რაფინია – 2026 წლის გამპერის თასის საუკეთესო მოთამაშე

რაფინია – 2026 წლის გამპერის თასის საუკეთესო მოთამაშე

bolt მოკლედ
ეგვიპტურ "ალ-აჰლისთან" 2-1 მოგებულ შეხვედრაში შესრულებული ორი გადამწყვეტი მოქმედების შემდეგ, "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი, რაფინია 2026 წლის გამპერის თასის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

Festa del Gamper Estrella Damm-ზე “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში გაიმარჯვა, საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კი რაფინიას გადაეცა. “ალ-აჰლისთან” 2-1 მოგებულ მატჩში ბრაზილიელმა აჩვენა, რომ გასული სეზონის მიწურულს არსებული ფიზიკური პრობლემების შემდეგ, ის საუკეთესო ფორმაში დაბრუნდა და ეგვიპტელების წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მან ეს ჯილდო ნამდვილად დაიმსახურა, რადგან აფრიკულ გუნდთან გამარჯვებისას კატალონიელთა ორივე გოლში გადამწყვეტი როლი ითამაშა. პირველი გოლის ეპიზოდში, რომელიც ჰამზა აბდელკარიმმა გაიტანა, რაფინიამ დაცვის ზურგსუკან ალეხანდრო ბალდეს იდეალური პასი გაუკეთა, რომელმაც თავის მხრივ საგოლე გადაცემა შეასრულა. მეორე ეპიზოდში კი ბრაზილიელმა პენალტი თავად გამოიმუშავა და ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ზუსტად დაარტყა.

ეს პენალტი თამაშში რაფინიას ბოლო მოქმედება აღმოჩნდა, რადგან მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კაპიტნის შესვენებაზე შეცვლა და დასვენება გადაწყვიტა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან კვირას ლა ლიგის ოფიციალური სეზონი იწყება.

გამპერის თასის ბოლო საუკეთესო მოთამაშეები

  • 2025 წელი: “ბარსელონა” 5-0 “კომო 1907” – ფერმინი
  • 2024 წელი: “ბარსელონა” 0-3 “მონაკო” – პაუ ვიქტორი
  • 2023 წელი: “ბარსელონა” 4-2 “ტოტენჰემი” – ფრენკი დე იონგი
  • 2022 წელი: “ბარსელონა” 6-0 “პუმასი” – ლევანდოვსკი
  • 2021 წელი: “ბარსელონა” 3-0 “იუვენტუსი” – ნეტო
  • 2020 წელი: “ბარსელონა” 1-0 “ელჩე” – კოუტინიო
  • 2019 წელი: “ბარსელონა” 2-1 “არსენალი” – ფრენკი დე იონგი
  • 2018 წელი: “ბარსელონა” 3-0 “ბოკა ხუნიორსი” – ლეო მესი

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი