workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალესანდრო ბასტონი ბარსელონას ლოდინით დაიღალა

ალესანდრო ბასტონი ბარსელონას ლოდინით დაიღალა

ფერან მარტინესის ინფორმაციით, ალესანდრო ბასტონი “ბარსელონას” მხრიდან ქმედითი ნაბიჯების ლოდინით დაიღალა.

იტალიელმა მცველმა კატალონიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმებას ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში მიაღწია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად სამწვრთნელო შტაბის სურვილისა, გუნდს უმაღლესი დონის ცაცია ცენტრალური მცველი დაემატოს, ისინი ასევე დიდ ყურადღებას სისწრაფეს აქცევენ. ჰანსი ფლიკის ტაქტიკა მაღალ პრესინგსა და წინ წაწეულ დაცვის ხაზს ეფუძნება, ასეთ დროს კი სივრცეების დასაფარად სისწრაფე აუცილებელია. ბასტონი ელიტურ მცველებს შორის ყველაზე სწრაფი არ არის. ამის გამო კლუბი სხვა ალტერნატივებსაც განიხილავს, მათ შორის ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც ცაციები არ არიან.

ბასტონი უკვე კვირებია ელოდება, რომ “ბარსელონა” “ინტერს” ოფიციალური შეთავაზებით მიმართავს, რათა თავად ფეხბურთელიც დაეხმაროს კლუბებს სატრანსფერო თანხის შემცირებაზე მოლაპარაკებაში. თუმცა, ნებისმიერი ოპერაცია ამჟამად ჰანსი ფლიკის საბოლოო დასტურს ელოდება.

მცველს სურს, რომ დეკუსა და, რაც მთავარია, ფლიკისთვის საკვანძო მოთამაშე იყოს, რადგან გუნდში გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს. თავდაპირველად ფეხბურთელი დათანხმდა ლოდინს, რადგან “ბარსელონა” და “ინტერი” ტიტულებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ახლა, როცა ლა ლიგა პრაქტიკულად განაღდებულია, შეთავაზება მაინც არ ჩანს.

ბასტონის “ბარსელონაში” გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში სურს, თუ მწვრთნელის სრულ ნდობას იგრძნობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არანაირი პრობლემა არ აქვს “ინტერში” დარჩენასთან დაკავშირებით. მეტიც, ერთადერთი კლუბი, რომლის გამოც ის “ინტერს” დატოვებდა, სწორედ “ბარსელონაა”. ეს ყოველთვის მისი მიზანი იყო და ჯერჯერობით ამ პოზიციაზე რჩება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 07 მაი 2026, 02:58
    #19

    ამასობაში სენესის დაბევება ვის უნდა რომ იცოდეთ გასკდებით სიცილით 😀 ტოტენჰემს! იმიტომ რომ გავარდნის შემთხვევაში შეიძლება ვან დე ვენიც გაუშვან და რომეროც მაგრამ ტოტენჰემზე მნიშვნელოვანი არის ლივერპული რომელიც ასევე დაინტერესებულია მაგ ტრანსფერით ასე რომ ძალიან დიდი შანსია bye bye Marcos Senesi არადა 22 მილიონი უწერია

    • me da barca
      me da barca ლეგენდა
      schedule 07 მაი 2026, 15:12
      #22

      ჩემი აზრით ტოტენჰემი არ გავარდება, ვესტ ჰემი გავარდება. 3 თამაში დარჩათ, ტოტენჰემი 1 ქულით უსწრებს და ლიდსს ხვდება, ხოლო ვესტ ჰემი არსენალს ღებულობს. არსენალს დასაკარგი ქულები არააქვს სიტი ტრ*ზე აზის. თუ ტოტემ მოიგო და ვესტ ჰემმა წააგო, მერე 2 თამაშში 4 ქულას არ გაანიავებს.

