workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა – ატლეტიკი მიმდინარე სეზონის ყველაზე ყურებადი მატჩია

ბარსელონა – ატლეტიკი მიმდინარე სეზონის ყველაზე ყურებადი მატჩია

bolt მოკლედ
"ბარსელონასა" და "ატლეტიკის" დაპირისპირება სეზონში პირველი მატჩი გახდა, რომლის მაყურებელთა რაოდენობამაც 1 მილიონს გადააჭარბა.

ესპანეთის ლა ლიგის პირველი ტურის გადადებული შეხვედრების დასრულების შემდეგ, ტელემაყურებელთა ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნდა.

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართული დაპირისპირება “ბარსელონასა” და ბილბაოს “ატლეტიკს” შორის მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა გახდა, რომლის აუდიტორიამაც 1 მილიონს გადააჭარბა. საუბარია ესპანეთის მასშტაბით ნახვების რაოდენობაზე. კატალონიელთა 2-0 გამარჯვებას ტელეეკრანებთან 1 058 000-მა ადამიანმა უყურა, რამაც საერთო წილის (Share) 11,0% შეადგინა.

შედარებისთვის, მეორე ადგილზე “რეალ მადრიდისა” და “რეალ სოსიედადის” დაპირისპირება გავიდა 704 000 მაყურებლით (7,4%), ხოლო მესამეზე “ვალენსია” – “ბეტისის” მატჩი – 445 000 მაყურებლით (4,9%).

ტური ყველაზე ნაკლებად ყურებადი “სელტასა” და “ოსასუნას” მატჩი გამოდგა, რომელსაც თვალი მხოლოდ 62 000-მა მაყურებელმა (0,7%) ადევნა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Luak
    Luakeco ახალბედა
    schedule 29 აგვ 2026, 14:23
    #1

    Chelsi marc guis yidis 25 milionad romelic mivyidet 6ad da ravi mgoni barsashi ufro meti tamashi chaatara. Prosta ra menejmentiaq chelsis ase ro yidis fexburtelebs saswaulad magrebi arian mag saqmeshi