workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბილბაო 0-3 ბარსელონა | ჰანსი ფლიკის გუნდმა სეზონი მოგებით დაასრულა

ბილბაო 0-3 ბარსელონა | ჰანსი ფლიკის გუნდმა სეზონი მოგებით დაასრულა

ბარსელონამ ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში ბილბაო გასვლაზე 3-0 დაამარცხა.

მე-14 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და ბარსას შემადგენლობაში 100 გოლი დაუგროვდა. საინტერესოა, რომ ეს პრიმერა დივიზიონის აწ უკვე გასულ სეზონში გუნდისთვისაც მე-100 გოლი იყო. 3 წუთში პოლონელმა დუბლი შეასრულა და ჩემპიონატი 27 გოლით დაასრულა.

საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს დაფიქსირდა — 94-ე წუთზე დანი ოლმომ პენალტი გაიტანა და შეხვედრაც მაშინვე დასრულდა.

შედეგად, ბარსელონას ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონი 88 ქულით დაასრულა და რეალ მადრიდს 4 ქულით გაასწრო — “ბლაუგრანამ” 28 მატჩი მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 6 წააგო. ჰანსი ფლიკის გუნდმა 102 გოლი გაიტანა და 39 გაუშვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Rick Sanchez
    schedule 27 მაი 2025, 08:40
    #10

    წელს 3 ტიტული რომ დაიდო ამათ ჰგონიათ გუნდი გასაძლიერებელი არაა?😃

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 26 მაი 2025, 21:39
    #9

    მაინც უმაგრესი სეზონი გამოგვივიდა

  • Bakero
    schedule 26 მაი 2025, 18:52
    #8

    ციტატა: zazala7
    დღეს გავი იყო ფანტასტიკური, ანუ ის რაც ტრამვამდე იყო. შესაბამისად სეზონის საუკეთესო მატჩი ქონდა. ყოველ შემთხვევაში მე გავის ასეთი თამაში ამ სეზონში არ მახსოვს. ლევანას 2 გოლის გამო მისცეს VIP, თორემ მოედანზე საუკეთესო გავი იყო. კარგია რომ მორჩა სეზონი. დაისვენებენ და კარგ ფორმაში დაიწყებენ პრესეზონს. უფრო ძლიერ ბარსას ვიხილავთ მომდევნო სეზონისთვის. გავიხსენოთ გვარდიოლას პერიოდი: პირველ სეზონში ტრიპლედი მოიგეს და მომდევნო სეზონებში უფრო ძლიერი ბარსა იყო.


    100% თამაშის დროს ვაპირებდი მაგის დაწერას გავიზე თავის საუკეთესო ვერსია იყო ბილბაოსთან

  • nika 54
    schedule 26 მაი 2025, 15:32
    #7

    გარსია კარგი მეკარეა, მაგრამ ყიდვა და გაიჯარება რა პონტია? ლივერპულისგან იღებენ მაგალითს მამარდა რო იყიდეს და გააიჯარეს იქვე? ლივერპულს რას ედრებიან იმათ ალისონი ყავთ და მამარდა ძირითადში იქნება თუ არა ეგ კიდევ საკითხავია.
    ჩვენ სად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ახალგაზრდა იმედისმომცემი მეკარე გავანათხოვროთ, ორი პენსიონერის იმედზე ვართ დარჩენილები.

  • JustBarcaLover
    schedule 26 მაი 2025, 12:20
    #6

    🚨 Barcelona initial plan for Joan García would be to sign the GK from Espanyol for €25m clause and loan him out to another club.

    There are more clubs in the race and no decision has been made at this stage, all open.

    Player’s decision will also be key.
    დეკუს და ლაპორტას შ*გ ხომ არააქვთ? რა სხვა გუნდში გაიჯარება თქვეჩემა მეკარე არაგვყავს, აახვევინეთ შტეგენსაც და შესნისაც მაგათი მეკარეობა კაი ხნისწინ მორჩა

  • Giorgi99
    schedule 26 მაი 2025, 08:44
    #5

    რატო არავის ყიდულობენ? ლივერპული და რეალი ძაან ძლიერდება, ჩვენ 9 ნომერიც არ გვყავს.

  • Mascerano
    schedule 26 მაი 2025, 08:29
    #4

    რეალმა და ლივერპულმა გაზიდეს თუ ვინმე ტოპი იყო ბაზარზე, ლაპორტას და დეკუს ძინავთ ჯერ, დაიტოვონ ბებერი ღლევანდოვსკი ფორვარრდათ და რა ჩემღლესს მოიგებენ ვნახავთ.

  • zazala7
    schedule 26 მაი 2025, 01:59
    #3

    დღეს გავი იყო ფანტასტიკური, ანუ ის რაც ტრამვამდე იყო. შესაბამისად სეზონის საუკეთესო მატჩი ქონდა. ყოველ შემთხვევაში მე გავის ასეთი თამაში ამ სეზონში არ მახსოვს. ლევანას 2 გოლის გამო მისცეს VIP, თორემ მოედანზე საუკეთესო გავი იყო. კარგია რომ მორჩა სეზონი. დაისვენებენ და კარგ ფორმაში დაიწყებენ პრესეზონს. უფრო ძლიერ ბარსას ვიხილავთ მომდევნო სეზონისთვის. გავიხსენოთ გვარდიოლას პერიოდი: პირველ სეზონში ტრიპლედი მოიგეს და მომდევნო სეზონებში უფრო ძლიერი ბარსა იყო.

  • MESSI 2017
    schedule 26 მაი 2025, 01:59
    #2

    ნიკო გვჭირდება აუცილებლად ალვარეზიც და უკანა ხსზის გაძლეირებაც რამენაირად უნდა იოსვენ ფუკი არაუხოს აასხმევინონ ფერანიც მიაყოლონ უკან და პენია-მარტინი-დომინგეზი-პაუ ვიქტორი

  • me da barca
    schedule 26 მაი 2025, 01:51
    #1

    სეზონიც დასრულდა და აწი ბარსამანიაზე კვირაში 1 ან 2 სიახლე დაიდება.