workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ვიტორ როკე პალმეირასში გადავიდა

ოფიციალურად: ვიტორ როკე პალმეირასში გადავიდა

რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ბრაზილიელი თავდამსხმელი ვიტორ როკე კარიერას “პალმეირასში” განაგრძობს.

დღეს “ბეტისმა” დაადასტურა, რომ “ბარსელონასთან” არსებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა და როკე კატალონიურ გუნდს დაუბრუნდა, რამდენიმე საათში კი “ბლაუგრანამ” 20 წლის თავდამსხმელი “პალმეირასში” გაყიდა.

ოფიციალურ განცხადებაში გარიგების ფინანსურ დეტალებზე არაფერია ნათქვამი. არსებული ინფორმაციით “ბარსელონა” დაახლოებით 25 მილიონ ევროს მიიღებს, კიდევ 5 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

ვიტორ როკე “ატლეტიკო პარანაენსედან” “ბარსელონაში” 2024 წლის იანვარში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა. “ბლაუგრანას” მაისურით ნახევარ სეზონში მან 16 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც იჯარით “ბეტისს” მიაშურა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 02 მარ 2025, 15:57
    #10

    კარგია დაისვენა ამანაც და იმედია ჩვენც, მაგ ფულსაც უფრო ჭკუით მოვიხმართ ალბათ ვიდრე მაგის ყიდვა იყო.

  • Don_Andresito
    schedule 02 მარ 2025, 02:33
    #9

    შეყრის იქ გოლებს და გაყიდის პალმეირასი 60 ად ისევ

  • ზურაბ
    schedule 01 მარ 2025, 12:00
    #8

    გამოჩნდა რომ ენდრიკი ერთი თავით მაღლა დგას როკეზე. ის ბევრს მიახწევს ეს არვიცი . თუ ძაან არ მოუმატა ამას ნაკრებშიც არ გამოიძახებენ

  • ირაკლი
    schedule 01 მარ 2025, 03:02
    #7

    როგორ მეიმედებოდა ეს ,ხავის მოყვანილი როა მერე სკამზე მოსვა არიყო შრომისმოყვარე თორე ფლიკიც არ გაუშვებდა

  • araujo4
    schedule 01 მარ 2025, 01:36
    #6

    ციტატა: Levani
    Მხოლოდ ხავისაც ვერ დაადანაშაულებ აგერ ბეტისშიც რეგულარული სათამაშო დრო ეძლეოდა მაგრამ ვერაფერი ვერ ქნა დღეის გადმოსახედიდან იდიალურია ამაში 25 მილიონი


    არა რა ხავი, სხვებს თუ აძლევდა დროს ამას რატო არ მისცემდა? ზარმაცი ბრაზილიელია როგორც ჩანს და ისეთი გადამრიე ტალანტიც არ აღმოაჩნდა როგორც ზოგზოგიერთებს რო ვარჯიშის გარეშეც მიეღწია წარმატებას.

  • Levani
    schedule 01 მარ 2025, 00:26
    #5

    Მხოლოდ ხავისაც ვერ დაადანაშაულებ აგერ ბეტისშიც რეგულარული სათამაშო დრო ეძლეოდა მაგრამ ვერაფერი ვერ ქნა დღეის გადმოსახედიდან იდიალურია ამაში 25 მილიონი

  • Visca barca
    schedule 28 თებ 2025, 23:01
    #4

    კარიერა დაარესტარტა

  • Rick Sanchez
    schedule 28 თებ 2025, 22:47
    #3

    იმენა ორი წელი დაკარგა. ბარსა რას ყიდულობდა საერთოდ, კოჭებშივე ეტყობოდა რისი მაქნისიც იყო ეს ბიჭი, თუ ვინმეს ყიდვა იყო ბრაზილიიდან ენდრიკი უნდა ეყიდათ, ამათმა კიდევ იფიქრეს როკე და ენდრიკი ეპოქას შექმნიანო😃 ვეფხვი ნამდვილად ვერ გამოდგა ეს ბავშვი.

  • GRIEZMAN✓™
    schedule 28 თებ 2025, 21:37
    #2

    ბაიერნი მოიგებს დღეს შტუტგარტთან?

  • jigliga
    schedule 28 თებ 2025, 21:32
    #1

    kargad moiqcnen chemi azrit ver moikida tavi evropul fexburtshi faqtia