დეკუ დე იონგისა და ლევანდოვსკის კონტრაქტზე, გარსიაზე, რაშფორდზე, ბარდჯიზე, ინიგოზე, პსჟ-ზე…

დეკუ დე იონგისა და ლევანდოვსკის კონტრაქტზე, გარსიაზე, რაშფორდზე, ბარდჯიზე, ინიგოზე, პსჟ-ზე…

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ბრაზილიურ Lance-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ისაუბრა.

ფრენკი დე იონგის კონტრაქტი
მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ. დე იონგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ის “ბარსელონაში” ბედნიერია. ფრენკით ჩვენც კმაყოფილები ვართ, ამიტომ არამგონია, რამე პრობლემა შეიქმნას.
რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტი
ლევანდოვსკის სიტუაცია განსხვავებულია. რობერტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და ეს დღესაც ასეა. ასევე, ვფიქრობ, ასაკის გათვალისწინებით ის მრავალწლიან კონტრაქტს არ გააფორმებს. კარიერაში დგება მომენტი, როდესაც გრძელვადიან გეგმებს არ ადგენ. ვფიქრობ, ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონზეა ფოკუსირებული. ასე ვართ ჩვენც, შემდეგ კი ვნახოთ.
ძირითადი ბირთვი
სეზონის დასაწყისში მთავარი პრიორიტეტი იმის შენარჩუნება იყო, რაც გვქონდა და მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არ დაგვეკარგა. იამალის, რაფინიასა და კუნდეს კონტრაქტების გახანგრძლივება მოვახერხეთ. იდეა ბოლო წლებში ჩამოყალიბებული გუნდის ბაზის შენარჩუნება და მისი გაუმჯობესება იყო.
ჟოან გარსია
ჟოან გარსიას გარკვეული პერიოდი ვაკვირდებოდით. ის ზაფხულის პრიორიტეტი არ ყოფილა, მაგრამ საბოლოოდ, ტერ შტეგენის შარშანდელი ტრავმის გამო, ჩვენი გეგმების ნაწილი გახდა. გადაწყვეტილების სწრაფად მიღება მოგვიწია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვართ.
მარკუს რაშფორდი
რაშფორდის მსგავსი ფეხბურთელი გვჭირდებოდა, რომელსაც შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრში. ზაფხულში ამას განვიხილავდით. არ ვფიქრობდით, რომ სასწრაფო ცვლილება გვჭირდებოდა, თუ ბოლო წუთს რამე არ მოხდებოდა.
რუნი ბარდჯი
მოვიყვანეთ ბარდჯი, რომელიც ახალგაზრდაა და რომელსაც დიდი ხანი ვაკვირდებოდით. წინასასეზონო სამზადისისთვის ბევრი ახალგაზრდა მოვიყვანეთ. 2-3 მოთამაშე გვყავს, რომლებსაც, ჩვენი აზრით, პირველ გუნდში თავის დამკვიდრება შეუძლიათ.
ინიგო მარტინესი
ინიგო მარტინესთან დაკავშირებით, რომელსაც საუდის არაბეთიდან შეთავაზება ჰქონდა, გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიქმნა. ეს განსხვავებული საკითხი იყო, განსაკუთრებით ინიგოს ასაკის გათვალისწინებით. მადლიერების ნიშნად მას კარიერის ისე დასრულების ნება მივეცით, როგორც თავად უნდოდა.
გაძლიერებული კლუბები
ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი გუნდია, რომლებიც კარგად გაძლიერდნენ, მაგალითად, “ლივერპული”, “რეალ მადრიდი”… გუნდები უკეთესები არიან. თუ ფინალში გასვლა გვინდა, ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ.
პარი სენ-ჟერმენი
“პარი სენ-ჟერმენმა” ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწორი ტრანსფერები განახორციელა და შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა. მათ ჰყავთ ძალიან კონკურენტუნარიანი მწვრთნელი, რომელიც ძალიან მომწონს. პსჟ კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მათთან კარგი და სანახაობრივი მატჩი იქნება, მაგრამ ფლეი ოფზე უნდა ვიფიქროთ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ. ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას აზრი არ აქვს, თუ ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავ. უნდა ვეცადოთ ქულების მოგროვებას მიზნის მისაღწევად, რაც ფლეი ოფში გასვლაა.
ჩემპიონთა ლიგის ფორმატი
ვფიქრობ, გასულ სეზონში გასვლით მატჩებთან დაკავშირებით უსამართლობა მოხდა. 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრის უპირატესობა გარკვეული დროით დაკარგული გვქონდა. ფლეი ოფის თითქმის ყველა განმეორებითი შეხვედრა სტუმრად ჩავატარეთ, მაგალითად, 1/4-ფინალსა და 1/2 ფინალში. ვფიქრობდი, რომ საუკეთესო გუნდებს უპირატესობა ექნებოდათ. წელს ეს გამოასწორეს. გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვისაა, მაგრამ მოდელი მომწონს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • me da barca
    22 სექ 2025, 01:50

    ეს გასიებულა საშობაო ღორივით.

  • nika 54
    21 სექ 2025, 16:12

    გასულ წელს, ოდნავ რო გაგვმართლებოდა, ახლა იმ დაჯილდოებაზე პრეტენდენტები ვიქნებოდით.

  • La Pulga10
    20 სექ 2025, 18:46

    ანუ მეკარის მოყვანას არ აპირებდნენ და გარსიასაც ხელიდან გავუშვებდით. წაიყვანდა რეალი.

  • Fcbarcaforever
    20 სექ 2025, 18:12

    Barca,
    Ki

  • Barca
    20 სექ 2025, 16:43

    ესეიგი სიტყვაზე 1 ადგილი რო გავხიდე ლიგის ფაზაში ყველა მეორე თამაში სახლში გექნება?

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    20 სექ 2025, 16:19

    თქვენ დაგადგებოდეთ ოღონდ საშველი