ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი უილიამი და მისი უფროსი ვაჟი, პრინცი ჯორჯი 3 ნოემბერს “ბარსელონასა” და “ასტონ ვილას” შორის ჩემპიონთა ლიგის მატჩს დაესწრებიან.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა უკვე მიიღო ოფიციალური დასტური, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები შეხვედრას “სპოტიფაი კამპ ნოუს” საპატიო ლოჟიდან უყურებენ.
მეფე ჩარლზ III-ისა და გარდაცვლილი პრინცესა დაიანას უფროსი ვაჟი “ასტონ ვილას” დიდი გულშემატკივარია. უილიამი ბირმინგემულ გუნდს ევროპულ ტურნირებზე ხშირად დაჰყვება და მის მატჩებს შვილთან ერთადაც ესწრება.
საპატიო ლოჟაში სტუმრებს “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა უმასპინძლებს. ინგლისური კლუბის მთავარი წარმომადგენელი კი საფეხბურთო მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი დამია ვიდაგანი იქნება.
შეხვედრას დაესწრება რაფა ბენიტესიც, რომელმაც 2005 წელს “ლივერპულთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ესპანელი მწვრთნელი მატჩზე უეფას დამკვირვებლის სტატუსით იქნება. ასევე მიწვეულნი არიან უეფას დელეგატი ვიტო დი ჯოია, მსაჯთა დამკვირვებელი თომას აინვალერი და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, 1977 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი ალან სიმონსენი.
საპატიო სტუმრებს შორის იქნებიან ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი კატალონიაში ხოსე კრესპინი, კატალონიის მთავრობის წევრი ოსკარ ორდეიგი, ბარსელონის მერიის სპორტის საკითხებზე პასუხისმგებელი დავიდ ესკუდე, კატალონიის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დავიდ პერესი და პარლამენტის მდივანი გლორია ფრეიშა.
მათ შეუერთდებიან კატალონიის მთავრობის წარმომადგენელი ბარსელონაში პილარ დიასი, კატალონიის პოლიციის ხელმძღვანელი მანუელ როდრიგესი, დიდი ბრიტანეთის ვიცე-კონსული ანაბელ სპროუტი და ევროპული საფეხბურთო კლუბების ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩარლი მარშალი.
ბიზნესისა და საზოგადოებრივი ცხოვრების წარმომადგენლებიდან მატჩზე მიწვეულნი არიან Grup Damm-ის გენერალური დირექტორი ხორხე ვილიავეკია, Banc Sabadell-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ არმენგოლი, ბარსელონის სამეფო სამხატვრო წრის პრეზიდენტი ჟოზეპ ფელიზ ბენტსი და ცნობილი შეფმზარეული კიკე დაკოსტა, რომლის რესტორნებსაც ჯამში Michelin-ის 7 ვარსკვლავი აქვთ.
ხელოვნებისა და გართობის სფეროდან მატჩს დაესწრებიან დიჯეი და მოდელი სიტა აბელიანი, მუსიკალური ჯგუფის The Tyets წევრები ორიოლ დე რამონი და ჩავიე კოკა, ასევე მსახიობი და მუსიკოსი ლეიტი სენე.
შეხვედრას “ბარსელონას” სხვადასხვა სპორტული გუნდის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მათ შორის იქნებიან კალათბურთის გუნდის წევრები ჩავი პუჟოლი, ჟოელ პარა და ჯოშ ნებო, ფუტსალის წარმომადგენლები ხავი როდრიგესი და ლუსიანო გაუნა, ასევე ქალთა საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელები ესმე ბრუგტსი და რენე ვან ასტენი.
საპატიო ლოჟაში იქნებიან კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ, ბოიან კრკიჩი, ენრიკ მასიპი, ხოსე რამონ ალეშანკო, ჟულიანო ბელეტი, ხუან მანუელ ასენსი, პერე ვალენტი მორა და ხესუს მარიანო ანგოი. მათ შეუერთდებიან “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ამადორ ლორენსო და მწვრთნელი კარლოს ვისენსი.




forum კომენტარები (0)