workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მენდეში კასადოსა და ბალდეს მათი მომავლის გადასაწყვეტად შეხვდა

მენდეში კასადოსა და ბალდეს მათი მომავლის გადასაწყვეტად შეხვდა

bolt მოკლედ
ჟორჟე მენდესი თავის კლიენტებს, მარკ კასადოსა და ალეხანდრო ბალდეს ბარსელონაში შეხვდა. კასადო ჰანსი ფლიკის გეგმებში არ შედის და ევროპულ კლუბებს განიხილავს, ბალდეს მომავალი კი კანსელუს დაბრუნების შემდეგ ბურუსითაა მოცული.

მარკ კასადო ჰანსი ფლიკის გეგმებში არ შედის და თავისი მომავალი უნდა გადაწყვიტოს, ალეხანდრო ბალდეს მომავალი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მათ ბარსელონაში თავიანთი აგენტი, ჟორჟე მენდეში შეხვდა. როგორც Jijantes იტყობინება, პარასკევს ნაშუადღევს პორტუგალიელმა გამოიყენა შესაძლებლობა და “ბარსელონას” იმ ორ ფეხბურთელთან გამართა შეხვედრები, რომლებსაც თავად წარმოადგენს.

მენდეში ბარსელონაში ხუთშაბათს დილით გაემგზავრა ჟოაუ კანსელუსთან 2029 წლამდე კონტრაქტის გასაფორმებლად და მისი პრეზენტაციისთვის, ნაშუადღევს კი ერთი საათი დეკუსთან ერთად გაატარა.

ბალდეს გაურკვეველი სიტუაცია

კანსელუს დაბრუნებით, რომელმაც გასული სეზონი ძირითად შემადგენლობაში დაასრულა, ბალდეს სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო. კლუბის აღზრდილი ყოველთვის ამბობდა, რომ “ბარსელონა” მისი პრიორიტეტია, მაგრამ ის ასევე აცნობიერებს, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი ჩვეული როლი. მენდეშმა მას რამდენიმე გუნდის, მათ შორის “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესის შესახებ ამცნო და ახლა სწორედ ბალდემ უნდა გადაწყვიტოს, აირჩევს თუ არა სხვაგან თამაშის გამოცდილებას იმ კლუბის მიღმა, რომელშიც 8 წლის ასაკში მოვიდა. მცველს კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

კასადოს ევროპული არჩევანი

უფრო ნათელია ის, რომ კასადო ამ სეზონში “ბარსელონაში” არ ითამაშებს. ნახევარმცველს, რომელსაც კონტრაქტი ასევე 2028 წლამდე აქვს და კულე 13 წლიდანაა, საუდის არაბეთში წასვლა არ სურს, სადაც მისთვის “ალ-ჰილალი” და “ალ-აჰლი” იბრძოდნენ. ოჯახის რჩევით, მას ევროპულ ფეხბურთში თამაში ურჩევნია.

“მილანი”, “ნოტინგემ ფორესტი” და “ბენფიკა” იმ კლუბებს შორის არიან (ერთ-ერთ თურქულ კლუბთან ერთად), რომლებიც კასადოს აკვირდებიან. “ბარსელონამ” იცის, რომ არაბეთში ტრანსფერის ჩაშლის გამო 40 მილიონი ევროს მიღება გაუჭირდება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტომი მარკესი პორტუგალიურ “ბრაგაში” 11+1 მილიონად გაიყიდა, კასადო, რომელსაც პირველ გუნდში 75 მატჩი აქვს ჩატარებული, სულ მცირე 30 მილიონი ღირს და “ბარსელონა” სწორედ ამ თანხის მიღებას იმედოვნებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 22 აგვ 2026, 23:30
    #22

    ამასობაში Deco გახდა ცხოველი 🔥 2 ფორვარდი გვინდაო (ერთი ვერ მოგვიყვანია 🙂 ) ბალდეს და ხორხე სალინასს ერთი და იგივე აგენტი ჰყავთ ასე რომ თუ ბალდეს გაყიდიან პრემიერ ლიგაში მაშინ ხორხე სალინასს 16 მილიონად მოვიყვანთ (კარგია კანსელუ ასაკშია და შემცვლელი ლა ლიგაში მაინც სჭირდება) ფორვარდზე გაიჟღერა რამოდენიმე გვარმა ( ტრესოლდი/გირასი) მაგრამ ზუსტად ვის მოიყვანენ კაციშვილმა არ იცის 🙂

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 22 აგვ 2026, 22:58
    #21

    არ გამოვიდა ბალდესგან ახალი დევისი, გაყიდონ სანამ ფასი აქვს.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 22 აგვ 2026, 22:29
    #20

    ისე კარგად მიდის საქმე, რო ლაპარაკიც აღარ უნდა, ძალიან ჭკვიანურად იქცევიან. იმიტომ რომ გაისად 1:1 წესი აღარ გვექნება ყველამ ვიცით, რო კამპ ნოუ ისევ დაიკეტება გადახურვის დაწყების გამო და 2028-შიც ამ შემადგენლობით მოგვიწევს თამაში.

