მატიას დე ლიხტი: ბარსელონა დიდი კლუბია, ისევე, როგორც ბაიერნი

მატიას დე ლიხტი: ბარსელონა დიდი კლუბია, ისევე, როგორც ბაიერნი

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი მატიას დე ლიხტი "ბარსელონასთან" დღეს გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან საუბრობს.

რობერტ ლევანდოვსკის დონის ფეხბურთელი ყოველთვის უნდა დააფასო. მას "ბაიერნში" ძალიან კარგი წლები ჰქონდა და ახლა "ბარსელონაშიც" შესანიშნავად გამოიყურება. მისი მსგავსი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშის დროს ყოველთვის მზად უნდა იყო და ყველაფერს სწორად აკეთებდე.
დე იონგს ხშირად ვესაუბრები ხოლმე. სეზონის სტარტზე ის ბევრს არ თამაშობდა, მაგრამ ბოლო შეხვედრებში ფრენკი ისევ ათამაშდა. მის გამო მოხარული ვარ. ის დიდებული ფეხბურთელია, რომელიც როგორც "ბარსელონასთვის", ასევე ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი წევრია.

"ბარსელონა" დიდი კლუბია, ისევე, როგორც "ბაიერნი". ამ გუნდების პირველ შეხვედრაში კატალონიელებმა ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარეს. "ბარსას" კარგი ფილოსოფია აქვს და ბურთს ხშირად ფლობს. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მეორეში კარგად გამოვიყურებოდით.

"ბარსა" ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ფეხბურთელები კარგად ვითარდებიან. წინ რთული თამაში გველის. დარწმუნებული ვარ, "ინტერის" შედეგის მიუხედავად ჩვენი მეტოქე მოტივირებული იქნება. ძალიან კარგად მომზადებულები უნდა ვიყოთ.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 ოქტომბერი 2022 18:09
    0
    მერე ეგ არის ლევანდოვსკის დაფასება, ფეხები რო ლამის მოამტვრიე?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ოქტომბერი 2022 23:07
    0
    ამას ვკითხულობ, საუბრობს ლევანდოვსკიზე და პარალელურად მაისური შემოახია კინაღამ ლევანას ამ ვირმა.