workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დორტმუნდს დაუპირისპირდება

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დორტმუნდს დაუპირისპირდება

ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი 1/4-ფინალური წყვილი გაირკვა – ბარსელონა, რომელმაც გუშინ მერვედფინალიდან ბენფიკა გააგდო, დორტმუნდს დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა 8 აპრილს, ბარსელონაში გაიმართება, განმეორებით მატჩს კი 15 აპრილს გერმანია უმასპინძლებს.

ბორუსიამ დღეს ტურნირს ლილი გამოთიშა – გერმანიაში ფრედ (1-1) დასრულებული მატჩის შემდეგ, საფრანგეთში გამართული დაპირისპირება ნიკო კოვაჩის შეგირდების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

ბარსელონა-დორტმუნდის გარდა, ასევე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში ერთმანეთს ბაიერნი და ინტერი დაუპირისპირდებიან – ამ წყვილებს შორის გამარჯვებულები კი ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან.

დანარჩენი წყვილებიც დღეს გაირკვევა. პარი სენ-ჟერმენი შემდეგ ეტაპზე გუშინ გავიდა, ცოტა ხანში კი ატლეტიკო-რეალ მადრიდი, ასტონ ვილა-ბრიუგე და არსენალი-პსვ დაიწყება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (157)

  • Wtfman123
    schedule 13 მარ 2025, 08:39

    ისე ჩვენთვის კარგი მოხდა რო დამატებითში გადავიდა გადაიწვნენ ატლსტიკოს ფეხბურთელები და კვირას ძაან დაღლილები იქნებიან. უეჭველი მოსაგები გვაქ კვირას

  • C.PC5
    schedule 13 მარ 2025, 08:37

    იმსახურებდა ატლეტიკო გამოვარდნას, სიმეონე პირველ რიგში, უბრალოდ რამდენჯერ ვერ უნდა ისწავლო და გაიგო რო არ ვარგა ეგ პრაგმატიზმი და პირველ რიგში რეალთან არ ვარგა, ნუ რაღა პრაგმატიზმი ავტობუსი ჩააყენეს ისევე გუშინ, ეგ პრაგმატიზმი არაა ჩემი აზრით, ბალერინების დამარცხების ერთადერთი გზაა რო განმეორებით შეხვედრაშ 90 წუთის განმავლობაში არ ამოასუნთქო, იცვლებიან მწვრთნელები, ფეხბურთელები და ა.შ მაგრამ ეგ რეალის ფილოსოფიაა რო მაინც რაღაცნაირად გაძვრეს, ძირითადშივე უმთავრებდა რეალი ვინისიუსს ის პენალტი რომ გაეტანა და ამ დოდოლა სიმეონემ მაგის მერეც ვერ გადაწყვიტა რო ბოლომდე წასულიყო შეტევაზე და რამენაირად მეორეც გაეტანა, იმ გოლის მერე ატლეტიკო უბრალოდ კურტუას ავარჯიშებდა თუ უტევდა, თუარადა უაზრობას თამაშობდნენ. გულდასაწყვეტი ისაა რო ახლა ატლეტიკო კოპაზე და ლალიგაზე დახარჯავს ბოლომდე ძალებს რამაც შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას, თორე ერთიც და მეორეც საცოდაობას თამაშობენ წელს და არა ფეხბურთს და რეალურად არცერთი არ იყო ლიგის მეოთხედფინალამდე მისვლის ღირსი.
    პ.ს ეგეთი ფეხბურთის თამაში გინდოდეს და პენალტებში არ ვარგოდე ცალკე სირცხვილი და უსწავლელი გაკვეთილია კიდევ სიმეონესთვის.

  • Mascerano
    schedule 13 მარ 2025, 08:13

    რეალის დამაარსებელი მოვდღან ბაზარი არაა, მაგრამ აქ. ატლეტიკოს რა პონტში ბალეშიკობდით? ბარსასთვის რეალზე მოგებბა უფრო მარტივია ვიდრე ატლეტიკოსთან

  • La Pulga10
    schedule 13 მარ 2025, 07:54

    ფინალში კლასიკო

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 13 მარ 2025, 04:14

    ციტატა: Football
    პენდრაგონი,
    ლოგიკას ვერ ხვდები და აზრიც ვერ გამოგაქვს, მე 2 ჯერ ვთქვი უკვე რომ თუ რეალი დაცვაში იჯდა მაშინ ბურთის ფლობა 68% ვერ ექნებოდს ფიზიკურად და შენ ჩამომითვალე გუნდები რომლებსაც ეგ ბურთის ფლობა შეტევაში თამაშის დროს აქვთ, ხვდები განსხვავებას? და ჯერესერთი უკვე მესამეჯერ ვამბობ და ფრჩხილებშიც ჩავსვი რომ არ მითქვამს კარგი შეტევა იყო თქო მე დავწერე რომ დაცვაში ჩამჯდარი რეალი კიარა ატლეტიკო იყოთქო და მაგას თუ ვერ ხვდები მაშინ თვალის ექმითან წადი სხვა რა გითხრა
    კაი ვერ გეტყვი? სტატისტიკა, პერფორმანსი კიდე რა გინდა? რამე დარჩა, ბელინგემი და ვალვერდე მთელ ბარსას სასტარტოს მირჩევნია