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    schedule 06 მაი 2026, 22:20
    #15

    ესენი ვერ არიან არაცაცია მცველმა რაც ქნა ინტერთან გამოჩნდა 2 მცველია საყიდელი ისედაც ბლიად

  • FICXE
    FICXE ახალბედა
    schedule 06 მაი 2026, 20:19
    #14

    სენესი მოიყვანონ უფასოდ ეს თუ ვერა

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 06 მაი 2026, 23:21
      #17

      სენესს მოიყვანენ თუ ერთი უჯრედი მაინც უმუშავებთ თავში. ბასტონი და ვარკვლავი მცველის მომყვანები არ არიან. ტოტენჰემი არც ჰოლანდიელს მოვცემს 70 ზე ნაკლებად რომელიც არც ღირს მაგდენი და არაუხოზე ქაჯია, არც რომეროს 50 ნაკლებად რომელიც მემარჯვენეა და თან საშუალო მცველი და ვუსკოვიჩს საერთოდ ან არ დათმობს ან 80 გაყიდის რეალში ან სხვა ინგლისურ გრანდში. ბასტონის ტრუსებს არ დაასუნინებს დეკოს 60 მილიონად მაროტა😆😁 და ამათ 60 ც ეძვირებათ. ასე რომ სენესიც თუ გამაზეს უნდა დაადგე პადიესთან ლაპორტას და გაასხმევინო ტვინი. სადაა უბრალოდ პატრონი თორე🐀🤮

  • jack slater
    jack slater ლეგენდა
    schedule 06 მაი 2026, 20:12
    #13

    2009 წლის 6 მაისი. ინიესტას სასწაული გოლი ჩლენსის კარებში,მაშინაც ოთხშაბათი იყო.
    17 წელი გასულა😱🤔

    • Frenkie de Jong_
      Frenkie de Jong_ ვეტერანი
      schedule 06 მაი 2026, 23:26
      #18

      შარშანდელი 6 მაისიდანაც 1 წელი , არადა როგორი იმედიანად ვიყავი შარშან რადგან მაგ გოლის წლისთავი იყო

    • Lasha Mamuladze
      Lasha Mamuladze გულშემატკივარი
      schedule 07 მაი 2026, 08:26
      #20

      კარგად მახსოვს დივნიდან რო გადავხტი ზედ ჭაღზე შემოვრჩი, მეორე დღეს კი ხმა საერთოდ არ მქონდა..ეჰჰ 15 წლის ვიყავი, მგონია გუშინ იყო ეგ ყველაფერი..🥹❤️💙

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 06 მაი 2026, 20:02
    #12

    ტრავმიანია კალაფიორი. სისწრაფე თუა პრიორიტეტი მაშინ ვან დე ვენი

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 06 მაი 2026, 18:59
    #10

    ტყვილია ალვარესი, ოსიმენიდა მარტინესი. ტყვილია ბასტონი, ვანდერვენი და ვუსკოვიჩი. ტყვილია გორდონი. ტყვილია რომ ბენფიკას მარცხენა შემტევი, ტყვილია აიაქსის მარცხენა შემტევი, ტყვილია ალკმაარის უნიჭიერესი ნახევარმცველი, ტყვილია ის ესპანელი ნახევრად რეალის საკუთრება რომ არის. არ ვიცი რაში და რატომ ჭირდებათ ჩვენთვის თვალებში ნაცრის შეყრა მაგრამ ზემოთ დაწერილი რომ 100% არის ტყვილი ჩემთვის ეს არის ფაქტი და ვერსად გავექცევით. სიმართლე არის თავისუფალი აგენტები ოღონდ არა ყველა, დაბალ ხელფასიანები და მათ შორის სილვა სიტიდან არ შედის, ეგ ტყვილია. სიმართლე არის ის რომ დიდი ალბათობით გაისად იმაზე სუსტი გუნდი გვეყოლება ვიდრე წელს, წელს კი იმაზე სუსტები ვიყავით ვიდრე შარშან. სიმართლე არის ის, რომ ყოველ წელს მოგვატყუებენ გაძლიერებაზე და ბოლოს ყოველ წელს დავსუსტდებით. მთავარი დარტყმები იქნება ჯერ ჰანს ფლიკის წასვლა და მერე იამალის. შენ დაუკაარ😆 მოვიდე ლაპორტეო ჭამე, სვი და იძინეო🖕🏿🐀

