“ბარსელონამ” და ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა კლემან ლანგლემ საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტაზე. შედეგად, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება მადრიდის “ატლეტიკოს”, სადაც მიმდინარე სეზონი იჯარით გაატარა.
29 წლის ლანგლე “ბარსელონას” 2018 წელს, “სევილიადან” 36 მილიონ ევროდ შეუერთდა და კლუბთან ერთად მოიგო ყველა შესაძლო შიდა ტიტული. თუმცა, ბოლო წლები ძირითადად იჯარით გაატარა – ჯერ ლონდონის “ტოტენჰემში”, შემდეგ “ასტონ ვილაში” და ბოლოს “ატლეტიკოში”.
ფეხბურთელმა საკუთარი სურვილით დათმო სოლიდური თანხა და კონტრაქტის გაწყვეტაზე დათანხმდა, რათა კარიერა მადრიდში გაეგრძელებინა. ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ლანგლე “ატლეტიკოსთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
საფეხბურთო წრეებში ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება სწრაფად გაფორმდება და ლანგლე შეძლებს კლუბის შემადგენლობაში ითამაშოს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.
ლანგლეს გზა “ბარსელონაში”
ფრანგმა მცველმა კატალონიურ გრანდში 160 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 7 გოლი და შეასრულა 3 საგოლე გადაცემა. კარიერის საწყის ეტაპზე ხშირად წყვილში გამოდიოდა ჟერარ პიკესთან ერთად, თუმცა მეორე სეზონის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
ლანგლეს სეზონი “ატლეტიკოში”
2024/25 წლების სეზონი ლენგლესთვის პოზიტიური აღმოჩნდა – 34 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. თუმცა მარტში და აპრილში სუსტი პერიოდი ჰქონდა – რამდენიმე პენალტი საკუთარი შეცდომის ხარჯზე აიკიდა მნიშვნელოვანი მატჩების დროს.
ორივე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა ტრანსფერი.
ჟმოტების გუნდმა მაინც უფასოდ ჩაიგდო ეს ,,შემოულაწუნე". ატლეტიკოდან აქეთ ასტრონომიულ ფასად მოგვყავს, იქეთ ან კაპიკებში ან უფასოდ ვუშვებთ.
✅ ლენგლე -16 მილიონი
☑️ შტეგენი – 6 მილიონი
☑️ კრისტენსენი – 9 მილიონი (სულ: 45 მილიონი)
ხელფასებში კარგად ვზოგავთ უკვე, ანუ წესით ახალი ფეხბურთელების მოყვანა და დარეგისტრირება აღარ იქნება პრობლემა.
ჯერ უეფას ჯარიმა გავასწოროთ და თუ დარჩება რამე, მერე იფიქრებენ ალბათ.
✅ ლენგლე -16 მილიონი
☑️ შტეგენი – 6 მილიონი
☑️ კრისტენსენი – 9 მილიონი (სულ: 45 მილიონი)
ხელფასებში კარგად ვზოგავთ უკვე, ანუ წესით ახალი ფეხბურთელების მოყვანა და დარეგისტრირება აღარ იქნება პრობლემა.
და გაყიდვები?! ანსუ იჯარა? შტეგენი, პენა, ტორე, მარტინი?!… ის გორილა ვერ გასაღდა არა?!
იმ გორილას ფლიკი არ უშვებს, რატო ეიმედება მაგის არ ვიცი რაა…უნიჭოს შეშა უნდა აჩეხინო მარტო..0
ალილუია
✅ ლენგლე -16 მილიონი
☑️ შტეგენი – 6 მილიონი
☑️ კრისტენსენი – 9 მილიონი (სულ: 45 მილიონი)
ხელფასებში კარგად ვზოგავთ უკვე, ანუ წესით ახალი ფეხბურთელების მოყვანა და დარეგისტრირება აღარ იქნება პრობლემა.
და გაყიდვები?! ანსუ იჯარა? შტეგენი, პენა, ტორე, მარტინი?!… ის გორილა ვერ გასაღდა არა?!
✅ ფატი – 14 მილიონი ხელფასი
✅ ლენგლე -16 მილიონი
☑️ შტეგენი – 6 მილიონი
☑️ კრისტენსენი – 9 მილიონი (სულ: 45 მილიონი)
ხელფასებში კარგად ვზოგავთ უკვე, ანუ წესით ახალი ფეხბურთელების მოყვანა და დარეგისტრირება აღარ იქნება პრობლემა.
იამალმა ტრა*ში გამოისვა ერთა ლიგის მატჩში.
ეჰ არადა სევილიაში რაკარგი იყო, აქ სულ დასლევდა
ეს კაია რო წავიდა მარა მარცხენა ვინგერი მოსაყვანია ან უილიამსი ან ლეაო არ ვიცი ლეაოს ჰაილაითები რო ვნახე კაი დრიბლინგი აქ
ამის და დემბელეს მოშორებას რამდენი ხანი ვნატრობდი და ძლიივს ამიხდა. მადლობა ღმერთს რო კიდე აღარ ვნახავ ამას ბარსას ფორმით. ან ატლეტიკოს რა ჩემ რამოსად უნდა თუ მესმოდეს მარა კაია უფრო იოლად ვათრევთ ხოლმე ამას რომ დააყენებენ😆 ამაზე უკეთესი ვერ დაიმატონ მაგენმა🤣🤣🤣
Ისე ეს არაუხოს კი აჯობებდა ცაციაა ინიგოს დუბლიორად არ იქნებოდა ცუდი და ფლიკის სქემაშიც ეს უფრო ჩაჯდებოდა ვიდრე არაუხო
გვეღირსა ძლიიიიივს
ეხლა დეკუც გააპანღურონ და ეგ არის
ადიოს ამიგო