ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ დავიდ ვილიამ “ბარსელონაში” გატარებული დრო გაიხსენა და კარიერის საუკეთესო მომენტი გამოარჩია.
“ბარსელონაში” თამაში ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო. 2010/11 წლების სეზონი წარმოუდგენელი იყო – მოვიგეთ ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და მქონდა პრივილეგია, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად მეთამაშა.
გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერთან”? ეს ჩემი ყველაზე ლამაზი გოლია, საუკეთესო, რომელიც კარიერაში გამიტანია. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია, რომელშიც მითამაშია და ყოველთვის მემახსოვრება. წლები გადის. რთული დასაჯერებელია, როგორ სწრაფად გადის დრო, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, ეს ჩემი სპორტული კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია.
– ამბობს ვილია Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში.
2011 წლის 28 მაისს “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ფინალი გაიმართა. “ბლაუგრანამ” მეტოქე ანგარიშით 3-1 დაამარცხა. კატალონიელთა მხრიდან გოლები პედრომ, ლიონელ მესიმ და დავიდ ვილიამ გაიტანეს, მანჩესტერელთა მხრიდან კი თავი უეინ რუნიმ გამოიჩინა.
nika 54,
ისე მგონია ეს გოლი არასდროს დამავიწყდება ცხოვრებაში.
სწორი ხარ, რეალს კი ფინალში ჩვენ ამოვტენით. ისე სასაცილო იყო სილკის კომენტატორის სიტყვები, რომ ამ წყვილის მეტოქე უკვე იცოდა, მაგრამ არ იტყოდა. თითქოს ჩვენ არსენალის თამაშს არ ვუყურებდით. ან ანგარიშს არ ვამოწმებდით თუნდაც ტელეფონებით.
აშკარწდ დაუწვაა ძუკნამ..ეგრეაა რპგორ დასეირნობდნენ ატლეტიკოს საჯარიმოში არ ნახეთ,მაშინ როცა იამალს სამი
მცველი ეთამაშებოდა…აშკარად იგრძნობოდა რომ დაუწვა რეალს…იმ უნიჭოებმაც რა გოლები ვერ შეყარეს 4-1 უნდა მორჩენილიყო სადღაც ეგ თამაში…ისე სულერთი მაგ ორი ნახირიდან რომელი მოიგებს..მთავარია ბარსა გავიდეს ფინალში
არადა როგორც მახსოვს ბურთს მაღლა არასროს წევდა ან ვერ წევდა ისე ურტყავდა და ნერვები მეშლებოდა სულ ამ ფილანში კი ისე ჩასვა 9 იანში ნებისმიერს შეშურდებოდა შემტევს😌🤭🤭
რუნიმ ოფსაიტიდან გაიტანა, ამაზე კამათიც არ ღირს. ვილიას კი პასს ლეო უკეთებდა, მაგრამ ჩაუჭრეს და მე მგონი ჩავიმ დაიბრუნა და ისევ ვილიას დაუგორა, ამის გამოზომილი დარტყმა კი მეკარისგან მარცხენა ცხრიანში უბადლო იყო.
ისე მგონია ეს გოლი არასდროს დამავიწყდება ცხოვრებაში.
სწორი ხარ, რეალს კი ფინალში ჩვენ ამოვტენით. ისე სასაცილო იყო სილკის კომენტატორის სიტყვები, რომ ამ წყვილის მეტოქე უკვე იცოდა, მაგრამ არ იტყოდა. თითქოს ჩვენ არსენალის თამაშს არ ვუყურებდით. ან ანგარიშს არ ვამოწმებდით თუნდაც ტელეფონებით.
დღეს მოვიგებთ მგონია. სწრაფი გოლი თუ შევაგდეთ ბენფიკა გაიხსნება და ვინც თამაში გაგვიხსნა ყველა მკვდარია.
ისე ეგ ბარსა თუ უფრო მეტ უჩლს ვერ მოიგებდა არ წარმომედგინა,თუმცა მაშინ უფრო ძლიერი გუნდები იყვნენ ვიდრე მერე
რა იყო მაგ გოლში გასაუქმებელი?
თამაშგარე უნდა დაფიქსირებულიყო, ვინიციუსი ხელს უშლიდა მეკარეს