ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში ბარსელონამ დორტმუნდს უმასპინძლა და 4-0 გაანადგურა.
გერმანელთა რბევა რაფინიამ დაიწყო, რომელმაც პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში ბრაზილიელმა ასისტიც მიითვალა და რობერტ ლევანდოვსკიმ შეაგდო. ამის შემდეგ, ბარსას შესანიშნავ კონტრშეტევას პოლონელის დუბლი მოჰყვა, ბოლოს კი მეტოქის კარის ბადე ლამინ იამალმაც შეარხია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბარსელონა 4-0 დორტმუნდი
⚽️ 1-0 | რაფინია 25’ (ბარსელონა)
⚽️ 2-0 | ლევანდოვსკი 48′ (ბარსელონა)
⚽️ 3-0 | ლევანდოვსკი 66’ (ბარსელონა)
⚽️ 4-0 | იამალი 77’ (ბარსელონა)
განმეორებითი მატჩი 15 აპრილს, გერმანიაში გაიმართება, თუმცა ეს შეხვედრას უკვე, პრაქტიკულად, ფორმალობაა.
ნახევარდაცვაში ვაჯობებთ უეჭველი მაგრამ დაცვას რა უნდა უყო დამფრისი დიმარკო ბასტონი აჩერბი ზომერი ყველა უმაღლესი დონეა
პირველი თამაში სად იქნება იტალაში თუ კატალონიაში? თუ გავიდა ინტერი ანუ ამ ბაიერნს ფეინორდიც კი უგებს
პირველი თამაში ბარსელონაში იქნება სამწუხაროდ
აი როგორ მინდა პუიოლი იყო მოედანზე რო ამ "მოცეკვავეებს" ეს ზანგური ცეკვები გადააჩვიოს და ანახოს საით უნდა წავიდნენ გოლის გატანის შემდეგ. ვინისიუსის და კამავინგას ტანცები მელანდება ხოლმე ამათი შემყურე.