workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ TV3-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ისაუბრა.

ჰანსი ფლიკთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ერთად ვივახშმეთ. მას ყველაფერი ავუხსენი, მაგრამ წერილიც გადავეცი. “ბარსაში” გამარჯვებები გვიყვარს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოვიგებთ. ეს ჩვენი კრუიფისეული ფესვებია.

ფლიკი ადრეც მომწონდა. ის რაფა იუსტესთან ერთად სადილზე დავპატიჟე. მაშინვე მივხვდით, რომ ჰანსის “ბარსელონას” გასაწვრთნელად საჭირო თვისებები ჰქონდა, მაგრამ ის გერმანიის ნაკრებთან უკვე შეთანხმებული იყო.

“ვილიარეალთან” მატჩი, დიდი ალბათობით, “ლუი კომპანისზე” გამართული ბოლო თამაშია, თუ რამე მოულოდნელი არ მოხდა.

ვგეგმავთ, რომ გამპერის თასი “კამპ ნოუზე” ჩავატაროთ.

იამალის საკონტრაქტო სიტუაცია განვიხილეთ, მაგრამ ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ გვაქვს. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი დასრულებულია, თუმცა ეს საკითხი მოგვარებულია. დეკუ ამაზე მუშაობს. ჟორჟე მენდეშთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ასაკის მიუხედავად, მოთამაშის ხელფასი გუნდში მის მნიშვნელობას უნდა შეესაბამებოდეს. “ბარსა” ლამინისთვის საუკეთესო ადგილია. ის კატალონიელი და “კულეა”. იამალი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

გვინდა, ფატიმ ითამაშოს. მას გასახდელში თანაგუნდელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ანსუ ყველას მოსწონს. ვნახოთ, მიიღებს თუ არა მომდევნო წელს სათამაშო დროს, თუ მისთვის უკეთესი გამოსავლის პოვნა დაგვჭირდება.

ზაფხულში გუნდში ცვლილებები იქნება. მეტოქეებიც გაძლიერდებიან, რადგან მათ შენიშნეს, რომ ამჟამად ჩვენი გუნდი საუკეთესოა.

გვინდა, დე იონგი დარჩეს. ის პროექტის საკვანძო ფიგურაა. ფრენკის სიტუაცია საჩქაროა. არ გვინდა ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც კონტრაქტით მხოლოდ ერთი წელი აქვთ დარჩენილი. მან ეს იცის და ამაზე ვისაუბრეთ. ის ძალიან მოტივირებულია. ნიდერლანდული სკოლა ძალიან მოგვწონს. მასთან ერთად თამაშს ვაკონტროლებთ.

არაუხოსთან კონტრაქტი გავახანგრძლივეთ, რადგან ვიცით, რომ ის ისეთი ცენტრალური მცველია, რომელსაც შეუძლია, ბევრი რამით დაგვეხმაროს. მისი ხელშეკრულება სწორედ ამიტომ გავახანგრძლივეთ.

დეკუს რაფინიასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ის გრძნობს, რომ პროექტში ბოლომდე ჩართულია. შეთანხმებას მივაღწევთ, რადგან დარჩენა ჩვენც გვსურს და მასაც.

კონტრაქტების გახანგრძლივების დასრულებისთანავე ახალ ფეხბურთელებს დავიმატებთ და გუნდს გავაძლიერებთ. უფრო კონკურენტუნარიანები რომ ვიყოთ, რამდენიმე პოზიცია უნდა გავაძლიეროთ.

“ბარსა” დაახლოებით 950 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს თითქმის ერთი მილიარდი ევროა. დარწმუნებულები ვართ, 1:1 წესს დავიცავთ.

არ ვიცი, მომილოცა თუ არა ფლორენტინო პერესმა ლა ლიგის მოგება. WhatsApp-ზე მიღებული ყველა შეტყობინების წასაკითხად ჯერ დრო არ მქონია. იგივე ეხება ტებასსაც. არ ვიცი, მომილოცა თუ არა.

ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ახლა ჰოლანდის ტრანსფერზე არ ვფიქრობთ. მან “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი ახლახან გაახანგრძლივა.

ნიკო ულიამსი ერთ-ერთი კანდიდატი იყო. საბოლოოდ, დანი ოლმოზე შევთანხმდით. ამჟამად სპორტული დეპარტამენტი სხვა ვარიანტებს განიხილავს.

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” 1500 ადამიანზე გათვლილი სივრცე მოეწყობა, რომელიც ახალი ფანზონა იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ყველა “კულეს” მოსაწონ გამოსავალს ვიპოვით.

ჩვენი სტრატეგიაა, მსაჯებზე რაც შეიძლება ცოტა ვიწუწუნოთ. “რეალ მადრიდთან” მიმართებით აშკარად ადგილი აქვს სოციოლოგიურ მიკერძოებას.

ჩვენი დესტაბილიზაციის მცდელობები იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ესპანეთის ჩემპიონები გავხდით.

