პედრისა და ჩავის პრესკონფერენცია ინტერთან მატჩის წინ

პედრისა და ჩავის პრესკონფერენცია ინტერთან მატჩის წინ

  • თამაშის დრო: ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი, 23:00

პედრი გონსალესმა და ჩავი ერნანდესმა მილანის "ინტერთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

პედრი

ჩვენთვის ხვალინდელი მატჩი ფინალის ტოლფასია და ვიმედოვნებ, ის კარგად ჩაივლის. მართალია, დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ თამაშს საუკეთესოდ მომზადებულები უნდა შევხვდეთ. რთული შეხვედრა იქნება, რადგან "ინტერი" დაცვაში ჩადგება და კონტრშეტევებზე ითამაშებს, მაგრამ ჩვენი გუნდის ტალანტის მჯერა. გულშემატკივრის როლიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
მირჩევნია, უფრო წინ ვითამაშო, ვიდრე უკან, თუმცა აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს იმ პოზიციაზე გამოვადგე, რომელსაც მწვრთნელი მეტყვის. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ.
როგორ ვეთამაშებით მსგავს დაცვით გუნდს? მწვრთნელი მოითხოვს, რომ ბურთმა ფლანგებს შორის სწრაფად იმოძრაოს, რათა სივრცეები მოვძებნოთ.
რამდენიმე ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ, უკეთესები უნდა ვიყოთ. ჩვენ ქულების მოპოვებას გავაგრძელებთ.
ვისურვებდით, რომ ყველა თამაში მოგვეგო და პირველ ადგილზე ვიყოთ, მაგრამ არსებულ სიტუაციას უნდა შევეგუოთ. ვიმედოვნებ, ფანები მხარს დაგვიჭერენ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ ეტაპს ერთად გადავლახავთ.
გოლების ნაკლებობა? ეს საგანგაშო არაა. შეტევასა და ნახევარდაცვაში საკმარისი ხარისხი გაგვაჩნია და ერთად გოლების გატანას განვაგრძობთ. ჩვენ უმაღლესი კლასის თავდამსხმელი გვყავს და შევეცდებით, ის საუკეთესო პირობებში დავტოვოთ.
დროის მცირე მონაკვეთში ბევრი თამაშის ჩატარება გვიწევს, ჩვენ როტაციას უნდა მივმართოთ, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ახლა ვცდილობთ, ჩვეული დინამიკა დავიბრუნოთ. 
ლევანდოვსკის გამოცდილება და გოლების გატანის უნარი არანორმალურია. ის ახალგაზრდებს ძალიან გვეხმარება.
კლუბის ეკონომიკური სიტუაცია? გუნდისა და ეკონომიკური მდგომარეობისთვის გვინდა, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, თუმცა ამის გამო ზეწოლას არ განვიცდით.
ჩავი ნახევარმცველებს გვთხოვს, რომ საჯარიმოში უფრო ხშირად შევიდეთ და გოლები გავიტანოთ. გასულ შეხვედრაში მე ეს მოვახერხე და მწვრთნელსაც სწორედ ეს უნდა.
სწრაფი გოლის გატანა იდეალური იქნება, მაგრამ ეს რთულია - "ინტერი" ღრმა დაცვიდან თამაშობს.

ჩავი 

ველით, რომ "ინტერი" პირველი მატჩის მსგავს სტილში ითამაშებს. მათ მჭიდრო დაცვა ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ალტერნატივები გვაქვს. ჩვენ მზად ვართ, ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც მილანში ბოლო ოცი წუთის განმავლობაში. ეს მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია.
ჩვენ საშინაო დავალება ვერ შევასრულეთ და ახლა შანსი გვაქვს, რომ გამოვასწოროთ. არაკომფორტულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ამის დასაძლევად ყველაფერს გავაკეთებთ.
უკეთ უნდა შევუტიოთ. ვფიქრობ, პირველ შეხვედრაში ალონსოსა და რაფინიას როლები კარგად ვერ გავიგეთ. უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ.
გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მართვა? პოზიტიურად ვართ. რა თქმა უნდა, ზეწოლა და სირთულეები არსებობს, მაგრამ მათ სიმამაცითა და მტკიცე ხასიათით ვხვდებით. სხვა არჩევანი არ გვაქვს. შევეცდები, ფეხბურთელებს დავანახო, რომ ხვალინდელი თამაში ფინალს უდრის.
ჩემი მწვრთნელობის პერიოდში გულშემატკივრებმა ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი გვაჩუქეს. ხვალ "კამპ ნოუ" აქტიური უნდა იყოს. მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ და ამაში ფანებიც უნდა დაგვემარონ.
თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, კუნდე "ინტერთან" არ ითამაშებს, თუმცა შესაძლოა, ის "ელ კლასიკოსთვის" მზად იყოს. 
1-0 მოგება? არა, მე 2-0-ს ვისურვებდი, ეს უკეთესია.
"სელტასთან" ინტენსივობა შევამცირეთ და მეტოქემ უპირატესობა მოიპოვა. ხვალ მაღალი პრესინგი უნდა ვითამაშოთ და ინტენსივობა არ დავკარგოთ.
მშვიდად უნდა განვეწყოთ, პირველივე წუთზე გატანა არ გვჭირდება. ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ზეწოლა ჩემზეა. თუ ისე შევუტევთ, როგორც პირველი მატჩის მეორე ტაიმში, იმედიანად ვიქნები.
ჩემთვის კარგად თამაში ბურთის ფლობასა და შეტევას ნიშნავს, მაგრამ სხვა მიდგომებიც მესმის.
ჯგუფში ჩარჩენა დიდი იმედგაცრუება იქნება, მაგრამ მოდი, პოზიტიურად ვიფიქროთ. ჩვენ არაკომფორტულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ხვალ ამის გამოსწორება უნდა ვცადოთ.
მსაჯები? ჩვენი აღშფოთება სამართლიანი იყო, მაგრამ ახლა ფეხბურთზე ვფიქრობთ. იმავე დონეზე არ ვართ, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ ვიყავით და თუ მოვუმატებთ, ალბათ, მსაჯებზე საუბარიც აღარ მოგვიწევს.

