workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-სელტა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-სელტა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩში “სელტასთან” დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

ამ დილით ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებმაც “დორტმუნდთან” მატჩში იჩინა თავი.

“დორტმუნდთან” მარცხი? იცით, რამდენი შეხვედრა ჩავატარეთ გასულ 2 კვირაში? ასეთი გრაფიკი არასდროს გამომიცდია. დორტმუნდში არცთუ ისე კარგად გვითამაშია, მაგრამ ნახევარფინალში ვართ. ამ შემთხვევაში ეს ნორმალურია.

სეზონის დასაწყისში რომ გეთქვათ, 18 აპრილისთვის ლა ლიგის ცხრილის სათავეში ვიქნებოდით, ჩემპიონთა ლიგაზე – ნახევარფინილაში, ესპანეთის თასზე კი – ფინალში, ამაზე ხელს მოვაწერდი.

ვფიქრობ, “სელტას” მკაფიო სტილი და ფილოსოფია აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები ვაჩვენოთ.

ახლა აქ ვართ. ფანები ბედნიერები არიან, კლუბი ბედნიერია. ამას ყველა, გუნდი. იმსახურებს და მე მათ დავიცავ. ფეხბურთელებს თითოეულ ვარჯიშზე ვაკვირდები. ისინი თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ.

დორტმუნდში ძალიან გვიან ჩავფრინდით, დილის 03:00 თუ 04:00 საათზე. ფეხბურთელებმა 05:00 საათზე დაიძინეს, მატჩამდე სულ რაღაც ორი დღით ადრე. თავის მართლება ან წუწუნი არ მინდა. აქამდე ეს არასდროს მომხდარა.

ყველა ქვეყნის ჩემპიონატი თავიანთ კლუბებს იცავს, როდესაც გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, განსაკუთრებით ნახევარფინალში. დასვენების დრო არ გვქონია. ეს წარმოუდგენელია. ამაზე პასუხისმგებელ პირებთან საუბარს ვისურვებდი.

ფეხბურთელებით ვამაყობ, რადგან ისინი საოცრად თამაშობენ და ყოველთვის ცდილობენ, მოედანზე მაქსიმუმი დადონ. შესაძლოა, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გვინდა, მაგრამ მხოლოდ ერთი თამაში წავაგეთ.

პირველი შეხვედრის წყალობით ნახევარფინალში ვართ და ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა. პოზიტიურები უნდა ვიყოთ, რადგან ყველაფერს ვაანალიზებთ. ვფიქრობ, გუნდმა იცის, ხვალ რა უნდა გააკეთოს.

როდესაც მატჩს იწყებ, თამაშობ 45, 60 ან თუნდაც სულ რაღაც 30 წუთი, თუ ყველაფერი გააკეთე, რომ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარო, მაშინ ეს შესანიშნავია, შენი საქმე გააკეთე. თუ 30 წუთი ითამაშებ და მწვრთნელს ეტყვი, ვეღარ აგრძელებ, ეს პრობლემა არაა. ჩემთვის ესაა მენტალიტეტი, დამოკიდებულება, რაც უნდა გაგაჩნდეს.

“ინტერს” – შესანიშნავი თავდასხმა, მაგრამ ასევე ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავს. ბენჟამენ პავარი… მას ძალიან ვაფასებ, რადგან ჩემი ფეხბურთელი იყო. პავარი შესანიშნავი პროფესიონალი და საოცარი მოთამაშეა.

“ინტერი” კარგი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. რაც მათ გასულ სეზონში გააკეთეს, საოცარი იყო. ისინი კარგად თამაშობენ. ძალიან რთული დაპირისპირება იქნება.

კუნდე არ ისვენებს? ჟიულთან პრობლემა ისაა, რომ, როდესაც მას 30 წუთი დასვენების საშუალებას მივცემ, ის მაშინვე სიტგესისკენ მიემართება, ამიტომ მირჩევნია, ამის ნაცვლად კუნდე გუნდისთვის დაიხარჯოს. ჩემთვის უკეთესია, ის მოედანზე მყავდეს ისევე, როგორც იამალი. უკვე ვთქვი, რომ ფეხბურთელებთან მუდმივად ვსაუბრობ და თუ რომელიმე მათგანი დაღლილობას იგრძნობს, შევცვლით.