    პენდრაგონი,
    ეგ 1 შემთხვევა და ისიც მაგ დროს დაწერეს როდესაც ბარსას ფანი შევიდა იქ ტვინის სატ@ნავად და აქ არავინ არაფერს წერს ისე აფარებენ რეალს ყველაფერს, აბა გადახედე კომენტარებს ორივეგან, რეალის ფანები ყოველთვის იმ შეცდომებს უყურებენ თვალში და რაც მახსოვზ თვითონ ბარსაზე არაფერი უთქვიათ და ბარსას ფანები პირიქით ყველაფერში მართლები არიან და გუნდს შეცდომა არ დაუშვია და ყველა მიზეზ გარეშე რეალს აფარებენ

    ჯიგარო, შენ სიტყვები გაასწორე გირჩევ, “ლოგიკას ვერ ხვდები და აზრიც ვერ გამოგაქვს”, “თვალის ექიმთან წადი” – მაგ ტექსტებით ელაპარაკე იმას, ვისთანაც შესაბამისი ნაცნობური, ან მეგობრული ურთიერთობა გაქვს. დანარჩენი მე საიტზე არ დაგიწყებ არც “კაჩაობას” და არც შეურაცხყოფას, თუგინდა შეგხვდები ხვალვე და პირადად გამიმეორე ეგ ფრაზები, თუარადა დაგემშვიდობები.

  • Football
    schedule 13 მარ 2025, 04:05

    პენდრაგონი,
    ლოგიკას ვერ ხვდები და აზრიც ვერ გამოგაქვს, მე 2 ჯერ ვთქვი უკვე რომ თუ რეალი დაცვაში იჯდა მაშინ ბურთის ფლობა 68% ვერ ექნებოდს ფიზიკურად და შენ ჩამომითვალე გუნდები რომლებსაც ეგ ბურთის ფლობა შეტევაში თამაშის დროს აქვთ, ხვდები განსხვავებას? და ჯერესერთი უკვე მესამეჯერ ვამბობ და ფრჩხილებშიც ჩავსვი რომ არ მითქვამს კარგი შეტევა იყო თქო მე დავწერე რომ დაცვაში ჩამჯდარი რეალი კიარა ატლეტიკო იყოთქო და მაგას თუ ვერ ხვდები მაშინ თვალის ექმითან წადი სხვა რა გითხრა
    კაი ვერ გეტყვი? სტატისტიკა, პერფორმანსი კიდე რა გინდა? რამე დარჩა, ბელინგემი და ვალვერდე მთელ ბარსას სასტარტოს მირჩევნია

    პენდრაგონი,
    ეგ 1 შემთხვევა და ისიც მაგ დროს დაწერეს როდესაც ბარსას ფანი შევიდა იქ ტვინის სატ@ნავად და აქ არავინ არაფერს წერს ისე აფარებენ რეალს ყველაფერს, აბა გადახედე კომენტარებს ორივეგან, რეალის ფანები ყოველთვის იმ შეცდომებს უყურებენ თვალში და რაც მახსოვზ თვითონ ბარსაზე არაფერი უთქვიათ და ბარსას ფანები პირიქით ყველაფერში მართლები არიან და გუნდს შეცდომა არ დაუშვია და ყველა მიზეზ გარეშე რეალს აფარებენ

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 13 მარ 2025, 04:00

    ციტატა: Football
    პენდრაგონი,
    მე გეუბნები რომ არ არის ეგრე, კარგი რომ დავუბრუნდეთ რეალობას ვისაც გინდა პედრი იმას არჩივნე არა თუ გინდა ყველას არჩივნე მაგრამ საუკეთესოები მაინც ვალვერდე და ბელინგემია დღეს

    მარტო მაგას იძახი საუკეთესო ვალვერდე და ბელინგემია, მოდრიჩი სჯობს ამ სეზონში პედრისო, მაგრამ ერთი მიზეზი, ან კრიტერიუმი არ გითქვავს რატომ

