ჩავი ერნანდესი სელტასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი სელტასთან მატჩის წინ

  • თამაშის დრო: კვირა, 9 ოქტომბერი, 23:00

ჩავი ერნანდესმა "სელტასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

ეს "მალიორკასთან" ანდა "ინტერთან" მატჩებისგან განსხვავებული იქნება. მეტოქეს თავს ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ. ეს მარტივი არ იქნება, რადგან "სელტა" კარგად თამაშობს, მათ ბურთის შენარჩუნება უყვართ. 
როტაციები? საუკეთესო ითამაშებს. "სელტას" შემდეგ "ინტერთან" მატჩი გველის, თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია.
როდესაც ბურთი გვექნება, დარტყმა და გოლების გატანა უნდა ვცადოთ. ჩვენ უფრო გამბედავები უნდა ვიყოთ და მჯერა, რომ გასულ მატჩთან შედარებით, სიტუაციას გამოვასწორებთ.
საინტერესოა, რომ "ინტერთან" დაპირისპირებაზე იგივე ვიდეო რეფერი მუშაობდა, რომელმაც "ბაიერნის" წინააღმდეგ დემბელეზე პენალტი არ დანიშნა.
მსაჯობა არასწორი იყო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. "ინტერსა" და "რეალთან" თამაშებზე ჯერ არ ვფიქრობთ.
გაბრაზებულები, მაგრამ იმედიანად განწყობილნი ვართ. კარგია, რომ ყველაფერი ჯერ ჩვენზეა დამოკიდებული.
"ატლეტიკოსთან" შეთანხმება გრიზმანის ტრანსფერზე? ეს ჯერ არ გაოფიციალურებულა. თუ შეთანხმება შედგა, ეს ნიშნავს, რომ ყველა მხარე დაკმაყოფილებულია. ფეხბურთელსაც სწორედ ამას ვუსურვებ.

დე იონგს დაცვაში თამაში შეუძლია და იგი ამ პოზიციაზე სეზონის სტარტზე უკვე გამოვცადეთ. ჩვენ ფართო არჩევანი გვაქვს. იღბლიანები ვართ, რომ ბევრ პოზიციაზე ბევრი მოთამაშე გვყავს. ფრენკი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ერთ-ერთი ვარიანტია.

ის 100%-ით გამოჯანმრთელდა და ხვალ თამაშს შეძლებს. დე იონგი გუნდს ბევრს აძლევს, მისი ფიზიკური და დაცვითი თვისებები ძალიან გვეხმარება.

პირველივე დღიდან ვამბობ, რომ დემბელე პროფესიონალია. მან რამდენიმე მატჩში გარდატეხა შეიტანა და ეს მუდმივად უნდა აკეთოს. უსმანს საკმარისი უნარები გააჩნია, რომ მეტი გოლი გაიტანოს, მან საკუთარი თავის უნდა ირწმუნოს.
ჩვენ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ უეფაში საჩივარი არ შეგვეტანა.
პიკე მენტალურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, ვისაც შევხვედრივარ. მისი მსგავსი ლიდერების ყოლით ბედნიერი ვარ. ბევრჯერ ვთქვი, რომ ისინი მნიშვნელოვანი მოთამაშეები იქნებიან და როდესაც გუნდს დასჭირდება, დაგვეხმარებიან.
მსაჯების გადაწყვეტილებებს არ ვაპროტესტებ ხოლმე, მაგრამ "ინტერთან" თამაში სიგიჟე იყო.
არაუხო გამოჯანმრთელებას ცდილობს, ის მებრძოლია. გუშინ მან ვარჯიშს უყურა და გაგვამხნევა. თუ ვინმეს შეუძლია, რომ ვადაზე ადრე დაბრუნდეს, ეს პირველ რიგში არაუხოა.
ბუსკეტსი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, ის გუნდს აბალანსებს.
არის თუ არა გუნდი ლევანდოვსკიზე ზედმეტად დამოკიდებული? ამ ასპექტში უნდა მოვუმატოთ, ჯარიმების შესრულება და შორიდან დარტყმა უნდა დავხვეწოთ. ყველა ფეხბურთელმა უფრო მეტის გატანა უნდა შეძლოს.
ჩადის ვიცნობთ, ის დიდებული ცაცია ცენტრალური მცველია, რომელიც ბურთთან ერთად კარგად თამაშობს. ჩვენ მას, როგორც ყველა სხვას, ვაკვირდებით და მან უკვე ბევრი რამ აჩვენა და შეუძლია, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს.
დემბელეს და რაფინიას პოზიციები თამაშზეა დამოკიდებული. დემბელე ზოგჯერ მარცხენა ფლანგზე უკეთ თამაშობს და გოლიც გააქვს. რაფინიამ კი, შესაძლოა, თავი მარჯვნივ უფრო კომფორტულად იგრძნოს. ჩვენ გვყავს გარემარბები, რომლებსაც ბევრის მოცემა შეუძლიათ.
ვნანობ თუ არა ჟუტგლას გაშვებას? მის გამო ბედნიერი ვარ, ფერანს კარგად ვიცნობ. ის "ბარსაში" რომ იყოს, ლევანდოვსკისთან კონკურენცია გაუჭირდებოდა. 
ბალდე? მისი თამაში გუნდის საჭიროებაზეა დამოკიდებული. რამდენიმე ფაქტორია, რომელთაც გადაწყვეტილების მიღებისას ვითვალისწინებ.
ფერანი 100%-ით კარგადაა. გუნდში კონკურენციაა და ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ის აუცილებლად ითამაშებს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. ტორესი კარგად ვარჯიშობს და თანაგუნდელებისთვის მაგალითს წარმოადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 9 ოქტომბერი 2022 18:30
    0
    ციტატა: Barca for life
    რატო არ ვიცი მარა ამდენწლიანი გულშემატკივრობის მანძილზე ამ გუნდზე პირველად ჩავიქნიე ხელი, პროსტა აღარანაირი იმედი აღარ მაქ რო ამ სეზონში რამეს იზამენ და წინა სეზონებივით არ მოგვჭრიან თავს, პირველ რიგში ინტერთან მოგება მეეჭვება და რავი ვნახოთ რა იქნება.

