workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
3 - 0
ასტონ ვილა ლოგო

ასტონ ვილა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 7'sports_soccer რაფინია 52'sports_soccer რაფინია 64'sports_soccer
ბრწყინვალე ქამბექი მადრიდში — ბარსელონამ ატლეტიკო დაამარცხა

ბრწყინვალე ქამბექი მადრიდში — ბარსელონამ ატლეტიკო დაამარცხა

ლა ლიგის 28-ე ტურში, ბარსელონა გასვლაზე ატლეტიკოს დაუპირისპირდა და ბრწყინვალე ქამბექი შემოგვთავაზა – კატალონიური გრანდი 2025 წელს, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით, კვლავ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია.

პირველი ტაიმის მიწურულს ბარსას კონტრშეტევა გაეპარა და ჯულიანო სიმეონეს პასით ხულიან ალვარესმა (45′) “როხიბლანკო” დააწინაურა, მეორე ნახევარში კი “ბლაუგრანას” მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ვინაიდან, 70-ე წუთზე, კონორ გალაგერის ასისტით ალექსანდრ სორლოტმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მიუხედავად ამისა, ჰანსი ფლიკის შეგირდებმა 1 გოლი მალევე, 2 წუთში გაქვითეს – ინიგო მარტინესის ჩაწოდების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ ბურთი მკერდზე მიიღო და შესანიშნავი დარტყმით შეაგდო. 78-ე წუთზე, რაფინიას ასისტით ფერან ტორესმა წონასწორობა აღადგინა, 92-ე წუთზე კი ლამინ იამალმა ბარსელონა საერთოდ წინ გაიყვანა. მატჩის მიწურულს ტორესმა (90+8′) დუბლი შეასრულა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა: 4-2!

ატლეტიკო 2-4 ბარსელონა | გოლები:1-0 ალვარესი 45′, 2-0 სორლოტი 70′, 1-2 ლევანდოვსკი 72′, 2-2 ტორესი 78′, 2-3 იამალი 90+2′, 2-4 ტორესი 90+8′

მეტროპოლიტანოზე მოგების შემდეგ ბარსელონამ 60 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე იმყოფება. ასევე 60 ქულაა რეალ მადრიდის აქტივშიც, მაგრამ ბარსა “ლოს ბლანკოსს” ბურთების სხვაობით სჯობნის და თანაც, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ჰანსი ფლიკის გუნდს მომდევნო მატჩი 30 მარტს, ჟირონას წინააღმდეგ ელის. მონჟუიკზე გასამართი შეხვედრა სტარტს 18:15 საათზე აიღებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • ზებულონი
    schedule 20 მარ 2025, 18:24

    ბატსა ჩემპიოონ

  • nika 54
    schedule 17 მარ 2025, 14:10

    ციტატა: me da barca
    დაუსვა თუ არა მსუქანი წერტილი ბარსამ ატლეტიკოს დაუმარცხებელ სერიას შიგ ვანდაზე?!
    იგევა გაუკეთა რეალსაც (0:4).


    მაგარია სერია იყო 14 თამაში, ბარსა სეზონები არ აგებდა ხოლმე სახლში.

  • Rick Sanchez
    schedule 17 მარ 2025, 08:41

    ძაან კაი ქამბექი იყო, 70 წუთში რაც ნერვები მიშალეს, ამოიღეს ბოლო 20 წუთში ერთიანად.

  • Finalbarca
    schedule 17 მარ 2025, 06:20

    რაც მაგრები ვართ ლამინია მისტები ვართ და ასევე ჯორჯ მიქაუტაძეები

  • Albicelecte
    schedule 17 მარ 2025, 04:05

    ასეთი მოგება უფრო გემრიელია barca-3

  • ChuxrELia
    schedule 17 მარ 2025, 03:00

    ეს იყო თამაში, ეს იყო მენტალიტეტი და ეს იყო რაც შენია შენია. ეს იყო შესნი რო არ აგებს ის თამაში 😎

  • me da barca
    schedule 17 მარ 2025, 02:59

    დაუსვა თუ არა მსუქანი წერტილი ბარსამ ატლეტიკოს დაუმარცხებელ სერიას შიგ ვანდაზე?!
    იგევა გაუკეთა რეალსაც (0:4).