის სურვილი არ აქვს, რადგან უმაღლეს დონეზე თამაშის დაწყება რაც შეიძლება სწრაფად სურს. “ბარსელონასთან” ერთად მის მიმართ ინტერესს “რეალ მადრიდი”, მიუნხენის “ბაიერნი” და პსჟ იჩენენ. ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ფეხბურთელმა, რომელსაც სათამაშო სტილით ნეიმარ ჟუნიორსაც ადარებენ, 10 სექტემბერს უეფას ახალგაზრდულ ლიგაში “საბაჰთან” ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ჯეი ჯეი ირლანდიელი მამისა და კვიპროსელი დედის შვილია. 6 ოქტომბერს მას 16 წელი შეუსრულდება, რაც ევროპული პასპორტის ასაღებად აუცილებელი პირობაა – ეს კი ტრანსფერს საგრძნობლად გააადვილებს.

მოთამაშის გარემოცვა “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენის ვარიანტს ფაქტობრივად გამორიცხავს, თუმცა ბრიტანულ მედიაში ვარაუდობენ იმასაც, რომ ეს შესაძლოა “ოლდ ტრაფორდზე” გაუმჯობესებული კონტრაქტის მიღების სტრატეგია იყოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 19 სექ 2026, 18:22

    მანჩესტერტან თუ კონტრაქტს წყვეტს და სინჯებზეა აქ, მაშინ სხვა თემაა

  • Nikolay
    Nikolay გულშემატკივარი
    schedule 19 სექ 2026, 16:58

    Ამის იუთუბის ვიდეოს როდის ვუყურე და ეგ ბავშვი ყოფილა :დდ

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 19 სექ 2026, 16:37

    ვერ გა იგე ბარსაში იმყოფება ტრანსფერთან დაკავშირებით თუ პროსტა ჩავიდა ბარსელონაში ტურისტულად??, რისი თქმა უნდა ამ სტატიას ვერ გაბიგე?? თუ ბარსელონასთან არი კავშირში და რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ემსახურება ამის ვიზიტი კატალონიის დედაქალაქს კარგი, მარა დანარჩენო რაც წერია ბუნებრივი და ლოგიკურია, რაიმე კონკრეტული არი?? გადმოდის ბარსაში??

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 19 სექ 2026, 11:44

    მეექვსე წუთიდან 10 კაცით დარჩენილმა ელჩემ სტუმრად მოუგო ესპანიოლს (1:3) ოთხივე გოლი ელჩემ გაიტანა. ეს ის ელჩეა, რომელიც ბარსამ სტუმრად გამოისვა 5:0, ხოლო რეალმა ბოლო წუთზე იღბალის წყალობით გამოგლიჯა 3 ქულა (2:3)
    უბრალოდ შედარებისთვის.

    • DesmondHume
      DesmondHume კულე
      schedule 19 სექ 2026, 13:26

      ლალიგაში ფორით წინ ვართ ყველაზე, მთავარია ლიგაზე გვეყოს ჯანმრთელობა და რესურსი დასკვნით ფაზაზე

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 19 სექ 2026, 10:49

    კიდმესი იუთუბიდან😄