დე იონგი გაბრაზებულია: ყალბი ამბებით ჩემს იმიჯს აზიანებენ

დე იონგი გაბრაზებულია: ყალბი ამბებით ჩემს იმიჯს აზიანებენ

ამ პარასკევს ფრენკი დე იონგმა თავი მკაცრად დაიცვა იმ კრიტიკისგან, რომელსაც თავისი ტრავმის, “ბარსელონასადმი” დამოკიდებულების, ჰანსი ფლიკსა და კლუბთან ურთიერთობის გამო იღებს. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა “ბარსელონას” მედიასთან ისაუბრა, რათა თავისი სიტუაცია აეხსნა და გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ის საკმაოდ მკაცრი და პირდაპირი იყო.

“მინდოდა ცოტათი ამეხსნა, თუ რას ვგრძნობ და რა ხდებოდა, რათა ეს ბრაზი მომეშორებინა და მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე ვყოფილიყავი ფოკუსირებული”, – თქვა მან.

ტრავმა და მისი მიზეზები

დე იონგმა ტრავმის სიმძიმესა და მის მიღებაზე ისაუბრა:

“ჩავიტარეთ გამოკვლევა და გამოჩნდა, რომ ტრავმა ახლა უფრო სერიოზული იყო, ვიდრე მაშინ, როცა ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მივიღე. ეს ძალიან რთული იყო, რადგან არ ველოდი. არავინ ელოდა. ეს ძალიან ცუდია. ძალიან მწყდება გული, რადგან ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში მიყვარს, განსაკუთრებით “ბარსელონასა” და ეროვნული ნაკრებისთვის.”

თუ როგორ მიიღო ტრავმა, ფეხბურთელი ასე იხსენებს:

“ეს უბედური შემთხვევა იყო. ვარჯიშზე ვიღაც დამეცა და მუხლზე მცირე პრობლემა შემექმნა. გავიკეთეთ ტესტები და გამოჩნდა მცირე დაზიანება. ყველამ იცოდა ამის შესახებ. მითხრეს, რომ თამაშის გაგრძელება შემეძლო, მექნებოდა ცოტა ტკივილი, მაგრამ თამაშს შევძლებდი. დამარწმუნეს, რომ მდგომარეობა არ გაუარესდებოდა.”

მკურნალობის პროცესი და ყალბი ამბები

დე იონგის თქმით, მან თამაში გააგრძელა, რადგან ფეხბურთი უყვარს და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მისი ოცნებაა. ნიდერლანდელის თქმით, მას იგივე არაერთხელ გაუკეთებია “ბარსელონასთვისაც”.

“ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც ყველამ იცის და რომელსაც ყველა ეთანხმება. ვხედავ, რომ ბევრი ისეთი რამ იწერება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ქვეყნდება ბევრი ყალბი ინფორმაცია და ვამჩნევ, რომ ეს ჩემს იმიჯს აზიანებს და გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას ფიქრობს ზოგიერთი ადამიანი ჩემზე. მშვენივრად ვიკვებები, ვცდილობ საკმარისად მეძინოს და მთელი ოჯახი ჩემს რეჟიმს ერგება. ვაკეთებ აბსოლუტურად ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე, კარგ ფორმაში დავბრუნდე.”

ურთიერთობა ფლიკთან და კლუბთან

ნიდერლანდელმა ასევე ისაუბრა თავის მომავალზე და აღნიშნა, რომ კლუბში უკვე 7 წელია იმყოფება, მისი ოცნება ყოველთვის იყო “ბარსელონაში” თამაში და აქ ჯერ კიდევ აქვს მიზნები მისაღწევი.

რაც შეეხება ჰანსი ფლიკთან ურთიერთობას, მან კატეგორიულად უარყო გავრცელებული ჭორები:

“ამბობდნენ, რომ მწვრთნელთან ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს, რაც სრული სიცრუეა. მწვრთნელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მასთან ბევრს ვსაუბრობ. შეგიძლიათ თავად ჰკითხოთ. ეს ტყუილია. არიან ჟურნალისტები, რომლებიც ყალბ ამბებს იგონებენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში მოექცნენ.”

იგივე ეხება კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობასაც:

“თქვეს, რომ კლუბთან ცუდი ურთიერთობა მაქვს, რაც ასევე არ არის მართალი. ბევრს ვსაუბრობ კლუბის ხალხთან, დირექტორებთან და სხვებთან. ვიტყოდი, რომ ჩემი ურთიერთობა კლუბთან ძალიან კარგია.”