    ინტერმა ჩვენი დამარცხებით იმხელა მუხტი მიიღო, კამპ ნოუზე ავტობუსს კი არა მე მგონი ტანკს ჩააყენებენ. 2010 წლის საპასუხო რო მაგონდება სულ გული მისკდება. ფეხბურთი არ იციან მაგრამ კარის გადარაზვა მაგათი ფიშკაა.
    Culé [?]
    #14 9 ოქტომბერი 2022 17:59
    0
    ფერანი 100%-ით კარგადაა.
    ----------------------
    ღმერთმა სულ კარგად ამყოფოს, მაგრამ დაასვენეთ რა 1-2-3 თამაში კიდევ, ვირუსებია და გრიპი არ შეხვდეს!!
    wink smile smile
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 9 ოქტომბერი 2022 10:26
    1
    გადაახვიეთ დრო და ტორესი და რაფინია დააბრუნეთ იქ, საიდანაც წამოიყვანეთ.
    გულშემატკივარი [?]
    #12 9 ოქტომბერი 2022 05:34
    0
    ციტატა: nikusha
    ტერ შტეგენი
    რობერტო-პიკე-გარსია-ბალდე
    გავი-ბუსკეტსი-პედრი
    რაფინია-ლევანდოვსკი-დემბელე

    ციტატა: nikusha
    ტერ შტეგენი
    რობერტო-პიკე-გარსია-ბალდე
    გავი-ბუსკეტსი-პედრი
    რაფინია-ლევანდოვსკი-დემბელე

    ციტატა: Barca for life
    რატო არ ვიცი მარა ამდენწლიანი გულშემატკივრობის მანძილზე ამ გუნდზე პირველად ჩავიქნიე ხელი, პროსტა აღარანაირი იმედი აღარ მაქ რო ამ სეზონში რამეს იზამენ და წინა სეზონებივით არ მოგვჭრიან თავს, პირველ რიგში ინტერთან მოგება მეეჭვება და რავი ვნახოთ რა იქნება.

