workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ასტონ ვილა ლოგო

ასტონ ვილა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ლაპორტა, პედრი, პიკე და სხვა ბარსელონელები ხესუს დე მიგელს ემშვიდობებიან

ლაპორტა, პედრი, პიკე და სხვა ბარსელონელები ხესუს დე მიგელს ემშვიდობებიან

bolt მოკლედ
30 წლის ხესუს დე მიგელის ტრაგიკულ გარდაცვალებას გამოეხმაურნენ ჟოან ლაპორტა, პედრი, ირენე პარედესი, ჟერარ პიკე და "ბარსელონასთან" დაკავშირებული სხვა ცნობილი სპორტსმენები. მათ გარდაცვლილის ოჯახსა და "ტენერიფეს" სამძიმარი გამოუცხადეს.

“ტენერიფეს” თავდამსხმელის, ხესუს დე მიგელის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მთელი საფეხბურთო სამყარო შეძრა. 30 წლის ფეხბურთელი 3 ნოემბერს, “ანდორასთან” მატჩში მეკარე ხესუს ოვონოსთან მძიმე შეჯახების შემდეგ გარდაიცვალა. სამძიმრის არაერთი წერილი გავრცელდა “ბარსელონას” წარმომადგენლებისა და კლუბის ყოფილი ფეხბურთელების მხრიდანაც.

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მომხდარის შესახებ ჩემპიონთა ლიგაზე “ასტონ ვილასთან” მატჩის წინ, კლუბების ხელმძღვანელთა ტრადიციული სადილის დაწყებამდე ისაუბრა.

“ხესუს დე მიგელის გარდაცვალებამ შეგვძრა. ეს ტრაგედიაა და, როგორც “ბარსელონას” პრეზიდენტი, კლუბის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, თანაგუნდელებს, “ტენერიფესა” და მის გულშემატკივრებს. მომხდარმა ჩვენზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. პატივს მივაგებთ მის ხსოვნას, როგორც სპორტსმენისას, და თანადგომას ვუცხადებთ მის ოჯახს”.

განსაკუთრებით ემოციური იყო პედრის გამოხმაურება. “ბარსელონას” ნახევარმცველი წარმოშობით ტენერიფედანაა და მშობლიური კუნძულის გუნდის ფეხბურთელის გარდაცვალებას Instagram-ზე გამოეხმაურა.

“ხესუს დე მიგელის გარდაცვალებამ უსიტყვოდ დამტოვა. მთელი გულით ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და “ტენერიფეს” დიდ ოჯახს. მას უდიდესი პატივისცემით გავიხსენებ. მშვიდად განისვენე”.

სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა “ბარსელონას” ქალთა გუნდის ფეხბურთელმა ირენე პარედესმაც.

“არის მომენტები, როდესაც სიტყვები ზედმეტია და მხოლოდ გულით თანადგომა რჩება. ასეთ რთულ დროს მთელი გულით ვეხვევი ხესუს დე მიგელის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. მშვიდად განისვენე, ხესუს”.

გარდაცვლილ ფეხბურთელს გამოემშვიდობა “ბარსელონას” ლეგენდარული მცველი ჟერარ პიკეც, რომელიც ამჟამად “ანდორას” მთავარი აქციონერია. პიკე ტრაგიკული შემთხვევის დროს სტადიონზე იმყოფებოდა, მოგვიანებით კი საავადმყოფოშიც მივიდა.

“მთელი გულით ვწუხვარ. მშვიდად განისვენე, ხესუს”.

სამძიმარი გამოთქვა “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმაც, რომელიც ასევე კუნძულ ტენერიფეზეა დაბადებული.

“ხესუსის გარდაცვალებამ ძალიან დამამწუხრა. მთელ ჩემს სიყვარულსა და თანადგომას ვუგზავნი მის ოჯახსა და მეგობრებს ამ აუნაზღაურებელი დანაკარგის გამო. მთელი გულით ვეხვევი “ტენერიფეს” დიდ ოჯახს”.

სამძიმრის წერილი გაავრცელა “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდის ყოფილმა ვარსკვლავმა პაუ გასოლმაც.

“რა დიდი მწუხარებაა… სიტყვები არ მყოფნის. მშვიდად განისვენე, ხესუს. მთელი ჩემი სიყვარული და თანადგომა მის ახლობლებსა და “ტენერიფეს” დიდ ოჯახს ამ უმძიმეს წუთებში”.

გარდაცვლილ ფეხბურთელს სოციალურ ქსელებში გამოემშვიდობნენ ლამინ იამალი, მარკ ბარტრა, მარკ კუკურელია და “ბარსელონასთან” წარსულში დაკავშირებული სხვა ფეხბურთელებიც.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ოფიციალური სამძიმრის განცხადება გაავრცელა, ხოლო ლიონელ მესიმ გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს Instagram-ის საშუალებით მიუსამძიმრა.

ხესუს დე მიგელის ხსოვნას პატივს მიაგებენ “ბარსელონასა” და “ასტონ ვილას” შორის ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდეც. UEFA-ს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში ევროტურნირების ყველა შეხვედრას წუთიერი დუმილი უძღვის წინ. “კამპ ნოუზე” წუთიერი დუმილით ასევე გაიხსენებენ ურდასთან მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 03 ნოე 2026, 21:49

    ეს არის მაგალითი იმ ნაჯახი ფეხბურთელებისთვის, თუ როგორ არ უნდა ითამაშო.