ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის ნახევარფინალში გამართული საოცარი დაპირისპირება, რომელშიც ესპანეთმა საფრანგეთი 5-4 დაამარცხა.
შტუტგარტში შემდგარი ჯახის პირველ ტაიმში “ფურია როხამ” ნიკო უილიამსისა და მიკელ მერინოს გოლებით, 2-0 იმარჯვა და დომინირებდა.
ესპანელთა დომინაცია გაგრძელდა მეორე ნახევარშიც, რომელშიც ლამინ იამალმა გაიბრწყინა. ტაიმის სტარტზე ლამინმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, თავადვე შეასრულა და დიდების ფეხბურთში პირველი პენალტი გაიტანა. ამ გოლიდან ერთ წუთში პედრი გონსალესმაც შეაგდო და ანგარიში 4-0 გახდა. კილიან მბაპემ 1 ბურთი მალევე გაქვითა, მაგრამ ლამინ იამალმა ფრანგს შესანიშნავი გოლით უპასუხა და ოთხბურთიანი სხვაობა აღადგინა — 5-1. ამის შემდეგ საფრანგეთმა 3 გოლი გაიტანა (რაიან შერკის გასროლა, დანი ვივიანის ავტოგოლი და რანდალ კოლო მუანის თავური) და, მოულოდნელად, სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ ესპანეთმა მაინც მოიგო.
საბოლოოდ, მატჩი 5-4 დასრულდა, მაგრამ, რეალურად, ესპანეთმა საფრანგეთს საგრძნობლად აჯობა, დიდხანს 4 ბურთით უგებდა და გუნდებს შორის მოედანზე იმაზე ბევრად დიდი სხვაობა იყო, ვიდრე ტაბლოზე დაფიქსირდა.
იამალისა და პედრის გარდა, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, საფრანგეთის წინააღმდეგ გავიმ და დანი ოლმომაც ითამაშეს, პაუ კუბარსი და ფერმინ ლოპესი კი თადარიგში დარჩნენ.
ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლამინ იამალმა უსმან დემბელეს ურთიერთშეხვედრა მოუგო, რაც ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
ესპანეთი 5-4 საფრანგეთი
⚽️ 1-0 | უილიამსი 22’ (ესპანეთი)
⚽️ 2-0 | მერინო 25′ (ესპანეთი)
⚽️ 3-0 | იამალი 54’ (ესპანეთი)
⚽️ 4-0 | პედრი 55’ (ესპანეთი)
⚽️ 4-1 | მბაპე 59′ (საფრანგეთი)
⚽️ 5-1 | იამალი 67′ (ესპანეთი)
⚽️ 5-2 | შერკი 79’ (საფრანგეთი)
⚽️ 5-3 | ვივიანი 84’ (საფრანგეთი; ავტოგოლი)
⚽️ 5-4 | კოლო მუანი 90+3’ (საფრანგეთი)

ესპანეთი ფინალში, 8 ივნისს, პორტუგალიას დაუპირისპირდება, რომელმაც გუშინ გერმანიას მოუგო. შეხვედრა, რომელიც სტარტს 22:45 საათზე აიღებს, მიუნხენში, ალიანც არენაზე გაიმართება.