    რაიოსთან პირველი თამაში რომ ფრედ ითამაშეს მაშინ ფეისბუკზე დააკომენტარე რომ იმ თამაშით გუნდი ვერც ლალიგაში და მითუმეტეს ლიგაზე ვერაფერს იზამს მეთქი და იმდენი ძაან მაგარი ფეხბურთის "ზნატოკები"გამოჩნდნენ რომ ჩავთვალე რომ წინასწარ ლიგა გქონდა მოგებული და ლა ლიგა. ეხლა უკვე ვატყობ ბევრმა შეცვალა ჩვენება ხავი ეხლა ისეთი შემადგენლობა ყავს ამ გუნდს კუმანიც კი აათამაშებდა ეტყობა ხავი ჯერ კიდევ არაბული ლიგის დონეს ვერ გასცდა

    nikusha,
    100პროცენტიანი ხარ ძმაო ჩავის ახირებები მალე გუნდს დედას მოუ@ყნავს რამდენი ფული აქვთ გადაყრილი ტყუილად ეს ფერნანი ხომ სუფთა ზარალია ეს დატოვო და ობემეანგი გაუშვა ამას ხომ მოფიქრება ჭირდება დემბელე ხომ სუფთა იდიოტია ან კიდევ ეს კესიე რა ს@რად უნდოდათ ვერ გავიგე მოკლედ ბარსას დედა არა ყავს იმ შემადგენლობიდან გამომდინარე რაც ეხლა ყავს

    .Gladiator.,მართალი ხარ ძმაო

    ციტატა: C.PC5
    ინტერი ნოუკამპზე დაადუღეთ როგორც გინდა თორე კითხვის ნიშნის ქვეშაა უკვე გუნდის შესაძლებლობებიც და გადაყრილი ფულის მნიშვნელობაც. ხვალ კიდე აღარ უნდა გამეორება რაც უნდა ქნათ. ჯერ კიდე არ გვაქ სელტასთან ძველი წყენა დავიწყებული😤

    ამათი ბოლო მე მგონი ევროპა ლიგის მერვედფინალია
    ფანი [?]
    #11 9 ოქტომბერი 2022 04:37
    1
    არ მეგონა თუ ჩავი ბარსას ვერ აათამაშებდა გუნდს დაკარგული აქვს თამაშის სტილი რისთვისაც უყვართ ბარსა წინა სეზონში 5 თამაში რო ულამაზესი თამაში ანახეს სად და რატო დაიკარგა ეს ან რომელი გრანდია ასე სუსტი ფიზიკურად ნუთუ არშეიძლება ამის დანახვა და გამოსწორება შემდეგ ტრანსფერები ეს როგორ უნდა ვერ ან არ დაინახო რომ რაფინია, ტორესი, რომელშიც 100 მილიონზე მეტი გადაიხადეს და ჰოლანდში 75 ვერ გაიმეტეს ძან საწყენია ასეთი სიტუაცია როცა 200 მილიონზე მეტს ხარჯავ და ყიდულობ გამოუდეგარ და სუსტ ფეხბურთელებს და არ ენდობი ლამასიის აღრზდილებს, პაბლო ტორეზე ავიღოთ ბიჭს ათჯერ უკეთეს შეთავაზებებზე ათქმევინეს უარი და საერთოდ არ აძლევენ სათამაშო დროს როცა ფერანს რაფინიას და სხვას უამრავი დრო ეძლევა იმის იმედით ვათენებთ ღამეებს რომ ფეხბურთის სილამაზე დავინახოთ რომელსაც ჩავი ქმნიდა როგორც ფეხბურთელი მაგრამ ვერ ვხედავ მაგ სილამაზეს როგორც მწვრთნელი გამოესწორებინოს მე ეს მინდა როგორც ყველა ბარსას ქომაგს.
    Culé [?]
    #10 9 ოქტომბერი 2022 00:11
    1
    ტერ შტეგენი
    რობერტო-პიკე-გარსია-ბალდე
    გავი-ბუსკეტსი-პედრი
    რაფინია-ლევანდოვსკი-დემბელე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ფანი [?]
    #9 8 ოქტომბერი 2022 21:47
    0
    ციტატა: Barca for life
    ციტატა: Novak Djokovic
    სიტი მაგრად თამაშობს და საათივითაა აწყობილი, მაგრამ წელს ლიგას მაინც ვერ მოიგებს. ამაში ისე ვარ დარწმუნებული როგორც იმაში, რომ ორჯერ ორი ოთხია

    მაგათმა თუ ამ შემადგენლობითაც ვერ მოიგეს და მაშინ გვარდიოლა მწვრთნელობას უნდა შეეშვას, სიტი კიდე თამაშს.

