ბარსელონამ კლემან ლენგლეს წასვლით კოლოსალური თანხა დაზოგა

ბარსელონამ კლემან ლენგლეს წასვლით კოლოსალური თანხა დაზოგა

“ბარსელონამ” კიდევ ერთი მაღალი ხელფასის მქონე მოთამაშე გუნდიდან გაუშვა – ფრანგი ცენტრალური მცველი კლემან ლანგლე ოფიციალურად გადავიდა “ატლეტიკო მადრიდში”, რაც “ბლაუგრანასთვის” ფინანსურად ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

ლანგლე 2022 წლიდან ფაქტობრივად აღარ შედიოდა “ბარსელონას” გეგმებში და ორწლიანი იჯარის შემდეგ (საფეხბურთო კარიერის შედარებით წარუმატებელი პერიოდით “ტოტენჰემსა” და “ასტონ ვილაში”) მან მაინც მოახერხა თავი დაემკვიდრებინა დიეგო სიმეონეს გუნდში, სადაც კარგად წარმოაჩინა თავი. სწორედ ამიტომ, მისი გადაბირება “ატლეტიკოს” სურდა და ტრანსფერი ოფიციალურად განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” ტრანსფერისგან არ მიიღო თანხა, მაგრამ გუნდმა მოახერხა ყველაზე მთავარი – ლანგლეს ხელფასისგან გათავისუფლება. მისი კონტრაქტის ბოლო ორ წელში ფეხბურთელი 32 მილიონ ევროს უნდა მიეღო ხელფასის სახით, თუმცა კლუბმა მხოლოდ 1.5 მილიონი ევრო გადაუხადა კომპენსაციის სახით, რათა ფეხბურთელი დაეთანხმებინა კონტრაქტის ნაადრევ შეწყვეტაზე და თავისუფალი აგენტის სტატუსით დაეტოვებინა გუნდი. შედეგად “ბარსელონამ” სულ 30.5 მილიონი ევრო დაზოგა, რაც მიმდინარე ფინანსური რეგულაციების პირობებში ფრიად სერიოზული შვებაა.

კლუბს ხელფასების ჭერი უკვე შემცირებული აქვს, ამიტომ მაღალი ხელფასის მქონე ფეხბურთელების გაშვება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში პრიორიტეტული გახდა. ლანგლეს წასვლა ამ მხრივ იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა შესაძლოა ის არ იყოს ბოლო: ანსუ ფატი სავარაუდოდ გადავა იჯარით “მონაკოში”.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კი ახალი მეკარის, ჟოან გარსიას მოსვლის შემდეგ, შესაძლოა მესამე მეკარის როლი დაიკავოს და გუნდი საბოლოოდ დატოვოს.

“ბარსელონა” ამ გზით ცდილობს ფინანსური სტაბილურობის მიღწევას და ერთდროულად საშემოსავლო და სპორტულ-სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება ლანგლეს წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს დიდი იმედების მომცემი ტრანსფერი იყო, საბოლოოდ კლუბისთვის დიდი ეკონომიური მოგებით დასრულდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • nika 54
    14 ივნ 2025, 16:48

    ბარსელონამ კოლოსალური თანხა დაზოგა, თურმე. ატლეტიკომ კი მუქთად არ იშოვა მაგ თანხად სასურველი მცველი? სერესოს ასე მარტივად ვერ მოატყუებ.

  • Rick Sanchez
    13 ივნ 2025, 22:53

    ციტატა: Mascerano
    რა სისულელეა, ლანგკე რომ სხვა გუნდის ფეხბურთელი იყოს 20 მლ ნაკლებ ჩვენ არავინ მოგვცემდა, ამ ქლიბებმა უფასოდ გაუშვეს და ის უხარიათ ხელფასი დავზოგეთო, ძალიან არაპროფესიონალი ხელმძღვანელობაა თორე პერესი მაგალითად ხელფასსაც დაზოგავდა და კიდეც მოგებაში გავიდოდა.


    ვინ გადაიხდიდა ამაში ოც მილიონს თუ ძმა ხარ, ტრენტი, მბაპე და რუდიგერი მიჰყავს კამანდას უფასოდ.

  • Mascerano
    13 ივნ 2025, 01:42

    რა სისულელეა, ლანგკე რომ სხვა გუნდის ფეხბურთელი იყოს 20 მლ ნაკლებ ჩვენ არავინ მოგვცემდა, ამ ქლიბებმა უფასოდ გაუშვეს და ის უხარიათ ხელფასი დავზოგეთო, ძალიან არაპროფესიონალი ხელმძღვანელობაა თორე პერესი მაგალითად ხელფასსაც დაზოგავდა და კიდეც მოგებაში გავიდოდა.

