“ბენფიკასთან” გამართული თამაშის (0-1) გმირმა, ვოიცეხ შჩესნიმ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ვოიცეხმა 8 დარტყმა მოიგერია, აქედან რამდენიმე ძალიან რთული. პოლონელი მეკარე ძალიან კარგი იყო გამოსვლებზეც და ის კაცნაკლულ “ბარსელონას” მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. მჭიდროდ, კომპაქტურად უნდა გვეთამაშა და მეტოქისთვის შეტევაზე გადმოსვლის საშუალება არ მიგვეცა. კარგი გუნდური თამაში ჩავატარეთ, ხასიათი ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია სხვანაირად, ბრძოლითაც მოვიგოთ.
იანვარში “ბენფიკასთან” გამართული თამაშის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი გოლი აღარ გაგვეშვა. ჩემი საუკეთესო თამაში კი ჯერ კიდევ წინ გველის.
შჩესნის გმირობის მიუხედავად თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად პედრი დასახელდა, რაზეც პოლონელმა იხუმრა:
იქეთ რაფინიამ გაიფიქრა, რომ არა ჩემი გოლი ვერ მოვიგებდითო.
როგორც მესიზე ხუმრობდნენ გამოცდილი სპეციალისტები: ფიფამ ორი ბურთი უნდა გაათამაშოსო. ერთ სულ მესის იქნება მეორე ვინც სხვებს აჯობებსო. აქაც ეგრეა პედრის სულ ეკუთვნის საუკეთესოს პრიზი, ერთიც დაამატონ რო ხანდახან რაფინიასაც შეხვდეს და იშვიათად შჩესნისაც(რადგან უმეტეს მატჩებში უსაქმოდ ტოვებენ მცველები). მაგალითად სოსიედადთან.
მკვდარი ბურთი არ აუღია, მაგრამ უშეცდომო იყო, სეივებითაც, მუშტებით ჩაწოდებებიც ყველა მოიგერია და გამოსვლებზეც მშვენივრად ითამაშა. მოკლედ ბრავო, შედის ფორმაში მარლბორო!
მე შესნის მივცემდი მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს.ბარსელონას მხსნელად მოევლინა გუშინ.
რავი ბრატ ამაზე მაგრა თუ კიდე ითამაშებ საღოლ შენ
კიარ იხუმრა სიმართლეა რეალურად. პოლონელი უშეცდომო იყო და მართლაც ეკუთვნოდა. პედრის რაც შეეხება ბრილიანტია, ბარსას გული და სული, მადლობა ფლიკს რომ მოგვიხოდა