    ბაზარი არაა
    --------------------
    Nb

    ფანი [?]
    #8 8 ოქტომბერი 2022 19:46
    3
    ციტატა: Novak Djokovic
    სიტი მაგრად თამაშობს და საათივითაა აწყობილი, მაგრამ წელს ლიგას მაინც ვერ მოიგებს. ამაში ისე ვარ დარწმუნებული როგორც იმაში, რომ ორჯერ ორი ოთხია

    მაგათმა თუ ამ შემადგენლობითაც ვერ მოიგეს და მაშინ გვარდიოლა მწვრთნელობას უნდა შეეშვას, სიტი კიდე თამაშს.
    გულშემატკივარი [?]
    #7 8 ოქტომბერი 2022 19:26
    0
    სიტი მაგრად თამაშობს და საათივითაა აწყობილი, მაგრამ წელს ლიგას მაინც ვერ მოიგებს. ამაში ისე ვარ დარწმუნებული როგორც იმაში, რომ ორჯერ ორი ოთხია
    --------------------
    ”Everybody believes in something... Most of all, we should believe in ourselves.” — Novak Djokovic
    გულშემატკივარი [?]
    #6 8 ოქტომბერი 2022 18:54
    2
    თქმა იოლია. ჩავიმ ტაქტიკას მიხედოს სჯობია, ვიდრე მოთამაშეების დახასიათებას... ჩავარდნები ასეთი შემადგენლობის გუნდისთვის დაუშვებელია... ტაქტიკური სქემა ა და ბ კი არა, ც და დ-ც უნდა გქონდეს... ააწყვე? — მიიყვანე ბოლომდე!..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 ოქტომბერი 2022 18:12
    2
    ინტერვიუს მიხედვით, ყველაფერი მშვენივრად არის, მაგრამ რატომღაც ლიგაზე ვერ ვბრწყინავთ.
    Culé [?]
    #4 8 ოქტომბერი 2022 18:10
    3
    ეხლა ლევანდოვსკი გაუტანს გოლებს სელტას და დაიწყბენ ოო რადიდიააა რაკლასნია და მერე გამოვა ინტერთან და მთელი თამაში არ გამოჩნდება :) ძაან ჩა***** მნიშვნელოვან თამაშებში
    Culé [?]
    #3 8 ოქტომბერი 2022 17:50
    2
    ციტატა: jack slater
    ციტატა: C.PC5
    ინტერი ნოუკამპზე დაადუღეთ როგორც გინდა თორე კითხვის ნიშნის ქვეშაა უკვე გუნდის შესაძლებლობებიც და გადაყრილი ფულის მნიშვნელობაც. ხვალ კიდე აღარ უნდა გამეორება რაც უნდა ქნათ. ჯერ კიდე არ გვაქ სელტასთან ძველი წყენა დავიწყებული😤


    ინტერს დაადუღებენ თუ არა საკითხავია.ბავარიასთან უეჭველი ჩავისვრით (как обычно) და ჩათვალე გარანტირებული 3 ქულა მარტო იმ ჭე კლასის გუნდთან გვაქ,აღარც მახსოვს ვინაა😱😱😱

    იტოგში წელსაც ყაყები ვქენით ლიგაზე,ჩავი##ით,ჩავირწყიეთ,დავდეдисмутелдит....


    პრინციპში მაინც აღარ ვუყურებ ბარსას თამაშებს,რატომ ვიშლი ნერვებს,მაგრამ მაინც არ მითმენს გული ბლიად.

    გავაბოლებ კანაბისს ჯობია...

    ☮️☮️☮️☮️☮️☮️☮️☮️☮️☮️☮️

    მთლად არ ჩავჯმულვართ, 2 სუფთა პენალტი არ დაგვიდეს ურთულეს მეტოქეებთან სტუმრად, როგორც მინიმუმ ქულა გვეკუთნოდა ინტერთან. შახტარი და სელტიკი ხო არ გვყავს ჯგუფში რეალისნაირად
    Culé [?]
    #2 8 ოქტომბერი 2022 17:18
    3
    ინტერი ნოუკამპზე დაადუღეთ როგორც გინდა თორე კითხვის ნიშნის ქვეშაა უკვე გუნდის შესაძლებლობებიც და გადაყრილი ფულის მნიშვნელობაც. ხვალ კიდე აღარ უნდა გამეორება რაც უნდა ქნათ. ჯერ კიდე არ გვაქ სელტასთან ძველი წყენა დავიწყებული😤
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 ოქტომბერი 2022 15:43
    8
    რაც შენ ინტერთან ათამაშე გუნდს ეგ ფეხბურთი არ იყო ჯიგარო
    მოედანზე რო იმ იმედით გახვალ თამაშს დემბელე მოგვაგებინებსო მანდ უნდა მიხვდე რო რაღაც ძაან გეშლება
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs