workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკუს რაშფორდს ბარსელონაში დარჩენა სურს, თუმცა კლუბში ეჭვები აქვთ

მარკუს რაშფორდს ბარსელონაში დარჩენა სურს, თუმცა კლუბში ეჭვები აქვთ

მარკუს რაშფორდს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ბარსელონაში” დარჩენა სურს. ინგლისელი ფეხბურთელი თვლის, რომ მან ეს უფლება საკუთარი შრომით დაიმსახურა, რადგან მის აქტივში უკვე 13 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, გაბრიელ სანსის ინფორმაციით, თავდამსხმელი მზადაა, ამჟამინდელი ხელფასის მნიშვნელოვან ნაწილზე უარი თქვას. ამასთან, მას საკუთარი მომავლის გარკვევა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სურს. მეორე მხრივ, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს, რომ მოთამაშის სანაცვლოდ “მანჩესტერ იუნაიტედს” 30 მილიონი ევრო გადაუხადოს.

უშუალოდ “ბარსელონაში” რაშფორდის ქცევა, დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი ძალიან მოსწონთ. ინგლისელ შემტევს დიდად აფასებს გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკიც, თუმცა გარკვეულ მატჩებში ნაჩვენებმა თამაშმა ხელმძღვანელობაში ეჭვები მაინც გააჩინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 29 აპრ 2026, 12:26
    #15

    გაასხას. ან ისევ ნიკოზე უნდა ვიჩალიჩოთ, ან სიმონსზე, ან ალვარესზე და კიდევ ერთ ცხრიანზე

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 28 აპრ 2026, 13:49
    #12

    მეც მენანება 30 მილიონი, რაიცი ვისი ყიდვა შევძლოთ და რამდენი დაგვაკლდეს, ვინმე რო მივცეთ ან ტორესი ან კასადო და ჩვენ ბერნარდო მოვიყვანოთ უფასოდ. მარჯვენა გარემარბად მახსოვს უთამაშია, თანაც რეალთან და გოლიც გაუტანია.

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 27 აპრ 2026, 19:38
    #10

    მიუხედავად იმისა რო ძან გაპიარებულია
    და ბევრს მაზავს , სტატისტიკით შედეგიანია
    პლოუს 30 მილიონს 3 წელზე გვანაწილებინებენ. ზამენისთვის არაა ცუდი ამ ფასში,

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 28 აპრ 2026, 13:56
      #13

      ეს არ ვიცოდი, თუ 3 წელზე გაგვინაწილებდნენ და თუ ცოტაც დაიკლო ხელფასი როგორც მახსოვს თანახმა იყო ამაზე, მე მგონი მშვენიერი იქნება.

  • Rivaldo80
    rivaldo80 ვეტერანი
    schedule 27 აპრ 2026, 18:16
    #9

    არავის არ ეწყინოს მაგრამ სანტრანსფეროს ბაზრის აზრზე არ ხართ ბევრი 🙏🏻 30 მილიონად ვინ დაგიჯდებათ სკამზე ნორმალური ცოტა ლოგიკა ხომ უნდა ჩართოთ✌🏻 ახლა გადახედეთ გრანდების სკამიდან მოთამაშე გარემარბებს და მათ სტატისტიკას გონიათ ბევრს ნახავთ უკეთესი სტატისტიკით?😂 ეს დალოცვილი დღეს არაა რთული ნახო ვინ რა შედეგს დებს ყველაფერი ინტერნეტშია🙄გრანდებმა რა ფულები ხარჯეს მაგალითად მასტურბინიოში გადაიხადეს 60 და ნუ რაშოს ჯობია? ვენებს იხსნიდით ხალხი ვირცზე გიოკერესშზე ნუ რამე ქნეს? ორივე 0.პირველი სეზონისთვის აქვს უკარგესი შედეგი უპრეტენზიო მშვიდი ფეხბურთელია კლუბში.კი ხადახან სიგიჟებს აკეთებს მაგრამ მთლიანობაში სკამისთვის იდეალურია.✌🏻

    • Rick Sanchez
      Rick Sanchez კულე
      schedule 28 აპრ 2026, 09:52
      #11

      ძლივს ჩემი სათქმელი თქვა ვიღაცამ

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 27 აპრ 2026, 16:27
    #7

    ასეთ ვირის ხორცებს რო იმატებს გუნდი მაგიტომაც გვაქ საქმე კარგად. აღარ უნდა შევიფაროთ ასეთი უპერსპეკტივო ფეხბურთელები რომლებიც შეიძლება გაიხსნან შეიძლება არა, გრანდი ვართ თუ თავშესაფარი? ჯერ ერთი 30 მილიონი ამაში ხო სრული სისუელელა მაგ ფულით ჯობია ბევრი ახალგაზრდა მოვიყვანოთ იაფად, მერე ამის იჯარაც რას მოგვიტანს? უნდა ვუხადოთ 14 მილიონი და ვუყუროთ ამ უტვინო სტოლბას როგორ ფაფხურობს მთელი სეზონი, დიდ თამაშებში ყვავებს დახოცავს და ვიშალოთ ნერვები. მაგრამ დეკუს და კლუბს ამაზე მეტი ზურგი არ აქვს და რა თქმა უნდა მოათრევენ ამას ისევ იჯარით ყველაზე კარგ შემთხვევაში.

