ლამინ იამალი თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

ლამინ იამალი თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

თებერვალი “ბარსელონელებისთვის” წარმატებული გამოდგა. გუშინ ჰანსი ფლიკი ლა ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა, დღეს კი ლამინ იამალი 23-წლამდელთა შორის ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

“ბარსამ” ამ თვეში ლა ლიგაში ჩატარებული ოთხივე მატჩი მოიგო, რაშიც გუნდის 17 წლის ვარსკვლავმა ერთ-ერთი საკვანძო როლი ითამაშა.

იამალმა მიმდინარე სეზონში ეს ჯილდო აგვისტოშიც მოიგო, სექტემბერში კი ის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

ლამინთან ერთად ლა ლიგის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელობისთვის ხავი როდრიგესი (სელტა), ხავი გერა (ვალენსია), უჩე (ხეტაფე) და ხესუს როდრიგესი (ბეტისი) იბრძოდნენ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    26 თებ 2025, 21:12

    იამალზე ვინმეს უკვირს, 17 წლის ბავშვს უკვე 23 წლისებს ადარებენ.

  • Rick Sanchez
    25 თებ 2025, 23:02

    მარტივად.

  • Culer💙❤️
    25 თებ 2025, 21:40

    როგორ გამიკვირდაა🤣🤣

  • jacky iakovenko
    25 თებ 2025, 21:12

    ხლიბო ცოტა ჩამოქაჩე ნამეტანი რომ ხარ გადასული თავს 😂თუარა მიგაჩაქუჩებს ჰანსა

  • C.PC5
    25 თებ 2025, 19:50

    გაგიჭირდებოდა😆👑