workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ასტონ ვილა ლოგო

ასტონ ვილა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ლეო მესი ხესუს დე მიგელის გარდაცვალებას გამოეხმაურა

ლეო მესი ხესუს დე მიგელის გარდაცვალებას გამოეხმაურა

bolt მოკლედ
ლიონელ მესიმ "ტენერიფეს" 30 წლის თავდამსხმელის, ხესუს დე მიგელის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა. არგენტინელმა ფეხბურთელმა Instagram-ზე ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა.

ლიონელ მესი “ტენერიფეს” თავდამსხმელის, ხესუს დე მიგელის ტრაგიკულ გარდაცვალებას გამოეხმაურა. “ინტერ მაიამის” კაპიტანმა სოციალურ ქსელში ფეხბურთელის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.

როგორც Mundo Deportivo წერს, არგენტინელმა ვარსკვლავმა Instagram-ის ისტორიაში გარდაცვლილი ფეხბურთელის ფოტო გამოაქვეყნა და ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა.

“სიტყვები არ მყოფნის. გულწრფელად ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს და ამ მძიმე დროს დიდ ძალას ვუსურვებ. მშვიდად განისვენოს”, – დაწერა მესიმ.

30 წლის ხესუს დე მიგელმა მძიმე დაზიანება 2 ნოემბერს, ესპანეთის მეორე დივიზიონის მატჩში მიიღო, როდესაც “ანდორას” მეკარეს, ხესუს ოვონოს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ თავდამსხმელს გული გაუჩერდა. მას მოედანზევე აღმოუჩინეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამწუხაროდ, ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს. “ტენერიფემ” მისი გარდაცვალება 3 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურა.

მესის სამძიმარი ფეხბურთის სამყაროში გავრცელებულ მრავალ გამოხმაურებას შეუერთდა. ტრაგიკულმა შემთხვევამ ესპანურ და საერთაშორისო საფეხბურთო საზოგადოებაში დიდი მწუხარება გამოიწვია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი