workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკუს რაშფორდი ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება

მარკუს რაშფორდი ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება

მარკუს რაშფორდი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. ტომას ტუხელმა “ბარსელონას” თავდამსხმელი განაცხადში შეიყვანა და ის ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში გასამართ ტურნირზე გაემგზავრება.

მიმდინარე სეზონში რაშფორდის შედეგები გამორჩეულია – მის ანგარიშზე 14 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა. თავისი ბოლო გოლი მან “რეალ მადრიდთან” მატჩში გაიტანა, რამაც გუნდს საჩემპიონო ტიტულის მოპოვებისკენ გზა გაუკაფა.

მე-3 მსოფლიო ჩემპიონატი

მარკუს რაშფორდი რეგულარულად ხვდებოდა “სამი ლომის” შემადგენლობაში და “ბარსელონას” შემტევისთვის ეს კარიერაში მესამე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. იგი ნაკრებთან ერთად იყო 2018 წელს რუსეთში და 2022 წელს კატარში, სადაც 3 გოლის გატანაც მოახერხა.

ინგლისი ფავორიტებს შორისაა

მარკუსის ეროვნული გუნდი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ბოლო ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა რაშფორდი მაშინ შემადგენლობის მიღმა დარჩა. “ბარსელონაში” გატარებული შესანიშნავი წლის შემდეგ, იგი უბრუნდება დიდ ტურნირს თავის ეროვნულ გუნდთან ერთად და უერთდება “ბარსელონას” იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც ამ ზაფხულს მუნდიალზე იასპარეზებენ: ჟიულ კუნდე, რაფინია, ჟოაუ კანსელუ და ახალგაზრდული გუნდის მოთამაშე ჰამზა აბდელკარიმი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 23 მაი 2026, 01:26
    #3

    გამიკვირდა რომ წაიყვანეს

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 22 მაი 2026, 20:47
    #2

    ინგლისი ვერაფერს ვეღარ მოიგებს, 1966 წელს გერმანიის ნაკრებისთვის წართმეული ჩემპიონობისთვის. მარტო იმ თამაშის გამო ღირდა ვარ-ის შემოღება.

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 22 მაი 2026, 19:33
    #1

    ინგლისი ფავორიტებში ნამდვილად აღარაა, ისეთი შემადგენლობა წაიყვანა ტუხელმა.