მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ბარსელონას ლეგენდები თბილისში ჩამოვლენ.
Sports Orient-ის ორგანიზებით, საქართველოში ლეგენდების სერია გრძელდება და თბილისს ამჯერად სწორედ ბარსელონა ესტუმრება.
აქამდე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ბარსელონას ლეგენდების გუნდს საქართველოში ხავიერ სავიოლა და გაისკა მენდიეტა ჩამოჰყვებიან. ახლა კი ბარსას ქომაგებისთვის ძალიან სასიამოვნო სიახლე გვაქვს – დადასტურდა, რომ თბილისში რონალდინიო გაუჩოც ჩამოვა! სრული შემადგენლობა ნელ-ნელა დაკომპლექტდება.
GEO 11-ისა და Barça Legends-ის ამხანაგურ შეხვედრას 16 მაისს დინამო არენა უმასპინძლებს.
ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეგიძლიათ.
მარადონას თამაშიც მახსოვს ამ სტადიონზე, ახალგაზრდები რო შემოუყარეს 50 წლის კაცს და უკან რო გააბრუნა ბავშვები არიანო.