სამწუხაროდ უკვე იყიდა სიტიმ შერკი 30 მილიონად რაც შეეხება იმედია გააახელს თვალებს დეკუ და რაშფორდს იჯარით და ნიკოს იყიდის თუ ფორვარდი არ მოყავთ ამ წელს ამ ჩემისებს დადგება რაფა ცენტრში
ყიდვაზე მეტად, უნდა გაყაროს ხალხი ჯერ… დეიონგიც გასაშვებია თუარ ახანგრძლივებს და იკლებს ხელფასს…
არაუხო იქნებ 40 მილიონად მაინც გაყიდონ, მტვერიღა დარჩა თავისი თავისგან… ინტერში აირია სიტუაცია ბასტონი იქნებ გამოაცურონ ან ახალგაზრდა ტალანტი მცველების მეტი რა არის … არც ინიგო მომწონს , კვერცხებიანია და ხასიათით გადის ფონს, თორე ბევრ შეცდომას უშვებს
რაშფორდი და ნიკო , იმის გარანტიას იძლევა რომ ყველა დაისვენებს, რაშფორდი იფორვარდებს თუ რამეა … ნიკო ორივე ფლანგზე ნორმალურია, მარცხნივ უკეთესია რა თქმა უნდა , უბრალოდ 5 გოლი და 5 პასი აქვს ლალიგაში , და ხელფასს ითხოვს ვინისიუს აე აქვს მგონი მაგდენი …
Დეკუს დააფსა დემბელემ გიოკერეშს მანჩესტერს როგორ ატანენ 😔 ამწუთას დინანსებიდან გამომდინარე იდეალური თავდამსხმელინიყო ჩვენთვის.
სამწუხაროდ უკვე იყიდა სიტიმ შერკი 30 მილიონად რაც შეეხება იმედია გააახელს თვალებს დეკუ და რაშფორდს იჯარით და ნიკოს იყიდის თუ ფორვარდი არ მოყავთ ამ წელს ამ ჩემისებს დადგება რაფა ცენტრში
ჯერ ენდრიკი იყო უკეთესი, თან ნათამაშებიც არ ჰქონდა ერთი მატჩი, მერე გიულერი, ეგეც რომ გაემაზათ ბაიერნის ოლისეზე გადავიდნენ, უფრო კაი სტატისტიკა აქვსო, ახლა დუეს მიადგნენ საშველად. კიდევ ვინმე თუ გაიბრწყინებს ეგ გახდება იამალზე უკეთესი
აი ეხლა ვაპირებდი დაწერას ….. არ ვიცი ეგ უკვე ფსიქოლოგიური პრობლემაა აბა ასე როგორ უნდა გამო###ევდე ფეხბურთელი.რავიცი მე ფლიკის ადგილას დავფიქრდებოდი მაგის დატოვებაზე.
იქით ცალკე ბრაზილია ….. ვიფიქრე ანჩელოტი მაინც უშველის ბრაზიალიასთქო(ნუ ერთი თამაშით ვერ განსაზღვრავ მამენტ) მარა ბრაზილია ისევ ისეთი 💩-ია როგორიც იყო მიტომაც დაწერა თავის დროზე კიჭამ ამათ თამაშს მე აღარ ვუყურებო
არაუხომ რა ქნა პროსტა ტიპს თინეიჯერინდემბელე ჩაუსახლდა და აზროვნების უნარი დაკარგა 😏მომავალ წელს ნეტა საიდან გამოგვაგდებს 😂
Lasha Mamuladze, ვაფშე არ ვუკეთებ რეფლეის, მკიდია, პროსტა დამატებითი დროის ჯგუფში ტვინი მოი..ნა ყოველი მეორე მაგაზე იყო. რეალს არ ყავს მიახლოებული ტალანტი და ამიტო აწიეს დუეს ჰაიპი.
ჰა თქვენ კიდე ნიუსი ჩემგან, განსაკუთრებით იმათ ნიკოს მიყვანას რომ არ ეშვებით მე თქვენს ოპტიმიზმს გაუმარჯოს 😂🤣😂🤣 " Barcelona's financial fair play situation has also affected the women's team.
They will not be able to make any big signings this summer, only focusing on renewals to retain talents. " წყარო: mundodeportivo
პედრის არა, უფრო ვივიანის შემოსვლას მოყვა ეგ გოლები, ნამეტანი ღლე მცველი ყოფილა
დიახ ვივიანის შემოსვლას მოყვა ნამდვილად გამიკვირდა ისე კუბარსი/ასენსიოსგან არცერთი ათამაშაა..
