ლივერპულის მოთამაშე ბარსელონას ოთხ მთავარ სამიზნეს შორისაა

ლივერპულის მოთამაშე ბარსელონას ოთხ მთავარ სამიზნეს შორისაა

“ბარსელონა” გეგმავს ახალი მარცხენა ვინგერის დამატებას, რომელიც კონკურენციას გაუწევს რაფინიასა და ფერან ტორესს მომდევნო სეზონში და ამისთვის უკვე ჩამოყალიბდა პოტენციური კანდიდატების სია, თუმცა კლუბის ფინანსური პრობლემების ფონზე, ნებისმიერი ტრანსფერის განხორციელება მარტივი არ იქნება. მიუხედავად ამისა, “ბარსელონას” სერიოზული უპირატესობა აქვს თითოეული სამიზნის შემთხვევაში – მოთამაშეებს სურთ “ბლაუგრანაში” თამაში.

ბოლო კვირების განმავლობაში “ბარსელონამ” ოთხი მოთამაშისგან შემდგარი სია შეადგინა: ლუის დიასი, ნიკო უილიამსი, მარკუს რაშფორდი და ივან პერიშიჩი. კოლუმბიელი ლუის დიასი ამ სიაში მთავარი კანდიდატია და მიუხედავად იმისა, რომ “ლივერპულს” მის გაშვებაზე გარკვეული წინააღმდეგობა ჰქონდა, ტრანსფერის განხორციელება მაინც შესაძლებელია, თუკი კლუბი ფინანსურ საკითხებს მოაგვარებს.

ამავდროულად, “ბარსამ” ჩამოაყალიბა სარეზერვო ვარიანტებიც – უილიამსი, რომელიც ბოლო დღეებში “ბარსელონასთან” კიდევ უფრო დაახლოვდა, ასევე რაშფორდი და პერიშიჩი. მთავარი ფაქტორია ის, რომ ამ ოთხივე მოთამაშეს სურს “ბარსელონაში” თამაში.

ოთხი ვარსკვლავი “ბარსელონაზე” ოცნებობს

როგორც Mundo Deportivo იუწყება, ოთხივე კანდიდატმა – დიასმა, უილიამსმა, რაშფორდმა და პერიშიჩმა – მტკიცედ განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რათა “ბარსელონაში” ითამაშონ. უფრო მეტიც, ისინი მზად არიან, უარი თქვან სხვა კლუბების შეთავაზებებზე და უპირატესობა სწორედ კატალონიურ გრანდს მიანიჭონ.

“ბარსელონამ” უკვე მიაღწია შეთანხმებას “ესპანიოლის” მეკარესთან, ჟოან გარსიასთან, რომლის ტრანსფერის ოფიციალური დადასტურება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი, თუმცა შემტევი ხაზის გაძლიერების სურვილის მიუხედავად, ჯერ კიდევ აუცილებელია გარკვეული ფეხბურთელების გაყიდვები, რათა კლუბმა შეძლოს ფინანსების მობილიზება ახალი ტრანსფერებისთვის.

ამ ეტაპზე, “ბარსელონა” მოთმინებით ელოდება. დიასი, უილიამსი, რაშფორდი და პერიშიჩი მზად არიან “ბარსელონაში” გადასასვლელად, მაგრამ მანამდე კლუბს მოუწევს ფინანსური სივრცის გამონახვა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (29)

  • nika 54
    16 ივნ 2025, 18:16

    ციტატა: me da barca

    ციტატა: nika 54
    ნიუსი, რომელსაც ნახევარი გვერდი უკავია და არცერთი ახალი ამბავი არ იკითხება. ყველაფერი რაც აქ ჩამოთვლილია ასჯერ თუ არა 10-15 ჯერ მაინც ეწერა. მეორდება აზრი რო ყველას უნდა ბარსელონა და ბარსელონამ აღარ იცის ვინ მოიყვანოს იმდენად დიდია მსურველების სია.
    მერე ასე გრძელდება თემა: თუმცა ეს ყველა ტრანსფერი ან ნახევარი მაინც რო განხორციელდეს ბლომად ხალხია გასაშვები.
    ამის წინ კი ვკითხულობთ, რომ არავის ბარსადან წასვლა არ უნდა და აქ ყველანი ბედნიერები და მშვიდები არიან. იმიტომ რო იციან ძალით ვერავინ გაყრის. აი ეს საკითხები და ამის გამო ატეხილ ჭორ-მართალზე მიდის საუბარი ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ. ძალიან გავს შარშანდელ მდგომარეობას, მაშინაც ბევრი მსურველი და მოხალისე ჩანდა ბარსას რადარებზე ხოლო რით დამთავრდა ის საგა ყველას კარგად გვახსოვს: ოლმო მოვიყვანეთ. ნუ თუ არ ჩავთვლით ფლიკს.


