ოფიციალურად: რობერტ ლევანდოვსკი ხვალ ესპანიოლთან ითამაშებს

ოფიციალურად: რობერტ ლევანდოვსკი ხვალ ესპანიოლთან ითამაშებს

რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი იყო - რობერტ ლევანდოვსკი ხვალ "ესპანიოლის" წინააღმდეგ ითამაშებს.

პოლონელ თავდამსხმელს ლა ლიგაში 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. "ბარსელონამ" ეს სასჯელი ორ ინსტანციაში გაასაჩივრა, მაგრამ ორივეგან წააგო, თუმცა კატალონიელები არ დანებდნენ და მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს.

"ბარსელონამ" მადრიდის სასამართლოში წარადგინა მოთხოვნა, რომელიც სასჯელის შეჩერებას გულისხმობდა. სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლევანდოვსკი დისკვალიფიკაციას არ მოიხდის. ეს ნიშნავს, რომ სასჯელი გადავადებულია. დავა გაგრძელდება და შესაძლოა, "ბარსელონამ" სასჯელის შემცირებას მიაღწიოს. მანამდე კი რობერტს "ესპანიოლის" წინააღმდეგ ვიხილავთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 30 დეკემბერი 2022 17:26
    0
    მეც არ გამიკვირდა შემადგენლობაში რო ვნახე.
    ფანი [?]
    #5 30 დეკემბერი 2022 17:20
    2
    ოფიციალურად ხვალ ესპანიოლის დედის წიოკი იქნება
    --------------------
    Nb

    Culé [?]
    #4 30 დეკემბერი 2022 16:38
    8
    ეხლა კიდე რამეს არ გვიჩალიჩებდნენ და როცა რეალთან გვექნება თამაში მაშინ არ დაუბრუნონ დისკვალიფიკაცია. არ გამორიცხოთ ესეც...
    ფანი [?]
    #3 30 დეკემბერი 2022 15:53
    7
    ვახ როგორც იქნა რამეში მიაღწიეს სამართალს
    Culé [?]
    #2 30 დეკემბერი 2022 15:40
    20
    ლაპორტას ტრანსფერებს დაუწუნებ შეძლებ, მარა მაფიოზობას ვერავინ ასწავლის 😆
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    გულშემატკივარი [?]
    #1 30 დეკემბერი 2022 15:39
    8
    როგორც იქნა... ცოდვაა ბიჭი...