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 06 მაი 2026, 17:57
    #9

    დამპალი კაცი ეგ ბასტონი😆 რატომ არ აიღო ტრანსფარანტი და არ დაიწყო შიმშილობა ინტერის ოფისის წინ? ოჯახთან ერთად უნდა დაიწყის თან. ან პირი რომ ამოიკეროს რა უჭირს🤔 ვაი თქვენს პატრონს და ვისაც თქვენი კიდე ჯერა ის ხალხი ხომ საერთიდ მაოცებს😁

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 06 მაი 2026, 17:50
    #8

    კალაფიორიზე დაიწერა და იდეაში მაგის მოყვანა ჯობია,ორ პოზიციას ფარავს. მარა თუ არ გამოვიდა ცაციებში ეს რჩება ყველაზე ნირმ ვარიანტი. პლიუს სენესი გაასწორებდა უფასოდ მარა თუ არაუხო დატოვეს აღარ მოიყვანენ. ბერნანდუ ეს და ოსიმენი მოიყვანონ,მჯვლელი გუნდი ვართ.

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    schedule 06 მაი 2026, 15:43
    #7

    ამის პოზიცია და ემოცია მესმის მარა ფლიკი რა კაცია ყველას კარგად მოეხსენება, სანამ ბოლო ტურს არ ჩაატარებს ტრანსფერებზე არც კი დაფიქრდება ასე მგონია, სუფთა სისხლის გერმანელია და წარმოუდგენელია სხვანაირად მოიქცეს, მინიმუმ კლასიკომდე არც კი იფიქრებს ამ საკითხზე. ისე კი რაც მალე მიიღებენ გადაწყვეტილებებს მით უკეთესი იქნება, ჩვენ ბევრი ცვლილება გვჭირდება და ზაფხული დატვირთულია მსოფლიოს გამო, ან მერე ვის რა ფასი დაედება არავინ იცის, ასე რომ აქედანვე ყავდეთ ერთი ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაჯავშნილი კარგი იქნება.

    • MESSI 2017
      MESSI 2017 ვეტერანი
      schedule 06 მაი 2026, 22:22
      #16

      ბასტონი აუცილებლად დასათრევია მემარჯვენე მცველიცაა მოსაყვანი ვინმე გამოცდილი რო კუბარსისთან როტაციაში იყოს გრიმალდოც გვინდა აუცილებლად ვინმე ჩამშლელი და 2 ფორვარდი ამასობაში მე2 მეკარეც გვჭირდება უკვე

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 06 მაი 2026, 12:31
    #6

    გორდონზე იწერება ისე ბევრ გრანდს უნდა განსაკუთრებით ბავარია აქტიურობს მეც მომწონს მაგრამ გოლებში მოიკოჭლებს.

  • CHEPE
    CHEPE ვეტერანი
    schedule 06 მაი 2026, 11:49
    #4

    რამდენი უაზრო კომენტარები იწერება

    • CHEPE
      CHEPE ვეტერანი
      schedule 06 მაი 2026, 11:50
      #5

      კომენტარი კიარა სტატიები წაიღებენ აწი ტვინს

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 06 მაი 2026, 11:42
    #2

    ხოდა მაშინ გოჩოლეიშვილი-გადრანი-დვალიდან იქნებ მოეწონოს რომელიმე..ბასტონისაც არ ჯობიან თუ??

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 06 მაი 2026, 19:03
      #11

      ეხლა იხუმრე ვითომ შეენ😆 ზუსტად მაგ დონისას მოიყვანენ ეჭვი არ შეგეპაროს.🥺

      • Lasha Mamuladze
        Lasha Mamuladze გულშემატკივარი
        schedule 07 მაი 2026, 08:27
        #21

        ღმერთმა დაიფაროს მართლა გამართლდეს ეგ..მართლა ვიხუმრე 😄

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 06 მაი 2026, 11:40
    #1

    ამას ვყიდულობთ, თუ უმთავრდება კონტრაქტი?

    • Lasha Mamuladze
      Lasha Mamuladze გულშემატკივარი
      schedule 06 მაი 2026, 11:45
      #3

      ვყიდულობთ დეკუ-ლაპორტა თუ არ გვაბოლებს, როგორც მისი უდიდებულესობა ბიძინი..