  • Amo
    12 ივნ 2025, 20:42

    ხშირად იწერება უარყოფით კონტექსტში ლაპორტაზე რომ არ აკეთებს ტრანსფერებს და ესე შემდეგ რეალურად კი ლაპორტაა ის ადამიანი რომელმაც ბარსა ამოიყვანა კრიზისიდან გაუშვებს ახლა ფატის და ტერშტეგენს შემდეგ კი ყველაფერი ისე დალაგდება როგორც საჭიროა რეალურაად ეს ყოველივე ლაპორტას დამსახურებაა და დიდი საქმე გააკეთა ამ კაცმა მაგრამ ის კატეგორია რომელიც არ იცნობს ლა ლიგის და ზოგადად ამა თუ იმ ტურნირის განაწესს უკმაყოფილოაა რომ ბარსა არ აკეთებს მეგა ტრანსფერებს რეალურაად ეს ესე არაა რეალობა არის ის რომ ეგეთი ტრანსფერების გაკეთებას რეალურაად არ აქვს აზრი,ისე კარგი იქნენა თუ არაყხო ოლმოსაც გაუშვებს ლაპო და ფერმინს დატოვებს გუნდში რადგანაც ფერმინი გავი მრავალწლიანი პროექტია რაც შეეხება ოლმოს ტრავმებისკენ არის მიდრეკილი და ჯერ კიდევ წინა სეზონის დასაწყისში ვამბობდი რომ ოლმოს მოყვანას სჯობდა სხვა ვინმე მოეყვანათ რადგანაც ფერმინს ჰქონდა საოცარი ოლიმპიადაა და ყველანაირად მზად იყო დაეკავებინა ოლმოს ადგილი ბევრად მებრძოლიაა და ბევრად ეფექტური დაა როცა მის წასვლაზე მიდის საუბრები იმედია რომ მხოლოდ ჭორებია რადგან ფერმინის გაშვება უდიდესი შეცდომა იქნებოდა ბარსასგან

  • MessiAbuTidze4848
    12 ივნ 2025, 19:08

    8 მილიონი დაიზოგა და ცუდი არაა , შეგვიძლია ვინმე მოვიყვანოთ ახლა და დავარეგისტრიროთ წესით და რიგით

  • Lasha Mamuladze
    12 ივნ 2025, 18:48

    ციტატა: Iniesta_8
    ბართომეუს გაფორმებულ "ვარსკვლავებს" ვინც მისტირის და მაგარი პრეზიდენტი ჰგონია, სწორედ მაგის დამსახურებაა რომ წესიერ ტრანსფერს ვერ აკეთებს გუნდი ამდენი ხანია. სანამ წავიდოდა ამის ახალი კონტრაქტით "დაგვაჯილდოვა" ფანები.


    არამარტო ბართომეუ ნუ როსელის შემდეგ ეგ უხსენებელი პიკი იყო უკვე გუნდის ეკონომიკის წარუმატებლობის..როგორ გინდა თვალები დაიბრმავო და არ დაინახო ის რომ მიზანმიმართულად აკეთებდა ეგეთ რაღაცეებს, შეგნებულად ანადგურებდა კლუბს, შედეგი სახეზეა კიდე ვინმეს თუ არ ჯერავს და ეჭვი ეპარება..იმიტო რაც არ უნდა ძაღლი და ახვარი პრეზიდენტი იყოს პერესი საკუთარ კლუბს არ ვნებს…ბარსას წარუმატებლობის მთავარი გასაღები იყო ნაბი..ჭჭვარი ოთხთვალა და მანამდე ის არასწორი როსელი…ლაპორტას კიდე კლოუნობის და აფერისტობის მეტი ცუდი არაფერი გაუკეთწბია გუნდისთვის😁..მოკლედ მოგვარსეს ეს პრობლემები და მერე ვნახოთ ისევ ესე თუ ილაზღანდარებენ ბარსაზე…

  • Iniesta_8
    12 ივნ 2025, 18:05

    ბართომეუს გაფორმებულ "ვარსკვლავებს" ვინც მისტირის და მაგარი პრეზიდენტი ჰგონია, სწორედ მაგის დამსახურებაა რომ წესიერ ტრანსფერს ვერ აკეთებს გუნდი ამდენი ხანია. სანამ წავიდოდა ამის ახალი კონტრაქტით "დაგვაჯილდოვა" ფანები.