workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ამ გერბის დაცვა დიდი პატივი იყო” | ინიგო მარტინესი ბარსელონას დაემშვიდობა

“ამ გერბის დაცვა დიდი პატივი იყო” | ინიგო მარტინესი ბარსელონას დაემშვიდობა

ინიგო მარტინესი ბარსელონას ემოციური ვიდეოთი გამოემშვიდობა.

მადლობა, ბარსელონა!

დღეს, ვემშვიდობები კლუბს, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში კვალი დატოვა. ამ გერბის დაცვა დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო, რასაც ყოველდღე სიყვარულითა და ერთგულებით ვასრულებდი. ოცნებაში ვცხოვრობდი. პირველი დღიდან ბოლო წამამდე, ამ მაისურის ტარება უდიდესი პრივილეგია იყო.

მადლობა მწვრთნელებს, რომლებიც მენდნენ; მადლობა ტექნიკურ პერსონალს მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევისთვის; და მადლობა თანაგუნდელებს – ისინი ჩემი ოჯახის წევრები გახდნენ; ასევე, მადლობა ქომაგებს სიყვარულისთვის, და მადლობა ქალაქს, რომელიც ყოველთვის ჩემი სახლი იქნება.

ვიმედოვნებ, პასუხისმგებლობას თავი სათანადოდ გავართვი, როგორც მოედანზე, ისევე მის გარეთ. ბედნიერი მივდივარ, რადგან ვიცი, რომ ბარსელონა ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნება.

Visca el Barça i Visca Catalunya!

— ამბობს ბასკი ფეხბურთელი.

ბარსელონამ ინიგო მარტინესის წასვლა 2 საათის წინ დაადასტურა. მას თანაგუნდელები ძალიან თბილად დაემშვიდობნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 11 აგვ 2025, 18:30
    #7

    ისე რამდენ პენალტს გადაურჩა ეს იღბალა, საჯარიმოშიც კი როგორ რისკავდა.

  • Rick Sanchez
    schedule 11 აგვ 2025, 03:02
    #6

    შარშან პირველად ვგრძნობდი დიდი ხნის განმავლობაში სიმშვიდეს მეტოქეთა შეტევების და გოლების დროსაც კი, რადგან ვიცოდი ან თამაშგარეში ჩავტოვებდით მეტოქეს ან ეს გიჟი კაცი ვარდნით აჯობებდა მოწინააღმდეგეს. მადლობა ამ გრძნობის აღძვრისთვის და მომენატრები ინიგო! წაიკითხე ეს კომენტარი არ გაატარო იცოდე😂😂

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 11 აგვ 2025, 02:02
    #5

    ყოფილიყავი 1-2 სეზონიც

  • Frenkie de Jong_
    schedule 10 აგვ 2025, 23:53
    #4

    ციტატა: Don Vinton
    2 სეზონში და 33-34 წლის ასაკში ტიპმა იმდენი შეძლო და ისე დაგვამახსოვრა თავი რომ მგონი პუიოლის მერე ასეთი საიმედო მცველი არ გვყოლია , ინიგო რო იდგა დაცვაში მშვიდად ვიყავი , ახლა რა გვეშველება ის ვიფიქროთ ვის იმედად დატოვებენ დაცვას, ვინმე დაღვინებული მცველი თუ არ მოიყვანეს ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით


    იმედია ბასტონს მოაგდებენ

  • El pistolero 9
    schedule 10 აგვ 2025, 14:08
    #3

    ამ ამბავში კარგი ისაა, რომ კრისტენსენს აღარ გაყიდიან. ალბათ მარტინი გადმოვა ცენტრში და ტორენტსი დაწინაურდება პირველ გუნდში.

  • Don Vinton
    schedule 10 აგვ 2025, 12:50
    #2

    2 სეზონში და 33-34 წლის ასაკში ტიპმა იმდენი შეძლო და ისე დაგვამახსოვრა თავი რომ მგონი პუიოლის მერე ასეთი საიმედო მცველი არ გვყოლია , ინიგო რო იდგა დაცვაში მშვიდად ვიყავი , ახლა რა გვეშველება ის ვიფიქროთ ვის იმედად დატოვებენ დაცვას, ვინმე დაღვინებული მცველი თუ არ მოიყვანეს ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით

  • Best pedri
    schedule 10 აგვ 2025, 09:53
    #1

    პირადად მე მომენატრები ჩემპიონო პუიოლის მერე ესეთი სულის ადამიანი არგვყოლია ნამდვილად უყვარდა ის რასაც აკეთებდა. მადლობა