  • Football
    schedule 13 მარ 2025, 03:59

    Neymar,
    ჩემთან მიჩვენებდა, მაგ პერიოდში 1ით მეტი აქვთ მოგებული ბარსას (4) და 2 მათგანში რონალდუს არც უთამაშია უბრალოდ ფაქტი ისარის რომ რეალს იმდენად არ აინტერესებს ლა ლიგა და თასები როგორც ჩლ, ზიდანს კარგი სტატისტიკს ქონდა ბარსასთან მითუმეტეს იცის როგორ გაწვრთნას ვარსკვლავები

  • MaestroXavi
    schedule 13 მარ 2025, 03:55

    არსენალს სიტიზე მარტივად მოუგებენ
    რაც შეეხება პსჟს შანსები აქვს მაგრამ მცირე

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 13 მარ 2025, 03:54

    ციტატა: Football
    Neymar,
    არა არა რაზე უნდა მოვიშალო პროსტა ცოტა არამოსაწონია იქ რომ საერთოდ არ აინტერესებთ აქ რა ხდება და აქ რეალს დედის გლანდს აფარებენ

    რავი ჰალაზე არ წერდნენ ინტერი და ბაიერნია ბარსასთან ფავორიტი, მანამდე ბენფიკას ვერ გაცდება, ეგ გუნდი ბოლოს მაინც ჩაისვრისო და ა.შ.? :დ რეალის და ბარსას საიტებზე რომ მტერ გუნდს დაასხამენ, მაგაში რაარის ალოგიკური :დ

  • Football
    schedule 13 მარ 2025, 03:54

    პენდრაგონი,
    მე გეუბნები რომ არ არის ეგრე, კარგი რომ დავუბრუნდეთ რეალობას ვისაც გინდა პედრი იმას არჩივნე არა თუ გინდა ყველას არჩივნე მაგრამ საუკეთესოები მაინც ვალვერდე და ბელინგემია დღეს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 13 მარ 2025, 03:52

    ციტატა: Football
    პენდრაგონი,
    შენ მაგ შედარებას 2 მატჩზე აკეთებ? სადაც რეალს დაცვა არ ყავდა, მბაპპეს ადაპტაცია საერთოდ არ ჰქონდა გავლილი და მწვრთნელად ეს სლე ყავთ? წინალ წელზე რატომ არ საუბრობ მაშინ რეალმა რომ ბარსას ზედიზედ 5 ჯერ მოუგო და ვალვერდემ მაგ ლოგიკით ბარსას "ბურთი გადაახია"

    მე ამ სეზონზე გეუბნები, რომ პედრი დგას ამ სეზონში ყველაზე წინ, თუნდაც მაგ ორი თამაშიდან, თუნდაც სეზონის ფორმიდან, გუნდების შედეგებიდან და ყველაფრიდან გამომდინარე

  • Neymar
    schedule 13 მარ 2025, 03:49

    ციტატა: Football
    Neymar,
    არა არა რაზე უნდა მოვიშალო პროსტა ცოტა არამოსაწონია იქ რომ საერთოდ არ აინტერესებთ აქ რა ხდება და აქ რეალს დედის გლანდს აფარებენ

    შენთვის არ მითქვამს ძმა ეგ თუმცა შენც იგივეს გირჩევ ერთმანეთის ნერვების გაფუჭებით არაფერი გამოვა უბრალოდ სხვის აზრს პატივი ვცეთ და წეღან კი დაგემშვიდობე მარა ბარემ ვწერ კომს და ზიდანზე რო გიწერია ზიდანის დროს 3-0 4-0 ს გიგებდით ძირითადად ხოდა რავი ვინც არ უნდა მოვიდეს რეალში ბარსასთან მაინც სულ გაუჭირდება რეალს და ახლა ნამდვილად წავედი ღამე მშვიდობისა ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 13 მარ 2025, 03:49

    ციტატა: Football
    პენდრაგონი,
    ქართველებმა წაკითხულიდან აზრის გამოტანა ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ, "ესთეტური" ვინ თქვა? ვიღაც დაბოღბილმა დაწერა რეალი დაცვაში იჯდაო როდესაც რეალს ბურთის ფლობა 68% ქონდა💀თუ დაცვაში იჯდა და ბურთი ამდენიხანი ეჭირათ მაშინ ბარსას ვითომ სტილს არ გავარტყი როდესაც თურმე ესე თამაშობენ?
    პს: კი მოდრიჩი ჯობია