ინიგოს არყოფნა “დორტმუნდთან”? თავისი პოზიციიდან მას ყველაფრის კონტროლი შეუძლია, რაც წინ ხდება. ინიგო ასევე ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდს უკნიდან კარგად აორგანიზებს. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ოლმოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებს ხვალ მივიღებთ. ის მზადაა. ფერმინმაც კარგად ითამაშა, მაგრამ დანი მზადაა.

ბალდეს დაბრუნება მომდევნო კვირაში? მის პროგრესს ვაკვირდებით. ვნახოთ. უნდა მოვიცადოთ.

მოხარული ვარ, რომ “ვალიადოლიდთან” ღამის 02:00 საათზე არ ვთამაშობთ, მაგრამ რატომ არ შეიძლება მატჩის 18:00 საათზე ჩანიშვნა? ხვალ “სელტასთან” შეხვედრა ამ დროს გვაქვს, რატომ არ შეიძლება ასე “ვალიადოლიდი” შემთხვევაში? ერთი მიზეზი მითხარით. მინდა ვიცოდე, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი. ჩემთვის ეს შეკისმომგვრელია.

ასეთი კალენდარი არც ჩვენ და არც ესპანურ ფეხბურთს არ ეხმარება. ჩვენი და სხვა კლუბების წარმატება ევროპულ ტურნირებზე ესპანურ ფეხბურთს წაადგებოდა.

ყველა ფედერაცია და ქვეყნის ჩემპიონატი, თუნდაც ბუნდესლიგა ან პრემიერ ლიგა, თავიანთ კლუბებზე ზრუნავს, აქ კი ასე არაა. თამაშის შემდეგ სახლში დილის 05:00 ან 06:00 საათზე ვბრუნდებით. ეს წარმლუდგენელია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (34)

  • დავითი958
    schedule 21 აპრ 2026, 18:40
    #20

    cruyff9,
    მაგდენს იზამენ მერე ვითომ

  • cruyff9
    schedule 21 აპრ 2026, 17:58
    #19

    კაროჩე ცხრიანს რო მოიყვანენ იასნა,ალბათ ოსიმენი იქნება იმიტო რო ალვარესს არავინ გაყიდის,,ბასტონი მოვა დიდი ალბათობით,მოვიყვანდი ბერნარდო სილვას გამოდგება ორი სეზონი გამოცდილია და სკამზეც დაჯდება როტაციებისთვის,,50მილიონად მოვიყვანდი ლეაოს ეგეც სკამისთვის,რაშფორდმა უნდა გაასხას და მარჯვენა ფლანგის მცველს ვინმეს რავი დუმფრისი იყიდონ ბოლო ბოლო და გუნდი იქნება კამპფეტი,,ვნახოთ რა იქნება

  • Lasha Mamuladze
    schedule 19 აპრ 2025, 15:16
    #18

    მიზეზი რის გამოც ვერ ვიტან ლალიგას ბარსა მართლა
    საფრანგეთის
    ლიგაში რო თამაშობდეს უფრო
    მაგარი იქნებოდა…და ქონდეს რეალს
    ყოველ წელს ეგ ლალიგის თასი შევთხარე პერესს და მთელ მადრიდს…