მაგათ რატო უსმენ ან საერთოდ მაგათ არ უნდა დაურეფლაიო, აზრი არ აქ სირაქლემას პოზაში არიან და გაიძახიან იმას რაც მათ უნდათ ან ესიზმრებათ…იამალმა კი დაგვანახა ვისია აწმყოც და მომავალიც..შურიანებმა კიდე იდაყვზე იკბინონ…😆😆😆❤️💙 უსამართლობას რომ მე დავეცი თორეე პესეჟეს მოსაგები ლიგა სად არი…😁😁😁.. ყოჩაღ ლუჩოს თვალისთვის სასიამოვნო და ლამაზმა
ფეხბურთმა იმარჯვა მაინც სვარკაზე და ანტიფეხბურთზე…სხცის შეცდომაზე აგებული თამაშების დედას ვტენე..😁💙❤️
პედრიმ გოლამდე რო აიგდო,
რაღაც საოცრება იყოოოოოოოოოოოო
ის 1 0იანზე რატო დააყენა , ტიპი დაფრინავს თავის პოზიციაზე
პედრის არა, უფრო ვივიანის შემოსვლას მოყვა ეგ გოლები, ნამეტანი ღლე მცველი ყოფილა
პედრი გავიდა და 4 ბურთი გაუშვეს. ესე იცვლებოდეს თამაში 1 კაცის ყოფნა-არ ყოფნით არ ვიცი. ბარსაც მასეა და ესპანეთი ნაკრებიც.
და ეს დემბელე და დუე მოგვიგებდნენ ფინალში? სექტანტმა მადრიდისტებმა რო წამოიწყეს ახალი ბოდვა დუე ლამინეს ჯობსო სად შეძვენენ ნეტა?
გულერი რო იყიდა რეალმა, ჩვენ დარვიხი ვიყიდეთ, ნუა.
ახლა ფრანკოს ყიდულობენ , და 17 წლის ნუა ფერნანდესმა, რონელიც ბელგიელი 10 იანია, ხაცია ასევე, განაცხადა რომ ოცნებობს ბარსასთან ერთად ლიგის მოგებაზე … დარვიხმა არ გაამართლა, იქნებ ამან გაამართლოს, ცაცია მუსიალას გავს თამაშით …
50 მილიონს ნიკოში როგორ არ იმეტებენ ბიჭო ეს რა იმბეცილები არიან ნერვი აღარ მაქვს
დედა ეს რა იყო;
ცოტა მოეშვნენ, 5:1 მიჰყავდათ და მოუზარმაცეს, მაგრამ ეგ არაფერი
დუე კაი ბავშვია მარა ლამინი ბეიბი გოუთია და შედარება სირცხვილია 20 წლის ასაკში იამალი სად იქნება ამ ტემპით კაცმა არ იცის. ვაბშე ყველა კულე ნიკოს მოსვლას ითხოვს და ინტერნეტში არ შედის დეკუ იმბეცილი?
ოლმო რო გავყიდოთ 60 ად და 30 ად შერკი/ჩერკი მოვიყვანოთ , ურიგო იქნება ? 30 დაგვრჩება … მარა ამდენი წელიანრატო არავინ წაიყვანა? ნუ ოლმოც არავის წაუყვანია მარა რაიანი მგონი ზარმაცი ფეხბურთელია , ზარმაცი და არასტაბილური
მოკლედ ნიკოსი დიდად არ მჯერა მაგრამ იამალის გამოა მოსაყვანი მაგარი ქიმია აქვთ.მე მაინც ჩემ აზრზე დავრჩები და პირველ რიგში გამოცდილ ძლიერ საყრდენს მოვიყვანდი.შემდეგ მოძრავ გოლეადორს.ლაპორტას ვიღაცა ყავს დაბევებული მომავალ წელს მოყავს ვიღაცა ფორვარდი მაგიტომ იკავებებ თავს.აკცენტი მაინც უნდა გაკეთდეს გამოცდილ ფეხბურთელებზე ტალანტი ბევრი გყვავს ისედაც.
აშკარად მოდუნდნენ 5-1-ზე თორემ რის გამკეთებელი იყო საფრანგეთი. იამალმა მბაპე სადაც დაიჭირა იქვე იხმარა, აღაც პენალტები შველის მაგ უბედურს.