    სეტიენის ბარსასაც ეჭირა ხოლმე ბურთი და პაკო ხემესის რაიო ვალეკანო, იგივე მარსელინიოს ვილიარეალი, მარტინოს და ენრიკეს ბარსას უჭერდა ბურთს თითქმის ყოველთვის :დ მხოლოდ ბურთის ფლობა არაა შეტევაში თამაში, მოდი მაშინ კარში დარტყმებიც ვნახოთ, ატლეტიკოს 8 კარში დარტყმა, რეალის 3-ის საპირწონედ, კარისკენ დარტყმები 7-4 ზე და მეკარის სეივები 3-7 ზე. ან საერთოდ სტატისტიკა რად გვინდა, რომ უყურე თამაშს, მოგეწონა და ეგაა შეტევაში თამაში? პეპის ბარსას რომ უყურებდი, კლოპის ლივერპულს, ფლიკის ბაიერნს, ან რავიცი, დელ ბოსკეს ესპანეთს მაგალითად, სხვაობა ვერ დაინახე იმ შემტევ თამაშს და ამას შორის? საერთოდ რა არის აქ საკამათო ვერ ვხვდები

    ხო რავი, ვერ დამისახელებ ასპექტს, სამუშაოს, ან რაიმე მახასიათებელს, რითიც მოდრიჩი, ვალვერდე, ან ბელინგემი ამ სეზონში პედრიზე წინ დგანან(მთლიანობაში) და ასე ვიტყვი რომ რევაზ გეწაძე სჯობს მესის, ჩემი რა მიდის

  • Football
    schedule 13 მარ 2025, 03:46

    Neymar,
    არა არა რაზე უნდა მოვიშალო პროსტა ცოტა არამოსაწონია იქ რომ საერთოდ არ აინტერესებთ აქ რა ხდება და აქ რეალს დედის გლანდს აფარებენ

  • Neymar
    schedule 13 მარ 2025, 03:44

    ციტატა: პენდრაგონი

    ციტატა: Football
    პენდრაგონი,
    ხო მოდი აბა შევადაროთ, როგორც უკვე გითხარი მაგ საქმეს მოდრიჩიც ეყოფა😂😂😂ბელინგემზე და ვალვერდეზე ხო არაფერს არ ვამბობ

    ალბათ მაგიტომ დაახია პედრიმ ცენტრი მაგ ბელინგემს და ვალვერდეს და მაგიტო გაუტანა ბარსამ ორ თამაშში 8 გოლი ხო?:დდდ განა პიროვნულად ვინმეს რამეს ვერჩი, ცხოვრებაში ბარსა-რეალის გამო არავისთვის ცუდი არ მითქვამს პიროვნულად, მაგრამ აი რასაც წერ, მაგისი შენ მაინც გჯერა, თუ სასტავს რომ ეკაიფო იმიტომ იძახი?:დდდ

    ტყუილად ნუ მოიშლი ძმაო ნერვებს ჩემი რჩევა ასეთია და მე წავედი ახლა ღამე მშვიდობისა ❣️

  • Football
    schedule 13 მარ 2025, 03:44

    პენდრაგონი,
    შენ მაგ შედარებას 2 მატჩზე აკეთებ? სადაც რეალს დაცვა არ ყავდა, მბაპპეს ადაპტაცია საერთოდ არ ჰქონდა გავლილი და მწვრთნელად ეს სლე ყავთ? წინალ წელზე რატომ არ საუბრობ მაშინ რეალმა რომ ბარსას ზედიზედ 5 ჯერ მოუგო და ვალვერდემ მაგ ლოგიკით ბარსას "ბურთი გადაახია"

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 13 მარ 2025, 03:44

    ციტატა: Bakero

    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    არა, მოკლედ, ჩვენ თუ არ დავხვდით ფინალში, ესენი წელსაც მოიგებენ…

    ასე მარტივად გამორიცხე პსჟ ?! smiley

    კი. ვერცერთ სამყაროში ვერ გააგდებენ ეს არსენალი და პსჟ რეალს ჩემპიონთა ლიგიდან, ილუზიებს ნუ იქმნით. სასწაული უნდა მოხდეს მაშინ, და ეგ სასწაულები, როგორც წესი, მხოლოდ რეალის მხარეს ხდება, სამწუხაროდ.

  • Football
    schedule 13 მარ 2025, 03:42

    პენდრაგონი,
    ქართველებმა წაკითხულიდან აზრის გამოტანა ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ, "ესთეტური" ვინ თქვა? ვიღაც დაბოღბილმა დაწერა რეალი დაცვაში იჯდაო როდესაც რეალს ბურთის ფლობა 68% ქონდა💀თუ დაცვაში იჯდა და ბურთი ამდენიხანი ეჭირათ მაშინ ბარსას ვითომ სტილს არ გავარტყი როდესაც თურმე ესე თამაშობენ?
    პს: კი მოდრიჩი ჯობია

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 13 მარ 2025, 03:41