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 22 აგვ 2026, 21:41
    #18

    მორჩა გადაწყვეტილია ბალდეს ტრანსფერი.
    მგონი მანიუმ 40მილიონიანი ოფერი გამოაგზავნა.
    სადღაც 50ს ავიღებთ ალბათ.
    კასადოც უეჭველი წასულია სულ მცირე 30ად ან შეიძლება გააიჯარონ.
    ფორტს მარტო დორტმუნდი უნდაო და ბარსას 20მ უნდა ან 10მ პლუს 50%იო

    ლუკებაზე საუბარი აქტიურად წავიდა.

    სალინასი 16 მილიონად კარგი ოფშენია სკამზე და განვითარებად ტალანტს გავს.

    სტრაიკერზე კაცმა არ იცის რა მოხდება.
    თურმე გიოკერეში ბოლომდე იბრძვის აქ მოსასვლელად, რადგან ბარსაში თამაში მისი ოცნებააო, ბარსას კიდე იჯარით და 1 წლის მერე 60მ გამოსასყიდით უნდაო.
    ალვარესი დამთავრებული ამბავია.
    ტრესოლდი და მიქაუტაძე ვარიანტები არიან.

    მოკლედ ძალიან საინტერესო ფანჯარა გვაქვს..
    ხომ ვიძახდი იმედის ნაპერწკალი მომეცა და ახლა ნახეთ რა ფანჯარა გვექნება თქო.
    აი ეს ამბები თუ ესე დალაგდა და.. მომდევნო წლებში შეგვიძლია მხოლოდ ლამასიელები ამოვწიოთ, სხვა ფეხბურთელები ნახვი

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 22 აგვ 2026, 19:54
    #14

    ან ფორტი რას მიკეთებს? გადასწიოს იქეთ ფლანგზე

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 22 აგვ 2026, 19:51
    #13

    ბალდეს დონე იმ 17-18 წლის ბავშვსაც აქვს, პრესეზონზე რო ჰყავდა ჰანსის, დაასვენევს ხოლმე კანსელოს და ზოგჯერ მარტინიც დაბრუნდება ფლანგზე; კონკურენცია იმიტომაა კარგი, რომ ვერ ქაჩავ, გცვლიან და გუნდი წინ მიდის; თან ეგ პოზიცია ცუდად მახსოვს იმ 🐿 გამო, იყო თუ არა ფორმაში, მაინც აყენებდნენ ძირითადში, ჯერ ენრიკე და მერე ის სვარჩიკი და მწყემსი

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 22 აგვ 2026, 18:59
    #12

    რავი ძმაო დეკო ისე მუშაობს ამაზე ენა როგორ უნდა მოუბრუნდეს ვინმეს. ტიპი სასწაულებს აკეთებს,დაჟე რაც მოსულია. გავკარი ალემანს.

  • LEVANII
    LEVANII გულშემატკივარი
    schedule 22 აგვ 2026, 18:58
    #11

    Ბალდე რომ ძირითადის ფეხბურთელი არ უნდა იყოს კიბატონო მაგრამ დაჟე უკვე მაგ დონეზეა რომ სათადარიგოზეც არ უნდა იყოს? Კაი დავუშვათ გავუშვათ 40 მილიონად მერე ვინ მოგვყავს უკეთესი ისევ მაგ ფასად? Მარტინს ვაყენებთ რომელიც ცენტრალურ მცველად არის გადაქცეული და ისედაც არ ჯობია ბალდეს თუ საერთოდ არ გვჭირდება კანსელოს დუბლიორი?

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 22 აგვ 2026, 20:03
      #15

      მაგაზე უკეზტესი რას ქვია? ტიპი ჩამოყალიბებული იდიოტია. ნებისმიერი საშუალო კლასის მარცხენა მცველი უკეთესია ვიდრე ეს შაქრის პლანტაციებიდან გამოქცეული დებილი.

      • LEVANII
        LEVANII გულშემატკივარი
        schedule 22 აგვ 2026, 21:15
        #17

        Უკეთესი ვინც 40 მილიონზე ნაკლებში მოგივა მაგალითად?

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 22 აგვ 2026, 18:49
    #10

    კასადო იჯარა და ბალდე გაყიდონ სანამ რაღაცა ფასი აქვს ეგ აწი ვეღარ გაიხსნება აქ.

  • GoGokh1a
    GoGokh1a ლეგენდა
    schedule 22 აგვ 2026, 18:44
    #9

    ახლა იწერება ბალდე წავაო ამ ზაფხულს უეჭველი

  • sandro89
    sandro89 ვეტერანი
    schedule 22 აგვ 2026, 18:25
    #8

    2ვე გასაშვებია

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 22 აგვ 2026, 18:08
    #7

    კასადო ბენფიკაში ჯობს, რომ გაყიდონ, თავიანთ აღზრდილს ცუდად რომ არ მოექცნენ, მაინც გრანდია და ლიგაზეც დაბრუნდება, სჭირდება წითლებს ძლიერი ფეხბურთელები;
    ბალდე კიდევ ეპლ-ში ჯობია, კაი 50 აიღებენ და კანსელო და ბავშვი იქნებოდა საკმარისი მაგ პოზიციაზე, რო რამე, მარტინი გადაიწევს ისევ

  • gbafbdfbcvbcvb
    gbafbdfbcvbcvb გულშემატკივარი
    schedule 22 აგვ 2026, 15:49
    #5

    თუ ყიდიან ვინ მოყავთ? პორო რომ გააძრონ კაი იქნება ვიცი რომ მარჯვენა მცველია რომაა

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 22 აგვ 2026, 15:04
    #4

    ფლიკის ინტერვიუ წავიკითხე ახლა და შეგვიძლია 80%ით დარწმუნებულები ვიყოთ რომ ბალდე გვტოვებს.