  • nika 54
    schedule 19 აპრ 2025, 15:03
    #17

    "მოხარული ვარ, რომ “ვალიადოლიდთან” ღამის 02:00 საათზე არ ვთამაშობთ, მაგრამ რატომ არ შეიძლება მატჩის 18:00 საათზე ჩანიშვნა? ხვალ “სელტასთან” შეხვედრა ამ დროს გვაქვს, რატომ არ შეიძლება ასე “ვალიადოლიდი” შემთხვევაში? ერთი მიზეზი მითხარით. მინდა ვიცოდე, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი. ჩემთვის ეს შეკისმომგვრელია"
    აი აქ 100%-იანია, ეს კაცი გერმანელია და გერმანიაში თამაშობდა და მწვრთნელობდა, ამიტომ არ ესმიის რატომ უნდა დაიწყოს თამაში ღამით. ეხლა გადავხედე ბუნდესლიგის დღევანდელი თამაშების განრიგს და რა ხდება? 6 თამაშიდან 5 ერთდროულად იწყება 15.30-ზე, ერთიც 18.30-ზე. ამის შემდეგ გულშემატკივრები სტადიონიდან მიდიან სად? არა დასაძინებლად არა, პაბებში ლუდის დასალევად და თამაშის გასარჩევად.
    ეხლა ლა ლიგის დღევანდელ ცხრილს დავხედე პირველი მატჩი: რაიო-ვალენსია14.00-ზე, მეორე 16.15-ზე ბარსა-სელტა, მესამე 18.15-ზე, მეოთხე უკვე 21.00-ზე. ანუ ბარსას და რაიოს ფანები რო ლუდს მიირთმევენ და თამაშს არჩევენ ლას პალმასის და ატლეტიკოს ფანები ალბათ იმას ფიქრობენ თამაში რო მორჩება 23 საათზე სახლში რით დაბრუნდნენ.
    გასაგებია რო ესპანელები ტებასის მეთაურობით იმას ფიქრობენ 4 თამაშს სხვადასხვა დროს უფრო მეტი მაყურებელი უყურებს ვიდრე ყველა ერთ დროს რო დაიწყოს. ანუ ფასიანი არხები უფრო ნაკლები გაიყიდება.
    სწორედ ამას ამბობს ფლიკი, გერმანიაში მთავრობაც და ფეხბურთის ფედერაციაც ხალხზე ფიქრობს უფრო მეტს ვიდრე ესპანეთში ტებასი და საკაბელო ტელევიზიები, რომლებიც ხალხზე საერთოდ არ ფიქრობენ. არც დაიჯერებთ და 2009-ში მგონი 1 მაისს რეალი-ბარსას კლასიკო სადაც ჩემპიონის ბედი წყდებოდა(ბარსა 4 ქულით ლიდერობდა) ტელევიზიამ არ აჩვენა, იმისათვის რომ ეს თამაში გვენახა ბარში მოგვიწია წასვლა და იქ ყურება. ანუ ბარმაც იხეირა, საკაბელო ტელევიზიამაც და რა თქმა უნდა ფეხბურთის ფედერაციამაც კარგი მოგება მიიღო. ერთადერთი რამაც დაგვაწყნარა მაშინ ბარსას 6-2 მოგება და მალევე გაჩემპიონება მოყვა, კიდევ ერთ თვეში კი ლიგაც დაემატა.

  • La Pulga10
    schedule 19 აპრ 2025, 09:41
    #16

    გამოა*ლევეს კაცი

  • Gnbad
    schedule 19 აპრ 2025, 02:11
    #15

    2014 წელს ფედერაციამ მისცა უფლება რეალს რომ რამდენიმე დღით ადრე დაესვენათ ბაიერნთან თამაშამდე ტფუი ამათი მერე გამოხოტება 10 წლის ლუკა მადრიდისტა და იტყვის რეალს ებრძვიანო

  • Berlinetta♥
    schedule 19 აპრ 2025, 01:02
    #14

    ციტატა: Visca barca

    ციტატა: Berlinetta♥
    სადღაც წავიკითხე, ბართომეუს ერადან მხოლოდ სამი ფეხბურთელი დარჩა და სამივე პრობლემააო , აბა გამოიცანით რომელი სამია ))


    ფატი, არაუხო, დე იონგი


    ბევრი ყოფილა , ალბათ შეძენილია ნაგულისხმები…
    დე იონგი , შტეგენი, არაუხო…
    საიმედო მცველობასთან ერთად, ყოველთვის ქონდა ლაფსუსები … მარა ახლა ძალიან ყვირის, პარიზთან მატჩი წითლამდე, რა კატასტროფა თამაში ქონდა, გასვლაზე ხომ საერთოდ ანალოგიური გოლი აჩუქა დემბელეს, რაც ახლა დორტმუნდს …
    საჰარრო ორთაბრძოლასაც თითქმის სულ აგებს, ბეტისთან მაგალითად …
    არადა დარწმუნებული ვიყავი ვან დაიკის დონეს დადებდა ერთ დროს …