როგორ ითამაშებს ლევანდოვსკი? ეს ლევანდოვსკის დღე არაა, ეს გუნდის დღეა. ის მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა იყოს არა მხოლოდ ხვალ, არამედ ყოველ თამაშში. ისე უნდა ვითამაშოთ, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს.

ფანები ალბასა და ფერანს უსტვენდნენ? ვცდილობთ, რომ ფანები დავიხმაროთ, პოზიტიურად განვაწყოთ, სხვა რამეზე არ ვფიქრობ. ვფიქრობ, საქმე კარგად წავა. მინდა, რომ ქომაგები გუნდით ამაყობდნენ.
დე იონგი თავს კარგად გრძნობს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ხვალ ძირითადში თამაშს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 14 ოქტომბერი 2022 21:27
    0
    ციტატა: Alien messi
    რამე ბერკეტი აღარ აქვთ დაითრიონ მბაპიტო რა 🤣🤣🤣
    ისე კი დახატავდა ბარსას რეალში არამგონია გადავიდეს მერე უარის თქმა მოუწევს პერესს ჰოლანდზე და არმგონია მიიყვანოს მაგის გამო მბაპე რა არვიცი არვიცი ჰოლანდი მბაპედან ერთ ერთი დაითრიოს ლაპარტოამ როგორმე აუცილებელია თუ უნდათ ბარსას დაბრუნება ფატი ტორეს რაფინიებით ვერაფერზე გავიწევთ

    რაღა დედიმისის უნდა, 100 მილიონს იღებს ხელფასს და პოლნი წილში უზის პსჟ-ს სარეკლამო შემოსავლებში. ერთი პასი არა აქვს ნეიმარზე და მესიზე გაკეთებულ და მაგის გატანილი გოლების 90 პროცენტი სწორედ ამათზე მოდის.
    გულშემატკივარი [?]
    #13 11 ოქტომბერი 2022 23:27
    0
    ციტატა: PAIN
    ციტატა: Msn91011
    არეულობაა პარიზში მოკიდეთ კილიანს ხელი და წამოიყვანეთ

    აი ჯერ ტიპი გეია, მერე ეგოისტი, კულტურა და ზრდილობა მაგის არ დამინახავს არსად… +მაგრად ჩაყვინთა ეს ბოლო დროა სადარის თავადაც არიცის… მაგის მაგივრად კარგ მარცხენა ვინგერს მოვიყვანდი 😇

    გეია, ბისექსუალი თუ კუ ნინძა ფაქტია, ფეხბურთის მომავალია და აწმყოა უკვე და ეგეთი ფეხბურთელი არ გვაწყენდა.
    გულშემატკივარი [?]
    #12 11 ოქტომბერი 2022 22:22
    1
    ციტატა: La Pulga10
    ციტატა: Alien messi
    რამე ბერკეტი აღარ აქვთ დაითრიონ მბაპიტო რა 🤣🤣🤣
    ისე კი დახატავდა ბარსას რეალში არამგონია გადავიდეს მერე უარის თქმა მოუწევს პერესს ჰოლანდზე და არმგონია მიიყვანოს მაგის გამო მბაპე რა არვიცი არვიცი ჰოლანდი მბაპედან ერთ ერთი დაითრიოს ლაპარტოამ როგორმე აუცილებელია თუ უნდათ ბარსას დაბრუნება ფატი ტორეს რაფინიებით ვერაფერზე გავიწევთ

    რამდენადაც მაგარი არ უნდა იყოს მბაპე,ტიპი შემზიზღდა,მაგრამ 6 მილიონ ხელფასზე თუ ითამაშებს თამახმა ვარ :დდდ