ვიტორ როკეს ტრანსფერი ერთ-ერთი იმ გარემოებათაგანია, რომელიც ზოგჯერ ხდება. ყველაფერი კარგად არ მთავრდება.

დარწმუნებული ვიყავი, რომ დანი ოლმოს სიტუაციასთან დაკავშირებით სიმართლე ჩვენ მხარეს იყო.

“ბარსა” მსოფლიოში ყველაზე მულტისპორტული კლუბია და ეს 95 მილიონი ევროს ოდენობის წლიურ ბიუჯეტს წარმოადგენს.

“ლა მასია” მის დონეზე იმყოფება. ფლიკმა იდეალურ სიმბიოზს მიაღწია, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს.

ფლიკი ავირჩიე, რადგან მას კრუიფის ხედვა აქვს. ჰანსი ფეხბურთს მის მსგავსად ხედავს. ის გერმანული სკოლიდანაა და მისი მსგავსი პროფილი გვჭირდებოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • RONALDINHO-10
    schedule 21 მაი 2025, 20:02
    #17

    რავი ძმებო მე ამ დ.იშლას იმედი არ მაქ, ისევ ფლიკი თუ მოიფიქრება რამეს ან რავი გავლენას თუ იქონეიებს ამაზეც და დეკუზეც ისე, როგორც გუნდზე, მაშინ დადებს ნორმალურ ტრანსფერებს ალბათ. აი საერთოდ არ მაქ იმედი ძმაო თან ამ ყველაფერთან ერთად მთელი ესპანეთი ებრძვის კატალონიას და პერესიც მათ შორის. მაინც ვერ გავიგე რომელ ფწარპლეიზეა საუბარი ასე ძაან მარტო ჩვენ რო გვიჭირს ფეხბურთელწბის დარეგისტრირება, მაგრამ მგონია რო მანდ მაგარი მაფია ტრიალებს და გარეშე ძლაებიც ხელს უშლიან ტრანსფერბში. გაგვიხურეს საქმე რა შეგვეშვან ბიჭო და გვაცადონ ერთი ორი ნორმალური ტრანსფერის გაკეთება და ჩვენი მხრიდან კიდე გუნდის მესამედი მოსაშორებელია.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 21 მაი 2025, 19:55
    #16

    ტრანსფერები უნდა დადო ლაპო

  • nika 54
    schedule 21 მაი 2025, 17:01
    #15

    ციტატა: Levani
    Პერესს რათ უნდა ნიკო? ისედაც სამი ფეხბურთელი ჰყავს მაგ პოზიციაზე ალბათ ის ეწვის ნაკრებში რო ჩვენები თამაშობენ თორე ისე სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონდეს?


    ალბათ იმიტომ რომ ბარსამ არ იყიდოს და კიდევ უფრო არ გავძლიერდეთ. ეხლა ბარსამ ლუის დიასზე დაიწყო ფიქრიო და მანდაც თუ შემოვიდა პერესი სავაჭროდ გაგიჟდება კაცი. მალე ნახევარი გუნდი მარცხენა გარემარბები ეყოლება.

  • JustBarcaLover
    schedule 21 მაი 2025, 16:38
    #14

    ციტატა: Visca barca
    ბოლო პერიოდში ლამინე იამალის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ხშირად იწერება.

    ერთ-ერთი ესპანური გამოცემა იუწყება, რომ საქმე ჯერ ბოლომდე მისული არ არის.

    ფეხბურთელის მხარემ კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი პირობა წამოუყენა – იამალი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი უნდა იყოს.

    მათ სურთ, რომ ლამინე მატერიალური სახითაც დაფასებული იყოს.


    რაღაც ჭორი მგონია

  • Visca barca
    schedule 21 მაი 2025, 16:36
    #13

    ბოლო პერიოდში ლამინე იამალის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ხშირად იწერება.

    ერთ-ერთი ესპანური გამოცემა იუწყება, რომ საქმე ჯერ ბოლომდე მისული არ არის.

    ფეხბურთელის მხარემ კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი პირობა წამოუყენა – იამალი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი უნდა იყოს.

    მათ სურთ, რომ ლამინე მატერიალური სახითაც დაფასებული იყოს.

  • JustBarcaLover
    schedule 21 მაი 2025, 15:07
    #12

    დეივიდი მაინც მოიყვანონ უფასო მაინცაა

  • NugzaraChubinidze
    schedule 21 მაი 2025, 14:48
    #11

    თუვერ იხდის ფულს მოიყვანოს ჯობია თავისუფალი აგენტები დეივიდი და სანე თუარ გაამართლებენ ჯერ ძლიერი სკამია და მერე გაყიდვა და ფულის შოვნაც შეიძლება

  • Mascerano
    schedule 21 მაი 2025, 13:51
    #10

    ციტატა: Levani
    Პერესს რათ უნდა ნიკო? ისედაც სამი ფეხბურთელი ჰყავს მაგ პოზიციაზე ალბათ ის ეწვის ნაკრებში რო ჩვენები თამაშობენ თორე ისე სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონდეს?