  • Albicelecte
    schedule 19 აპრ 2025, 00:16
    #13

    აპრილის 19-ია უკვე,
    მე-7 მატჩს ატარებს ამ თვეში, საიდანაც 4 მოიგო, 1 ფრე და წააგო ის, რომელიც ვერ უწყვეტდა შედეგს;
    ამას დამატებული მარტში ჩატარებული 6 მატჩი+2 სანაკრებო, ჯამში 8 შეხვედრა, რომელიც ძალიან დამღლელი იყო და ყველა მაღალ დონეზე ჩაატარეს; ანუ; თვენახევარში ამ ფეხბურთელებმა 14 მატჩი ჩაატარეს, მე-15 ატარებენ, ანუ საშუალოდ ყოველ 3 დღეში 1;
    სიგიჟეა
    და ცენტრი იყო დალეწილი, ოლმო, ბერნალი, კასადო, ცოტა გავიც კოჭლობდა…
    ინტერს გადაბმულად 3 ურთულესი მატჩი აქვს და 30-ში მთლად დასვენებული ვერ იქნება;
    ბოლონია, მილანი, რომა; თან დერბიში შეიძლება 90 წუთიც კი არ ეყოს, 1/2 ფინალია…
    ასე, რომ შეიძლება პირიქით, აქეთ იყოს უპირატესიობა

  • JustBarcaLover
    schedule 18 აპრ 2025, 23:57
    #12

    ფლიკმა იმენა აჯვა და აჯვა ფედერაციას

  • Visca barca
    schedule 18 აპრ 2025, 23:36
    #11

    ციტატა: Bakero

    ციტატა: Visca barca

    ციტატა: Berlinetta♥
    სადღაც წავიკითხე, ბართომეუს ერადან მხოლოდ სამი ფეხბურთელი დარჩა და სამივე პრობლემააო , აბა გამოიცანით რომელი სამია ))


    ფატი, არაუხო, დე იონგი


    თუ ტერ შტეგენი /ფატი/არაუხო ?! უხსენებელი ბარსელონას პრეზიდენტი იყო 2014 წლის 23 იანვრიდან 2020 წლის 27 ოქტომბრამდე ! მანამდე უხსენებელი (სანდრო როსელის დროს 2010-2014) ვიცე პრეზიდენტი იყო ….ტერ შტეგენი გუნდში 2014 წლის ზაფხულიდანაა ფატი გუნდში 2019 წლის 25 აგვისტოდანაა არაუხო მხოლოდ 2020 წლის ზაფხულში გადაიყვანეს პირველ გუნდში ! დე იონგს ბარსაში დებიუტი ჰქონდა 2019 წლის 16 აგვისტოს ბილბაოს წინააღმდეგ "კამპ ნოუზე " ….


    ტერ შტეგენი დე იონგი შორის ვარჩევდი არ მახსოვდა ტერ შტეგენი თუ მაგის დროს მოიყვანეს გუნდში

  • Bakero
    schedule 18 აპრ 2025, 23:14
    #10

    ციტატა: Visca barca

    ციტატა: Berlinetta♥
    სადღაც წავიკითხე, ბართომეუს ერადან მხოლოდ სამი ფეხბურთელი დარჩა და სამივე პრობლემააო , აბა გამოიცანით რომელი სამია ))


    ფატი, არაუხო, დე იონგი


    თუ ტერ შტეგენი /ფატი/არაუხო ?! უხსენებელი ბარსელონას პრეზიდენტი იყო 2014 წლის 23 იანვრიდან 2020 წლის 27 ოქტომბრამდე ! მანამდე უხსენებელი (სანდრო როსელის დროს 2010-2014) ვიცე პრეზიდენტი იყო ….ტერ შტეგენი გუნდში 2014 წლის ზაფხულიდანაა ფატი გუნდში 2019 წლის 25 აგვისტოდანაა არაუხო მხოლოდ 2020 წლის ზაფხულში გადაიყვანეს პირველ გუნდში ! დე იონგს ბარსაში დებიუტი ჰქონდა 2019 წლის 16 აგვისტოს ბილბაოს წინააღმდეგ "კამპ ნოუზე " ….

  • CHEPE
    schedule 18 აპრ 2025, 23:13
    #9

    ციტატა: cruyff9

    ციტატა: me da barca
    ტებასს შენი ოჯახი რომ მოვიკითხე, მეტი სხვანაირად რა გითხრას შე ნაგავო კაცო. ვალიადოლიდთან წინა დღეს 16:00 სათზე იყო ჩანიშნული და მეორე დღის 23:00 გადაიტანა ამ **ზის გაგდებულმა ბებერმა იდიოტმა.


