წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 12 ივლისს მოხდა.
თამაშები
12 ივლისს “ბარსელონას” ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.
1943 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ლუის ვიდალი. 1964-1968 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 43 თამაში ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. ვიდალმა კატალონიურ კლუბთან ერთად ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და ესპანეთის თასი მოიგო.
2018 წელი
“ბარსელონამ” “სევილიადან” კლემან ლანგლეს ტრანსფერი დაადასტურა.
2019 წელი
“ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკოდან” ანტუან გრიზმანის ტრანსფერი დაადასტურა.