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 27 აპრ 2026, 16:19
    #6

    ერთის მხრივ მინდა დარჩეს იქნბ მეორე სეზონი უფრო შედეგიანი გამოუვიდეს, მეორეს მხრივ რომ მახსენდება ამის შეცდომებიი გადამწყვეტ თამაშებში მინდა რომ წავიდეს, როცა მარცხენა შემტევი ხარ, გუნდის მთავარ შემტევს ცვლიი რაფინიას, უფრო მეტი მოგეთხოვება, რაც ამან ატეტიკოსთან ორივე შეხვედრაში მომენტები გააფუჭა ერთიც რომ გამოეყენებინა შეიძლება დღეს სულ სხვა სიტუაცია გვქონდეს, არის კიდევ ერთი ფაქტორი რის გამოც მინდა დარჩეს, ინსტაგრამზე არ ვიცი შეგიმჩნევიათ თუ არა, შეიძლება მე ვთვლი კარგ ფაქტად, აბსოლიტურად ყველა თანაგუნდელს ფოტოს უწონებს და კომენტარს უწერს,იგრძნობა რომ თავს კომფორტულად გრძნობსს ამ კლუბში სადაც შიდა ურთიერთობა ყოვეთვის პირველ ადგილზე დგას, თუ გუნდს თანხა არ ექნება რომ ვინმე მოიყვანონ რომელშიც 80-100 მილიონს გადაიხდიან და თან გრძელვადიანი პერსპექტივით ( ამ წუთას საჩვენო არავინ ჩანს ბაზარზე, კვარას სურვილსაც აზრი არ აქვს, ნიკო ვილიამს თუ მიუტრიალდებიან მხოლოდ ეგ მგონია კარგი ვარიანტი, იმ უარის მერე ბილბაო ფასაც დააკლებს დარწმუნებულივარ) თუ ვინმე ტოპს ვერ მოიყვანენ ყველაზე კარგი ვარიანტია რაშფორდი, რაფინიასაც კარგად ცვლის, ახალ ფორვარდს თუ მოიყვანენ მგონია რომ კარგად შეეწყობა კარგი პასი აქვს, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ მეორე სეზონში უფრო გაიხსნება მგონია ფსიქოლოგიურად მოიხოდება, დატოვებენ მგონია, თუ 30 მილიონი არ აქვს გუნდს სხვა ტოპ ტრანსფერებზე ფიქრიც ზედმეტია ალბათ, მანჩესტერიც დააკლებს თავის აღზრდილს მისცემენ უფლებას სადაც კარგად გრძნობს თავს იქ წავიდეს, ტიპი ტიტულს იგებს 28 წლის ასაკში თუ რამდენისაც არის იქნებ მადა გაეხსნას 😀 ეს სმაილები სადღა არის

  • jacky iakovenko
    jacky iakovenko ვეტერანი
    schedule 27 აპრ 2026, 16:06
    #5

    მე ულაპარაკოდ დავტოვებდი ამას, კაცმა ერთ სეზონში ამდენი მოახერხა თან ჯარიმებს ამაზე მაგრად დღეს ბარსელონაში ვერავინ ურტყამს და ნეტა ვინ უნდა მოიყვანონ მაგიერი ამ ფასად

  • Gio_bcn
    Gio_bcn ახალბედა
    schedule 27 აპრ 2026, 13:34
    #4

    ისე +1სეზონით იჯარა არ იქნებოდა ცუდი! 30ლიმონის გასროლა არ ღირს ამაში!

  • LEVANII
    LEVANII გულშემატკივარი
    schedule 27 აპრ 2026, 12:46
    #3

    Ეს თუ არა ვიმე მაინც უნდა მოიყვანონ მთავარი პრიორიტეტი ცენტრფორვარდია მაგრამ რაფინია იამალის ტრავმების ფონზე ვინგერის ყოლა აუცილებელია. Ზაფხულში გამოჩნდება რისი საშვალება აქვს გუნდს, ფორვარდი, ვინგერი და ცენტრალურ მცველზე იწერება რაც დაახლოებით 200 მილიონი მაინც დაჯდება მაგრამ თუ ისევ ისეთივე პრობლემები იქნება რეგიტრაციის მხრივ მეეჭვება ამხელა თანხის გასროლა შეძლონ. გასაყიდიც არავინ არ გვყავს ჰა მაქსიმუმ კასადოში აიღონ 30 მილიონი და ანსუ ფატი გამოისყიდოს მონაკომ 11 მილიონად

  • El pistolero 9
    El pistolero 9 ვეტერანი
    schedule 27 აპრ 2026, 11:03
    #1

    სულელმა ნიკო უილიამსმა როგორ დაინგრია კარიერა. ახლა რაშფორფის გუნდში ყოფნა-არყოფნა არც იქნებოდა განხილვაში.

    • JasoN
      JasoN ვეტერანი
      schedule 27 აპრ 2026, 12:18
      #2

      გეთანხმები

    • Gaucho97
      Gaucho97 გულშემატკივარი
      schedule 27 აპრ 2026, 16:29
      #8

      ეგ და იამალი ფლანგებიდან აიკლებდნენ ნებისმიერი გუნდის დაცვას, ნაკრებშიც ჩანს ეგ ორი ერთად რასაც აკეთებს, მეგობრობენ, თავისი კლუბის პატრიოტიზმი კი გამოავლინა მაგრამ ახლობლებმა არაფერი ურჩიეს, ან თავისმა ძმამ როცა ბარსა გეძახის უარიი არ უნდა უთხრა, ბილბაოში მაქსიმუმ ესპანეთის სამეფო თასი მოიგოს ისიც როდის კაცი ვერ გაიგებს

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 28 აპრ 2026, 13:58
      #14

      სადღაც პრემიერ ლიგაში ეძახიან, არც ისე განთქმულ კლუბში.