ცნობილია, რომ “ბარსელონას” ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ტრავმირებულია. ნიდერლანდელი ფეხბურთელი 14 სექტემბერს ჩანიშნულ “ვალენსიასთან” მატჩს გამოტოვებს, თუმცა ის გეგმავს, “ნიუკასლთან” შეხვედრისთვის სრულად გამოჯანმრთელდეს.
ბარსელონელი ჟურნალისტი ალექს პინტანელი იტყობინება, რომ დე იონგი თავდაუზოგავად მუშაობს და მისი მიზანი “ნიუკასლთან” თამაშისთვის 100%-ით მზადყოფნაა.
ივარაუდება, რომ 28 წლის ნიდერლანდელს კვირას “ვალენსიასთან” დაპირისპირებაში მარკ კასადო შეცვლის.
თავდაუზოგავათ მუშაობა, ტრამვის შემდეგ ნამეტანი ხო არ არის, ცოტა მოძლიერდეს თორემ ისევ ის დრო მოვა ყოველ მეორე თამაშზე რო იტრამვებოდა და კუმანი, როგორც ნიდერლანდების მწვრთნელი მუდამ ბარსას აბრალებდა ამის უიღბლობას.
ნიუ კასლთან ძალიან დაგვჭირდება ფრენკი. თქვენ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებთ რამხელა როლი აქვს გუნდში.
დაგვჭირდება
თვითონ თუ გეგმავს, ზნაჩიტ დაბრუნდება