“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჰანსი ფლიკის გუნდმა “კამპ ნოუზე” “ასტონ ვილა” 3-0 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს, როდესაც ლამინ იამალმა ჟოაუ გომეშის შეცდომით ისარგებლა. მიუხედავად სწრაფი უპირატესობისა, პირველი ტაიმი კატალონიელებისთვის მარტივი არ ყოფილა. “ასტონ ვილა” სახიფათოდ უტევდა, თუმცა ჟოან გარსიამ გუნდი გაშვებული გოლისგან რამდენჯერმე იხსნა.
მეორე ნახევარში “ბარსელონამ” თამაშზე კონტროლი დაამყარა. 52-ე წუთზე ფერმინ ლოპესის გადაცემის შემდეგ რაფინიამ უპირატესობა გაზარდა, 64-ე წუთზე კი ჟოაუ კანსელუს შესანიშნავი პასით ისარგებლა და დუბლი გაიფორმა.
გამარჯვებას ერთი უსიამოვნო ამბავიც ახლდა: როდრიმ დისკომფორტის გამო შესვენებაზე მოედანი დატოვა და მის ნაცვლად მარკ ბერნალი შემოვიდა.
საბოლოოდ, “ბარსელონამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 18 მატჩში გაშვებული გოლის შემდეგ კარი პირველად შეინახა მშრალად.




ეგრევე არ მომეწონა როდრი, რომ შეცვალა მეორე ტაიმში, ეგ არ იყო უბრალოდ სურვილით გაკეთებული შეცვლა.
ცალი ფეხით მოიგეს კარგია ატლეა წინ ისე კი მართლა ძალიან რთული კალენდარი გამოდის იმედია ტრავმების გარეშე გადავაგორებთ ✌🏻
ვეხუტუნე რაფინიას
ნორმალური მატჩი იყო თავი არ შეაკლეს, სწორი გათვლა იყო ფლიკისგან ძლივს მიხვდა, რომ ასეთ გუნდებთან ვენების გადაჭრაა არაა საჭირო როდესაც ბევრად მნიშვნელოვანი მატჩები გაქვს კალენდარში.
დაცვა ისევ კატასტროფა იყო უბრალოდ ასტონ ვილას რაზვალი ჰქონდა მორღვეული იმ დონეზე, რომ ფერან ტორესი უკეთ დაარტყამდა ვიდრე მთელი ასტონ ვილა დღეს.