    12 13 ტზე არა? არ გინდა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 11 ოქტომბერი 2022 21:40
    1
    ციტატა: Alien messi
    რამე ბერკეტი აღარ აქვთ დაითრიონ მბაპიტო რა 🤣🤣🤣
    ისე კი დახატავდა ბარსას რეალში არამგონია გადავიდეს მერე უარის თქმა მოუწევს პერესს ჰოლანდზე და არმგონია მიიყვანოს მაგის გამო მბაპე რა არვიცი არვიცი ჰოლანდი მბაპედან ერთ ერთი დაითრიოს ლაპარტოამ როგორმე აუცილებელია თუ უნდათ ბარსას დაბრუნება ფატი ტორეს რაფინიებით ვერაფერზე გავიწევთ

    რამდენადაც მაგარი არ უნდა იყოს მბაპე,ტიპი შემზიზღდა,მაგრამ 6 მილიონ ხელფასზე თუ ითამაშებს თამახმა ვარ :დდდ
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #10 11 ოქტომბერი 2022 21:36
    1
    ♠️spookify♠️,
    წაიკითხე და ნახავ ვინარიან და რა არიან ბოიხოს ნოისი არა *ლეეე კიდე მაგათ რო გავა*მევინეთ მერე მოვიგეთ კიდე 4 ლიგა და რავი 😀
    Culé [?]
    #9 11 ოქტომბერი 2022 21:20
    0
    სიტი ფილმს იღებს კოპენჰაგენში თუ ვარით გაუქმები გოლი, გაცუდებული პენალტი და გაძევებული კაცი პორველ 20 წუთში რანაირად მოახერხა?
    ფანი [?]
    #8 11 ოქტომბერი 2022 21:15
    4
    რამე ბერკეტი აღარ აქვთ დაითრიონ მბაპიტო რა 🤣🤣🤣
    ისე კი დახატავდა ბარსას რეალში არამგონია გადავიდეს მერე უარის თქმა მოუწევს პერესს ჰოლანდზე და არმგონია მიიყვანოს მაგის გამო მბაპე რა არვიცი არვიცი ჰოლანდი მბაპედან ერთ ერთი დაითრიოს ლაპარტოამ როგორმე აუცილებელია თუ უნდათ ბარსას დაბრუნება ფატი ტორეს რაფინიებით ვერაფერზე გავიწევთ
    გულშემატკივარი [?]
    #7 11 ოქტომბერი 2022 20:38
    3
    ციტატა: Msn91011
    არეულობაა პარიზში მოკიდეთ კილიანს ხელი და წამოიყვანეთ

    აი ჯერ ტიპი გეია, მერე ეგოისტი, კულტურა და ზრდილობა მაგის არ დამინახავს არსად… +მაგრად ჩაყვინთა ეს ბოლო დროა სადარის თავადაც არიცის… მაგის მაგივრად კარგ მარცხენა ვინგერს მოვიყვანდი 😇
    ფანი [?]
    #6 11 ოქტომბერი 2022 20:17
    3
    ტიკი ტაკა არ არის პასი პასისთვის მაესტრო. რა აზრი აქვს ბურთის ა წერტილიდან ბ-ში გადატანას თუ ეს უპირატესობას არ გაძლევს? ჩემზე მეტად უნდა გესმოდეს ეს და ეჭვიც არ მეპარება რომ გესმის, მაგრამ დროა თამაშზეც აისახოს ეს ყველაფერი
    ფანი [?]
    #5 11 ოქტომბერი 2022 19:39
    3
    არეულობაა პარიზში მოკიდეთ კილიანს ხელი და წამოიყვანეთ
    ფანი [?]
    #4 11 ოქტომბერი 2022 19:37
    0
    რა ბოიხოს ნოისი იქნებოდა კარგი ? ღადაობთ ხალხო? მკვლელები ნარკობარონები სრულიად საშინელი ადამიანები? რა რაღაც აკლიათ? 2003 წლიდან ააცმევინეს ამ ნაძირლებს და გუნდის აღმავლობაც დაიწყო ცოტა დაუფიქრდით :დ
    ფანი [?]
    #3 11 ოქტომბერი 2022 19:20
    4
    ციტატა: CuleTillIDie
    სადღაც წავიკითხე ინტერთან და ბაიერნთან მატჩებისთვის boixos nois ფანკლუბი იქნებაო დაშვებული და მართალია ვითომ? არ იქნებოდა ურიგო… 😅

    სწორედ მაგათი მუხტი აკლიათ ეს წლებია და ვერც მიხვდნენ რო ფანები ნახევრად წყვეტენ თამაშების ბედს, ეს დებილები ესენი.
    Culé [?]
    #2 11 ოქტომბერი 2022 19:07
    4
    სადღაც წავიკითხე ინტერთან და ბაიერნთან მატჩებისთვის boixos nois ფანკლუბი იქნებაო დაშვებული და მართალია ვითომ? არ იქნებოდა ურიგო… 😅
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 ოქტომბერი 2022 18:42
    1
    ბიჭო დუხი აჩვენეთ და გადაუარეთ მაგ ახვრებს
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid