workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გარსია ბარსელონაში – კატალონიელთა ახალი იმედი კარში

გარსია ბარსელონაში – კატალონიელთა ახალი იმედი კარში

“ბარსელონა” დატვირთულ სატრანსფერო ზაფხულს გეგმავს და კლუბი უკვე ახლოსაა პირველი შენაძენის გაოფიციალურებასთან – ჟოან გარსია მალე გახდება კატალონიური გრანდის მოთამაშე. 24 წლის მეკარემ უკვე მიაღწია შეთანხმებას ლა ლიგის ჩემპიონებთან და მისი “ესპანიოლიდან” ტრანსფერი, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დადასტურდება.

ჟოან გარსიას უწინასწარმეტყველებენ, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდება.

გარსია 2024/25 წლების სეზონში ბრწყინვალედ გამოვიდა “ესპანიოლის” შემადგენლობაში და ბევრის აზრით, ის სეზონის საუკეთესო მეკარე იყო ლა ლიგაში. ყოფილი მწვრთნელი, ხესუს სალვადორი კი კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ გარსიას აქვს პოტენციალი, გახდეს მთელ მსოფლიოში საუკეთესო ამ პოზიციაზე – როგორც წერს Marca.

დღეს ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო მეკარე რაიკოვიჩია – ის, ვინც ახლა ჩემთან, “ალ-იტიჰადშია”, მაგრამ ვინც გახდება საუკეთესო – ის არის ჟოან გარსია. არ ვამბობ, რომ უკვე არის, მაგრამ რომ იქნება – ეს ნამდვილად ვიცი. მისი პოტენციალი შესანიშნავად ვიცი და ჯერჯერობით მხოლოდ ზედაპირზე შესამჩნევი შესაძლებლობები ვიხილეთ. მას წინ დაუვიწყარი საღამოები ელის. ის იქნება ისეთივე, როგორებიც იყვნენ ნოიერი, ვალდესი, ტერ შტეგენი, დიეგო ლოპესი… ჩვენ მასში პოტენციალი თავიდანვე დავინახეთ.”

ის მზადაა, მთავარი როლი ითამაშოს. “ესპანიოლში” ის ხშირად ექცეოდა ზეწოლის ქვეშ, ბევრ საგოლე მომენტს იგერიებდა. ახლა კი, თუ ბარსელონაში გადავა, სიტუაცია საპირისპირო იქნება – მას გაცილებით ნაკლები სამუშაო ექნება დაცვაში, მაგრამ როცა საქმეს დასჭირდება, მაქსიმალური სიზუსტე უნდა გამოიჩინოს. თავიდანვე სრული კონცენტრაცია უნდა ჰქონდეს და ეს მისთვის პრობლემა არ იქნება. გარსია ჭკვიანია, ყოველთვის ფოკუსირებულია, და შესანიშნავად მუშაობს დაცვის ხაზთან. ის მზად არის.”

გარსია, როგორც მოსალოდნელია, ბარსელონაში ძირითადი მეკარის სტატუსით მივა, რაც აჩვენებს, თუ რამდენად დიდი ნდობა აქვს კლუბს მის მიმართ. მისი ბოლო 12-15 თვის განმავლობაში ნაჩვენები შედეგების ფონზე, ეს ნდობა სავსებით გამართლებულია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 08 ივნ 2025, 14:03
    #3

    აღდგომა და ხვალეო! გამოჩნდება რასაც წარმოადგენს სულ მალე. იმედია მართლა ნოიერს დაემსგავსება ნუ მინიმუმ ბუფონს.

  • Lasha Mamuladze
    schedule 08 ივნ 2025, 13:19
    #2

    აუუ გადაჭარბებული მგონია ეს შეფასება ამ პოზიციაზე საუკეთოსო ვიცი ვინც იქნება და ყველა ქართველმა იცის…მამარდას ეს ხე როგორ ჯობიააა რააა პროსტაა მაგრად ტეხავს თავის დროზე მამარდაზე ყურიც კი არ შეიბერტყეს და ეხლა გარსიაო იზმძახიან ერთო რიგითი მეკარეააა არაფერი განსხვავებული…

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 08 ივნ 2025, 07:27
    #1

    ღმერთმა ქნას. ან ეს უნდა მოგვეყვანა, ან ვერბრუგენი, იმედია არჩევანში არ შევცდებით