workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლამინ იამალსა და კუბარსის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ისტორიაში შესვლა შეუძლიათ

ლამინ იამალსა და კუბარსის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ისტორიაში შესვლა შეუძლიათ

bolt მოკლედ
ლამინ იამალი და პაუ კუბარსი შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეების სიაში მოხვდნენ. თუ ისინი ნიუ-იორკში გასამართ ფინალში ითამაშებენ, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილებს დაიკავებენ და უკან ჩამოიტოვებენ.

ლამინ იამალი, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი მიღწევის ავტორი გახდება. ის ახლოსაა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდეს. ლამინი 19 წლისა და 6 დღისაა, მასზე ახალგაზრდა ასაკში კი ფინალში მხოლოდ პელესა და ჯუზეპე ბერგომის აქვთ ნათამაშები. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ფინალში მოთამაშე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეების სიაში შეიძლება შევიდეს, პაუ კუბარსია. ნიუ-იორკში თამაშის შემთხვევაში, ის ამ რეიტინგში მეოთხე ადგილს დაიკავებს.

ნომერი 10 სამეულში იქნება

რომელ ტურნირზეც არ უნდა ითამაშოს, ლამინ იამალი თავის კვალს ყველგან ტოვებს. ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე, კოპა დელ რეიზე, ესპანეთის სუპერ თასსა და ევროპის ჩემპიონატზე კატალონიელმა თავისი ტალანტი ადრეული ასაკიდანვე აჩვენა. ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატი პოტენციური ახალი მიღწევის პლატფორმაა, რადგან “ბარსელონას” 10 ნომერი შესაძლოა მუნდიალის ფინალების ისტორიაში მესამე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდეს.

დიდი მოულოდნელობა იქნება, თუ “ლა მასიას” აღზრდილი კვირას, ნიუ-იორკში გასამართ ფინალში მოედანზე არ გავა, რადგან ტურნირზე მან ესპანეთის ნაკრების ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი თამაში ნიშნავს, რომ ის კილიან მბაპეს გადაასწრებს, რომელიც ამჟამად მესამე ადგილს იკავებს.

ცენტრალური მცველი მეოთხე ადგილზე

თუმცა, მბაპეს პოზიციას საფრთხეს ამ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, პაუ კუბარსიც უქმნის. კატალონიელი მცველი მუნდიალზე უბრალოდ დაუჯერბელად თამაშობს. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდში მან ყველა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. საიმედო დაცვა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ ესპანეთმა მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კუბარსი ფინალსაც ძირითადიდან დაიწყებს, რაც მას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად (19 წლისა და 178 დღის) აქცევს. შესაბამისად, მბაპეს ისიც გადაასწრებს. ახალგაზრდობა როგორც “ბარსელონაში”, ისე ესპანეთის ნაკრებში წინა პლანზე რჩება. “ბლაუგრანას” აწმყო და მომავალი საიმედო ხელში ჩანს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 16 ივლ 2026, 12:18
    #8

    მესის ეკუთვნის, დაიმსახურა ნამდვილად, იამალი და კუბარსო ერთად კიდევ ბევრჯერ მოიგებენ. გააცილონ მესი პენსიაზე ღირსეულად, აბა ლაპორტამ არ აღირსა ადამიანური გაცილება.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 16 ივლ 2026, 02:59
    #7

    მესიმ უნდა მოიგოს მეორე მსოფლიო

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 15 ივლ 2026, 19:52
    #5

    რა არგენტინა რა ინგლისი ფინალში გადაუვლიან ორივე ერთად რომ გავიდეს მოედანზე მაინც, რავი თუ რამე სასწაული არ მოხდა ჩემპიონოა ესპანეთი.

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 15 ივლ 2026, 20:19
      #6

      მეც მასე ვფიქრობ ესპანეთი თავიდანვე ისე თამაშობდა თავდაჯერებულად და არა რამე ზე შეტევებით ფრანგებისგან განსხვავებით შედეგი დადო პრაგმატულად დელაფუენტემ ამიტომ ვფიქრობ ფინალშიც გოლს არ გაუშვებს ესპანეთი და 2:0 ნებისმიერ მეტოქესთან იქნება თუ გაუშვა მაქსიმუმ ევროპის ფინალი 2:1 ანგარიში

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 16:46
    #2

    კანავაროს მერე მე ჯერ არ მინახავს მცველს ასე ეთამაშოს მსოფლიოზე.19 წლის პროფესორია ჯერ მარტო სიმაღლეში რომ იჩაგრება და კორპუსით უგებს ეგა მოვლენა 😂😂😂

  • suxaaa
    suxaaa ლეგენდა
    schedule 15 ივლ 2026, 15:34
    #1

    ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად მესის ძააან გამიხარდება თუ ესენი მოიგებენ ფინალს მესი ისედაც ლეგენდააა და ისტორიაში საკუეთესო ფეხბურთელი დაიმსახურა ამ ესპანეთმა ჩემპიონობა პორტუგალია ბელგია საფრანგეთი ჩემი აზრით ბელგიას რო თავი დავანებოთ რეალურად ორი სერიოზული კანდიდატი გამოთიშეს ჩემპიონატს და მითუმეტეს გუშნდელი თამაშიდან გამომდინარე საფრანგეთთან რაც ითამაშეს მეეჭვება არგენტინას შანსი ქონდეს ( თუმცა ჯერ ფინალშ გავიდეს არგენტინა არაა ინგლისი ხელწამოსაკრავი ნაკრები )

    • Robert lewandovski
      Robert lewandovski კულე
      schedule 15 ივლ 2026, 17:17
      #3

      თუ ფინალამდე მიდიხარ, ტაკშტო იმსახურებ, თუ დღეს გავა არგენტინა ფინალში და იქ ესპანეთს მოუგებს რა დაუმსახურებელი იქნება? კი ბატონო აქვს მსოფლიო, მარა არც მეორე აწყენდა, მითუმეტეს რო 39 წლის ასაკში აქვს ტიპს ამის შანსი და თან საუკეთესო ბომბარდირია.

      • suxaaa
        suxaaa ლეგენდა
        schedule 15 ივლ 2026, 18:35
        #4

        და სადმე დავწერე არგენტინის ჩემპიონობა დაუმსახურებელი იქნებათქო? მე ჩემი აზრი დავწერე ფეხბურთის ხარისხიდან გამომდინარე ესპანეთი უფრი იმსახურებს