მან ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს შარშან ჩემპიონთა ლიგაზე “ატლეტიკოს” წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვა:

“ეს ყალბია. უბრალოდ არ არის სიმართლე.”

ახალი სეზონი და მოლოდინები

მიუხედავად რთული პერიოდისა, დე იონგი გულშემატკივრების მხარდაჭერას გრძნობს. რაც შეეხება ახალ სეზონს, ის ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი:

“ძალიან გახარებულები ვართ. ვფიქრობ, უკვე ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს და კარგად ვძლიერდებით. ყოველწლიურად ვუმჯობესდებით. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მაგრამ უკვე მოვიგეთ ტიტულები და კვლავ დიდი ამბიცია გვაქვს, რომ კიდევ ბევრი მოვიგოთ. ვფიქრობ, აშკარაა, რომ ჩემპიონთა ლიგა დიდ მოტივაციასა და ენთუზიაზმს გვაძლევს.”

ბოლოს მან ახალწვეულებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ძალიან კარგი მოთამაშეები და პიროვნებები არიან, თავად კი მაქსიმალურად ცდილობს, ადაპტაციაში დაეხმაროს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (6)

დატოვე კომენტარი

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 15 აგვ 2026, 12:07

    თავისთავად ყველაფერში დამანაშავე ესეც არ იქნება. რაღაც ჭორებიც იქნება. მაგრამ ფაქტი ერთია,რა იმედებიც გვქონდა ის ვერ გაამართლა. შეიძლება ითქვას ცუდ გუნდში მოვიდაო,მაგრამ ამის მოსვლისას მშვენიერი გუნდი გვყავდა. მერე მალევე აირია,ტრავმებმაც დატანჯა. ნუ ერთი სიტყვით თუ როდრი მოვიდა,მომავალ ზაფხულს გასაყიდია ეს 60 ის ფარგლებში. ბერნალი გვეზრდება ეგერ ბოლობოლო, როდრიც 3-4 წელი მაღალ დონეზე ითამაშებს. რვიანები და ათიანებიც გვყავს და ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ბურთის ამოტანაში კაია პრესინგისას მითუმეტეს მარა უკვე ბევრი ეგეთიც გვიგროვდება. როდრი,პედრი, კუბარსი თავისი პასებით,გარსია კარგი პასით.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 15 აგვ 2026, 12:03

    დავაი რა სულ დამტვრეული როგორაა

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 15 აგვ 2026, 11:39

    ყველანაირი *ლეობა ამას ემართება მაინცდამაინც და თვითონ არაფერ შუაშია?

  • ჯიჯი
    ჯიჯი ვეტერანი
    schedule 15 აგვ 2026, 11:27

    გაუჩოს დროიდან მოყოლებული ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ, ნახევარდაცვა ყოველთვის გამორჩეული ყავდა ბარსას ახლა ხავი ინიესტა ბუსკეტს არ ვამბობ, ამის ერთი სეზონი ერთი თამაშიც კი არ მახსოვს სადაც თავისი მაქსიმუმი გაეკეთებინოს,კარიერის თამაში დაედოს,ფორმის პიკის თამაში ეჩვენებინოს,მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც აქაა ამდენი წელია და ხელფასიც ძაან დიდი აქვს, სეიდუ კეიტა უფრო მახსოვს მე ისიც ზამენიდან ვიდრე ეს არაფრის მაქნისი, ნაკრებშიც დიდი არაფერი, რატომ აჩერებენ გუნდში აქამდე რატო არ გაყიდეს არ მესმის

    • cruyff9
      cruyff9 ლეგენდა
      schedule 15 აგვ 2026, 11:50

      სეზონის შუაში თამაშებში ქონდა ხოლმე მაგარი თამაშები,თუნდაც კლასიკოებში,,გადამწყვეტ თამაშებში ხდება ქეთინო!!!არეულ გუნდში მოუწია მოსვლა და ეხა როცა გუნდი დალაგდა ტრამვა ვეღარ მოიშორა

      • ჯიჯი
        ჯიჯი ვეტერანი
        schedule 15 აგვ 2026, 12:08

        ამის მაგარ თამაშებს ქვია გამონათებები, ეს გამონათებები არაა საკმარისი ბარსას დონის გუნდისთვის, “ვერ გავიგე” ფეხბურთელია ეს ჩემთვის მთელი მისი კარიერა რაც ბარსაშია