    ჩვეულ ამპლუაში ხარ. ადვილია კრიტიკოსობა, საქმის კეთება ძნელი.


    შენ სულ საქმის კეთებაში ხარ ჩართული. ხო გთხოვე ნუღარ მიციტირებ მეთქი რა გინდა, რას პროფესორობ? აუცილებლად ვთხოვო ადმინს რო დაგბლოკოს?

  • me da barca
    16 ივნ 2025, 17:16

    ციტატა: nika 54
    ნიუსი, რომელსაც ნახევარი გვერდი უკავია და არცერთი ახალი ამბავი არ იკითხება. ყველაფერი რაც აქ ჩამოთვლილია ასჯერ თუ არა 10-15 ჯერ მაინც ეწერა. მეორდება აზრი რო ყველას უნდა ბარსელონა და ბარსელონამ აღარ იცის ვინ მოიყვანოს იმდენად დიდია მსურველების სია.
    მერე ასე გრძელდება თემა: თუმცა ეს ყველა ტრანსფერი ან ნახევარი მაინც რო განხორციელდეს ბლომად ხალხია გასაშვები.
    ამის წინ კი ვკითხულობთ, რომ არავის ბარსადან წასვლა არ უნდა და აქ ყველანი ბედნიერები და მშვიდები არიან. იმიტომ რო იციან ძალით ვერავინ გაყრის. აი ეს საკითხები და ამის გამო ატეხილ ჭორ-მართალზე მიდის საუბარი ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ. ძალიან გავს შარშანდელ მდგომარეობას, მაშინაც ბევრი მსურველი და მოხალისე ჩანდა ბარსას რადარებზე ხოლო რით დამთავრდა ის საგა ყველას კარგად გვახსოვს: ოლმო მოვიყვანეთ. ნუ თუ არ ჩავთვლით ფლიკს.


    ჩვეულ ამპლუაში ხარ. ადვილია კრიტიკოსობა, საქმის კეთება ძნელი.

  • Griezzy7
    16 ივნ 2025, 11:35

    ნიკოს და პერისიჩს მოვიყვანდი ამათ ადგილას. ნიკოს ძირითადისთვის და პერისიჩს სკამისთვის, იამალის დასვენების პონტში. თან უფასოდ შეგვიძლია გამოცდილი ფეხბურთელის მოყვანა რომელსაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა.

    ნიკოს მოყვანა კიდე ბევრი ფაქტორის გამო სჯობს

    1) ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს, თან აშკარად ვითარდება სეზონიდან სეზონამდე

    2) ესპანელია და ადაპტაციაც არ გაუჭირდება ლა ლიგაში

    3) იამალთან და თითქმის მთლიანად მთელ გუნდთან კარგი ურთიერთობა აქვს და დაბუსთავენ ეგ და იამალი ერთმანეთს

  • Barca
    16 ივნ 2025, 11:11

    ალკანტარა შეიძლება დაბრუნდესო შტაბში ფაბრიციომ

  • ☠️•Spooky•☠️
    16 ივნ 2025, 10:26

    ეს კოსაყვანია, ნიკოსთან ერთად ესეც უნდა მოიყვანონ, ფორვარდზეც კაია და კიდე უფრო დიდ კონკურენციას შექმნის. იქნება ფლიკმა მოხოდოს,სისწრაფე,დარტყმა ყველაფერი კაი აქვს. სკამიდან მაგრად გამოგვადგება, დაბაკი ხელფასით იქნება და მაქს 30 რო დაჯდეს თემაა.

  • შექსპირა
    შექსპირა გულშემატკივარი
    16 ივნ 2025, 10:05

    ციტატა: geniosi
    მოკვდა გვერდი ადმინ სიახლეები დადეთ რა ნიკოზე რაისმის ?


    გაგზავნილი მაქვს 10-11 სიახლე მოდერაციაზე, ეტაპობრივად დადებს ადმინი

  • Frenkie de Jong_
    16 ივნ 2025, 09:28

    ნიკო რათქმაუნდა უკონკურენტოა , რა დიასი,
    დიასი ამ 4 იდან ყველაზე ნაკლებად მინდა,
    პერისიჩი ფრი აგენტია და რატომაც არა, თან ლიგის ფინალში ხორვატიელისსსსსსსსსსსს თეორიის მჯერა
    smile smile smile smile

  • Rick Sanchez
    16 ივნ 2025, 08:38

    არავის მომყვანები არ არიან ესენი. არაუხოს გაყიდვას არც განიხილავენ და აბა ეს ფატი არ უნდა არავის.

  • geniosi
    16 ივნ 2025, 04:58

    Messi 10, niko moiyvanon ra magra gvinda diazi ara juju kide niko tu ar moiyvanes me barsas tamashebs agar vukureb kai xani