    გინდ ტებასი იყოს გინდ სხვა ბარსას 120 წელია ებრძვიან😭😭


    მაგას ვიძახი ძმაო ყველგან დარსების დღიდან ებრძვიან მითუმეტეს ეს მერე გამოჩეკილი რეალი და ახლა რომ პირველ ნომრად მოაქვს თავი დავასხი თავზე მაგათ ძალად შექმნილ ისტორიას… 5 ლიგა რომ მიაყოლა და მერე მე6 იმის მერე 35 წელი ვერ იგებდა ლიგას თქო და ბარსამ როდის მოიგო ლიგა იციიოო??🙇‍♂️🤦‍♂️ ის კი ავიწყდებათ რა დღეში ყავდა კატალონია ესპანეთს და რას უშვებოდნენ ბარსელონას და ზოგადად თუ სადმე კატალონიური რამე არსებობდა ანგრევდნენ. კლუბს ხელახალი ფეხზე წამოდგომა ჭირდებოდა სულ 2 ჯერ გავიდა ლიგის ფინალში 1 სტიაუამ აჯობა 1 კაპელოს მილანმა და 1 კი მოიგო ასე თუ ისე მაინც მიაღწიეს ამ ყველაფერს იმის ფონზე რომ ზურგს არავინ უმაგრებდა არასდროს… და ამ საუკუნეში მსაჯელონა რომ შეარქვეს ჯერ გადახედონ რეალის ისტორიად დღემდე და ვის კრიშავდნენ გაახილონ თვალები და ვის ედგა მსაჯი სულ ბარსელონას თუ რეალს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 18 აპრ 2025, 23:11
    #8

    და ამის ფონზე, კიდევ რომ მსგავს შედეგებს ვდებთ, თანაც ბავშვთა გუნდით, აი ესაა სასწაული. არ გააქციონ ფლიკი ესპანეთიდან ასეთი დამოკიდებულებით, ერთი ეს მაწუხებს

  • B.L.A.U.G.R.A.N.A
    schedule 18 აპრ 2025, 23:06
    #7

    ციტატა: Nikabedinadze
    ჰანსი ფლიკიც მწყობრიდან გამოიყვანეს. მოკლედ სეზონის ბოლომდე ყვენაირად ხელს შეგვიშლიან.
    სიტგესი რა არის?


    ბარსელონასთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქია, რომელილიც დიდ პოპულოარობით სარგებლობს ტურსიტებშიც და ადგილობრივებშიც. ალბათ დროს ტარება ევასება ჟიულს ))

  • cruyff9
    schedule 18 აპრ 2025, 23:00
    #6

    ციტატა: me da barca
    ტებასს შენი ოჯახი რომ მოვიკითხე, მეტი სხვანაირად რა გითხრას შე ნაგავო კაცო. ვალიადოლიდთან წინა დღეს 16:00 სათზე იყო ჩანიშნული და მეორე დღის 23:00 გადაიტანა ამ **ზის გაგდებულმა ბებერმა იდიოტმა.


    გინდ ტებასი იყოს გინდ სხვა ბარსას 120 წელია ებრძვიან😭😭

  • Visca barca
    schedule 18 აპრ 2025, 22:46
    #5

    ციტატა: Berlinetta♥
    სადღაც წავიკითხე, ბართომეუს ერადან მხოლოდ სამი ფეხბურთელი დარჩა და სამივე პრობლემააო , აბა გამოიცანით რომელი სამია ))


    ფატი, არაუხო, დე იონგი

  • Berlinetta♥
    schedule 18 აპრ 2025, 22:24
    #4

    სადღაც წავიკითხე, ბართომეუს ერადან მხოლოდ სამი ფეხბურთელი დარჩა და სამივე პრობლემააო , აბა გამოიცანით რომელი სამია ))

  • Nikabedinadze
    schedule 18 აპრ 2025, 22:13
    #3

    ჰანსი ფლიკიც მწყობრიდან გამოიყვანეს. მოკლედ სეზონის ბოლომდე ყვენაირად ხელს შეგვიშლიან.
    სიტგესი რა არის?

  • Tsukuyomii27
    schedule 18 აპრ 2025, 22:09
    #2

    წარმოგიდგენიათ რა ტრ***** არის ლა ლიგა ასეთი კაციც რო აალაპარაკეს😀

  • me da barca
    schedule 18 აპრ 2025, 22:05
    #1

    ტებასს შენი ოჯახი რომ მოვიკითხე, მეტი სხვანაირად რა გითხრას შე ნაგავო კაცო. ვალიადოლიდთან წინა დღეს 16:00 სათზე იყო ჩანიშნული და მეორე დღის 23:00 გადაიტანა ამ **ზის გაგდებულმა ბებერმა იდიოტმა.