workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაბლო ტორე მალიორკას უახლოვდება

პაბლო ტორე მალიორკას უახლოვდება

“ბარსელონა” ცდილობს მოაგროვოს საკმარისი ფინანსური რესურსი, რათა ლა ლიგაში დაარეგისტრიროს ჟოან გარსია და ნიკო უილიამსი. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, რომლის გაყიდვაც დღის წესრიგში დგას, ახალგაზრდა ნახევარმცველი პაბლო ტორეა.

22 წლის ტორეს გასულ სეზონში პრაქტიკულად არ მიეცა სათამაშო დრო, ხოლო ნიკო უილიამსის მოსვლის შემთხვევაში, მისი როლი ჰანსი ფლიკის ტაქტიკურ ხედვაში კიდევ უფრო შემცირდება. ამ ფონზე, მოთამაშის წასვლა გარდაუვალად მიიჩნევა.

ტორეს კონტრაქტი 2026 წელს იწურება, რის გამოც კლუბი მის იჯარას აღარ განიხილავს – საუბარია მხოლოდ სრულ ტრანსფერზე. ამ ეტაპზე ფავორიტად მოიაზრება “მალიორკა”, რომელთანაც მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, მომდევნო 24-48 საათში იგეგმება დამატებითი მოლაპარაკებები “ბარსელონასა” და “მალიორკას” შორის. მხარეები იმედოვნებენ, რომ ტრანსფერის დასაფიქსირებლად შეთანხმება სამშაბათამდე, სატრანსფერო ფანჯრის ოფიციალურად გახსნამდე შედგება.

პაბლო ტორე ოთხწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა – მალე “მალიორკას” ფეხბურთელი გახდება

მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მედიის ცნობით ტორე უკვე შეთანხმებულია “მალიორკასთან” ოთხწლიან კონტრაქტზე. ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ “სონ მოიქსზე” კარიერას ახალი იმპულსით განაახლებს, განსაკუთრებით კატალონიაში გატარებული რთული სამი წლის შემდეგ.

“ბარსელონამ” ტორე 2022 წელს “რასინგ სანტანდერიდან” 6 მილიონ ევროდ გადაიბირა, თუმცა მისი ამჟამინდელი კონტრაქტული სტატუსის გათვალისწინებით, კლუბს ტრანსფერზე ზარალის მიღება მოუწევს. ამავდროულად, კატალონიელები გეგმავენ შეინარჩუნონ მისი მომავლის კონტროლი – შეთანხმებაში შედის როგორც გაყიდვის შემდგომი პროცენტის წილი (sell-on clause), ისე გამოსყიდვის უფლება (buy-back option).

ტორე გასულ სეზონში მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, პოზიტიურად გამოირჩა და თუ ის მართლაც შეუერთდება ხაგობა არასატეს გუნდს, “მალიორკა” ძალიან პერსპექტიულ ნახევარმცველს მიიღებს. ტორე რეალური შემცვლელი იქნება რობერტ ნავაროსთვის, რომელმაც გასულ სეზონში იჯარით ითამაშა და ამ ზაფხულს “რეალ სოსიედადიდან” საბოლოოდ გადავიდა “ატლეტიკში”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Rick Sanchez
    schedule 01 ივლ 2025, 00:18
    #9

    ტორე უნიჭიერესია, სადმე კარგ გუნდში რომ ათამაშო ძირითადში თავისუფლად გაქაჩავს.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 30 ივნ 2025, 09:11
    #8

    მენანება მეც, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ამის ადგილი გუნდში

  • nika 54
    schedule 29 ივნ 2025, 18:02
    #7

    ტორე გასულ სეზონში მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, პოზიტიურად გამოირჩა და თუ ის მართლაც შეუერთდება ხაგობა არასატეს გუნდს, "მალიორკა" ძალიან პერსპექტიულ ნახევარმცველს მიიღებს. ტორე რეალური შემცვლელი იქნება რობერტ ნავაროსთვის.
    კი, იაგობა და არა ხაგობა, მშვენიერი მწვრთნელია და ნამდვილად გამოიყენებს ამას სათანადოდ. იქნებ უკანაც დავიბრუნოთ.

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 29 ივნ 2025, 17:46
    #6

    ეჰ რა მენანება ეს ბიჭი. რამდენიც შემოვიდა სულ გოლი ან ასისტი ან მაგრად გაამწვავა,სტილითაც მაგრად მევასება. რატო არ მისცეს მეტი შანსი ვერ ვიგებ. კაი ფლიკს ოლმი და ფერმინი ყავდა მანდ, აი იმ თავ**ემ რატო არ ათამაშა ბიჭი…

  • DesmondHume
    schedule 29 ივნ 2025, 15:52
    #5

    ციტატა: MESSI 2017
    ტორეს რომ 10 მილიონზე მეტად ვერ გაყიდი რაზე გაქ პრეტენზია საერთოდ 😀


    ეგ რომ მომხდარიყო მაგისთვის სათამაშო დრო უნდა მიეცა ვინმეს, რაც არც ჩავიმ გააკეთა და არც ფლიკმა. ზღაპარია ამაში 10 მილიონი მენავთობე ინგლისელები ან პირდაპირ არაბები თუარ ჩაერთნენ საქმეში

  • me da barca
    schedule 29 ივნ 2025, 13:22
    #4

    ყველა დაქცეული გუნდი რატომ გვეტენება?! გუნდი , რომელიც ტილებს ჩაქუჩით დასდევს რისი გადამხდელია.

  • Visca barca
    schedule 29 ივნ 2025, 11:44
    #3

    მაქსიმუმ 5 მილიონი გადაიხადონ

  • Levani
    schedule 29 ივნ 2025, 11:32
    #2

    ციტატა: MESSI 2017
    ტორეს რომ 10 მილიონზე მეტად ვერ გაყიდი რაზე გაქ პრეტენზია საერთოდ 😀


    Წყალწაღებული მალიორკა 10 მილიონს ვერ გაისვრის ტორეში პრემიერლიგიდან რო იყოს დაინტერესება კიდე შეიძლებოდა მაგრამ ლალიგის გუნდებში ვერ გაყიდი ფეხბურთელებს კარგფასში

  • MESSI 2017
    schedule 29 ივნ 2025, 09:19
    #1

    ტორეს რომ 10 მილიონზე მეტად ვერ გაყიდი რაზე გაქ პრეტენზია საერთოდ 😀