    დრაკში გაიკეთოს პერსმმაც და ალონსომაც ეგ ხეპრე ზანგი, ბარსელონას ეგ უნიჭო არ ჭირდება, გოლების გამტანი გვჭირდება და არა სინაზე გაბმული ძაღლივით მორბენალი. პირველ რიგში ფორვარდი და მეკარეა მოსაყვანი,

  • MESSI 2017
    schedule 21 მაი 2025, 13:40
    #9

    აი სად ნიკო და სად ოლმო😀😀 არაფერი საერთო არ აქვთ სტილში

  • Levani
    schedule 21 მაი 2025, 12:25
    #8

    Პერესს რათ უნდა ნიკო? ისედაც სამი ფეხბურთელი ჰყავს მაგ პოზიციაზე ალბათ ის ეწვის ნაკრებში რო ჩვენები თამაშობენ თორე ისე სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონდეს?

  • ზებულონი
    schedule 21 მაი 2025, 12:21
    #7

    ლეროი სანე მინდა ბარსაში.ფლიკის ხელში უკეთესი იქნება

  • Albert Camus
    schedule 21 მაი 2025, 12:04
    #6

    ნიკო რეალშიო, საინტერესოა… ლუიზ დიაზის ტრანსფერი სისულელე მგონია, 28 წლის ფეხბურთელში 80 მილიონი ასტრონომიულად დიდი თანხაა. მაგას ჯობია სანე მოიყვანონ უფასოდ, ბაიერნთან არ ახანგძლივებს კონტრაქტს და გული მაინც არ დაგვწყდება თუ არ გამოდგება, ასაკიც ერთი აქვთ და სტატისტიკებიც. + სანეს ნამუშევარი აქვს ფლიკთან.

  • Mascerano
    schedule 21 მაი 2025, 11:27
    #5

    წუხელ ვუყურებდი როგორ გააცილეს დებრუინი და გული დამწყდა, სიტიმ როგორ უნდა გაჯობოს ამხელა კლუბს, ლაპორტას დდშ მესი როგორ მოიშორა ამ არაკაცმა

  • Vamsdreini.1
    schedule 21 მაი 2025, 11:12
    #4

    ფორვარდი, მეკარე და 28-30 წლის ფლანგის მცველი სკამისთვის. დანარჩენი ისეთი ტალანტები არის გავი და კასადო არაფერი არაა მგონი, გლიჯავენ ყველაფერს. ეს სამი ტრანსფერი, 950🍋 თუ აკეთებ და ვიცი აქედან ალბათ 250🍋 მაქსიმუმ მოხმარდეს საფეხბურთო ტრანსფერებს. ანუ 100🍋 გიოკერეში, ისაკი, ალვარესიდან ერთერთი, 20🍋 ფლანგის მცველი და 30-40 🍋 შევალიე ან ვინმე ეგეთი ახალგაზრდა და კაი მეკარე. სადღაც 150-160🍋 იხარჯება, ამათი ხელფასები +20🍋 და ამას დამატებული აკადემია. 2-3 ყვერბუძგა გააპანღურე და ნელ-ნელა გაიწმინდება გუნდი, მომდევნო წელს არჩევნებია და მე კი ვიყრი კენჭს შე ფირპომოტ.ყნულო, გაანძრიე ტრაკი და მოგცემენ ხმას.

  • CHEPE
    schedule 21 მაი 2025, 11:01
    #3

    ეეჰ ფატის არ მიეღო ის მძიმე ტრამვაა ფლანგი მოგვარებული იქნებოდა აქეთ ფატი იქით იამალი და ფორვარდი დაგვჭირდებოდა მხოლოდ ზამენაზე კიდე ტორესი რაფინია ლევანდოვსკი სკამი დიდი სეზონი გრეძელი და ტრებლიც მოვიდოდა მოკლე სკამით მივაღწიეთ იმდენს და გრეძელი სკამი ხო საერთოდ დაგლიჯავდა

  • Mascerano
    schedule 21 მაი 2025, 10:04
    #2

    ლაპორტაზე აფერისტი და ცბიერი კაცის დედაცმოვხან, ყცელაზე კარგად ტყუილები და ფანების დაბოლება გამოსდის. მკვდარი სულები არიან რასაც ქვია, ლივერპულს დაეჩალიჩონ ამ ჩემისებმა და მამარდა ინათხოვრონ ერთი წელი, ჩვენ გამოგვადგებოდა, ლივერს მაიმც არ ჭირდება ჯერ, ალისონს პირველივე სეზონში მაინც ვერ ამოაგდებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ გუნდში ავტორიტეტია და ახალმოსული მამარდა ვერ დააჯენს, აი ჩვენ კი მაგრად გამოგვადგება

  • ზურაბ
    schedule 21 მაი 2025, 09:54
    #1

    მთლიანობაში არაფერი ილაპარაკა ტრანსფერზე.