    ასევე წავიკითხე რომ მენდეში გუშინ რომ ესაუბრა დეკუს ბალდესა და კასადოზე გადაწყდა რომ სხვა კლუბი უნდა მოუძებნოსო.
    პარალელურად 16 მილიონად უნდათ სალინასის გამოსყიდვა, მაგრამ ჯერ ამათ გაჯმეინებას ელოდებიან.
    ბალდეთი მანჩე და პრემიერლიგის კლუბები ინტერესდებიანო, მგონი მილანიც და სადღაც 50მ დაჯდებაო, ფაბრიციომ 40მს გადაცდება ეგ ტრანსფერიო.
    კასადოში როგორც იწერება სულ მცირე 30ის აღება უნდათ და თავად კასადოს ევროპაში უნდა დარჩენაო.

    მგონია ეს ჩემისები მისმენენ და არ ვიცი🧐😂😂

    საოცარი სველებია ბარსასგან!
    საღოლ დეკუსა და ფლიკს❤️

    ახლა ესენიც რომ გაიყიდებიან, პლუს ფორტიც, სალინასი ხო მოვა და კიდევ იწერებოდა რომ ალვარესი თუ ვერ გამოვა მაშინ დიდი შანსია რომ სხვა დაბალბიუჯეტური სტრაიკერი და მცველი მოვიდნენო, რაც აი უმაგრესი გადაწყვეტილება იქნება გუნდისგან.
    ასევე ალვარესი 99%ით გადაწყვეტილია რომ ატლეში რჩება.
    ჩემი აზრით კი ტრესოლდი, ლუკება და სალინასი არის მოსალოდნელი ტრანსფერებიი

    • Don_Andresito
      Don_Andresito ლეგენდა
      schedule 22 აგვ 2026, 16:31
      #6

      ლუკება ძაან მეეჭვება. ბალდეს წასვლა არ უნდა და ეგეც ქმნის პრობლემას. გამოჩნდება ხვალ დააყენებს თუ არა. შეიძლება სალინასი სულ არ იყიდონ და პესქუერი დააწინაურონ არაა გამორიცხული. ფორვარდზე კიდე ბალოგუნზე დაიწერა ბევრი და ასევე გირასის ვარიანტს განიხილავენ. შორთლისთში გიოკერეშიც იყო რომელიც გუდინ სულ არ ათამაშა არტეტამ. მარა იჯარაზე უარზეა არსენალი და ბარსა 80 არ გადაიხდის

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 22 აგვ 2026, 14:47
    #3

    ტფუ რა განდონი და არაკაცი ყოფილა ეს ბერნარდო სილვა რა, არადა სულ გაიძახოდა ბარსა ჩემი ოცნების კლუბიაო.

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 22 აგვ 2026, 21:59
      #19

      რეალის ზაკაზია, გახსოვთ რეალის ფეხბურთელები მესის რო მიწასთან ასწორებდნენ, ვინც რეალიდან წავიდა ყველა მესის აქებს , კაზემირო რო ჩაეხუტება ხოლმე ძლივს იშორებს ლეო.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 22 აგვ 2026, 14:46
    #2

    🗣️ ყველას არ ეძლევა იმ კლუბში თამაშის შესაძლებლობა, რომელმაც 15 ჩემპიონთა ლიგა მოიგო

    – ბერნარდუ სილვამ როდრის კბილი გაჰკრა

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 22 აგვ 2026, 20:05
      #16

      ტყვილად არ ეძახიან პორტუგალიელებს ევროპელ ციგნებს. საზიზღარი ნაროდია🤬

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 22 აგვ 2026, 14:44
    #1

    გასაყიდია ორივე. კაი 80-100 მდე შეიძლება ამოღება,თან სუფთა მოგებაა და არც გვჭირდება ესენი. კანსელოს შემცვლელად მარტინი იქნება მშვენივრად. ძირითადისთვის ეს არ უქნია ღმერთს,სანამ მანჩესტერი ითხოვს მივასაღოთ 60-ში. დეიონგი უნდაო სიტის და ეგებ ზამთარში ეგეც მივაყიდოთ. 70 ში. კრისტინაც წავა მომავალ წელს და ზამთარში რუნიც. გუნდი იქნება გაპრიალებული. მცველი მოიყვანონ ცაცია თუ ბალდეს ჰყიდიან და 9 ზე თუნდაც სუარესი. მკვლელი გუნდი ვიქნებით.