workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას პოტენციური მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში

ბარსელონას პოტენციური მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში

დღეს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზა დასრულდა და “ბარსელონამ” ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი პირდაპირ მერვედფინალში გავიდა და საპასუხო მატჩს სახლში ჩაატარებს. 

კლუბის პოტენციური მეტოქეები “ბენფიკა”, “პარი სენ-ჟერმენი”, “ბრესტი” და “მონაკო” არიან. აღნიშნული გუნდები წილისყრით დაწყვილდებიან და ერთმანეთში 1/8 ფინალში გასასვლელი პლეი ოფის შეხვედრებს გამართავენ. ამ წყვილების გამარჯვებულები ასევე წილისყრის გზით “ბარსასა” და “ლივერპულთან” დაწყვილდებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • Niko
    schedule 05 თებ 2025, 02:39

    მივიდა ნიკოია მანჩესტერ სიტიში, რაღაცას დაემსგავსება ცენტრი და ეს გუნდოგანი აღარ ათამაშოს რა, როტაციისთვის კიდე ჰო.
    ნიკო და კოვა როდრის დაბრუნებამდე up.gif
    * * *

  • London
    schedule 03 თებ 2025, 11:32

    დე იონგიც ათამაშდა :დ

    საინტერესოა კასადო, დე იონგის და პედრის ტრიო.

    ფლიკს რატომ სჩვევია ეს უცნაური ცვლილებები, ნუთუ ბავარიაშიც ეგრე შვებოდა ?

    რაფინიას მოხსნა 1-0 ძაან უცნაურია.

    ნუ არაუხო არაა რა ამ სისტემის კაცი და ვერ ჩაჯდება.

    შენსნიმ კინაღამ დაგვღუპა, თუმცა იქ გარისას ბრალიც იყო.

    მესი რომ კარიერას იწყება ფეხბურთის დონე უფრო მაღალი იყო, ჩემი აზრით და მაგის ბევრი არგუმენტი შემიძლია დავწერო, თუმცა როგორიც იამალი ამ ასაკში ეგეთი მესი არ იყო. მარტო კაცის მოტყუება ხომ არაა ? მოდეანს ისე ხდევს, თითქოს 30წლის ფეხბურთელია, რომელსაც დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ნუ პირველ ტაიმში რამდენი კაცი მოატყუა, ცალკე შესატანია ეგ მომენტი. რონალდინო- რივალდოს მიქსია, ოღონდ ფლანგზე რომ დამდგარიყვნენ.

    ძაან მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ.

  • nika 54
    schedule 01 თებ 2025, 08:29

    სამაგიეროდ რეალს აქვს მშვენიერი გზა გასავლელი. სიტი და მერე ბაიერნი რიგში. კარგი იქნება ბაიერნთან სტუმრად გაუშვან.

  • jigliga
    schedule 30 იან 2025, 21:13

    magari uazro formatia play offis wilisyris pontshi adre ar 1/16 ze erti da igive ligis gundebi tamashi shesadzlebelia eseigi

  • datio
    schedule 30 იან 2025, 20:24

    Barca,

    რას ამბობ!
    პირველ თამაშში მონაკოსთან რომ წავაგეთ ნაადრევი წითელი ბარათის გამო, შურისძიების იმედი არ იყო – რადგან შინ და სტუმრად ერთი და იგივე კლუბებს არ ვხვდებოდით.
    ახლა კი შურისძიების ისეთი კარგი შანსი გაჩნდა 🙂

  • Fc Barca Batumi
    schedule 30 იან 2025, 19:16

    ბარსასთვის რთული მეტოქე?-ამ ეტაპისთვის, ფლიკის ხელში ვფიქრობ არ უნდა გაგვიჭირდეს!
    ბარსასთან შეხვედრა ყველას უფრო ეშინია!
    visca barca visca catalunya barca-1 barca-5

  • araujo4
    schedule 30 იან 2025, 14:47

    ან ბენფიკა შეგვხვდება ან პარიზი რადგან ეგენი ეთამაშებიან მონაკოს და ბრესტს. მაგათში გამარჯვებულები წყვილდებიან ჩვენთან და ლივერპულთან. ბენფიკა და პარიზი ერთმანეთს ვერ შეხვდებიან სამწუხაროდ

  • Barca
    schedule 30 იან 2025, 10:49

    პსჟ და მონაკო არ გვინდა ბენფიკაც რთული მეტოქეა ამიტო ბრესტი კაი იქნება

  • DesmondHume
    schedule 30 იან 2025, 10:45

    PSG an monaco daidos, angarishia gasasworebeli..

  • Levani
    schedule 30 იან 2025, 10:38

    ციტატა: Golden Boy from Holland F.De Jong
    მოდი ვთვათ რომ ყველას ბრესტი ჯობია პსჟ არ გვინდა და ვსო კვარა არაფერს შუაშია ძაან კაი გუნდია პსჟ რაც ის წავიდა რეალში ასერომ ნახევარფინალამდე დიდ გუნდს თუ არ შევხვდებით კარგია


    Ბრესტი ჯობია მაგრამ მაშინ ამ სამიდან რომელიმე უნდა გამოაგდონ რო შეგვხვდენ რისი შანსიც დაბალია

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 30 იან 2025, 10:30

    მოდი ვთვათ რომ ყველას ბრესტი ჯობია პსჟ არ გვინდა და ვსო კვარა არაფერს შუაშია ძაან კაი გუნდია პსჟ რაც ის წავიდა რეალში ასერომ ნახევარფინალამდე დიდ გუნდს თუ არ შევხვდებით კარგია

  • C.PC5
    schedule 30 იან 2025, 10:11

    ოთხივე მეტოქე საინტერესოა, პსჟ და მონაკოსთან შური გვაქვს საძიებელი ამიტო ორივე გვაწყობს, ნუ ხვიჩას პონტში პსჟ თუ აგვცდება კაია, მარა მონაკოსთან ორი წაგება ძაან ნერვების მომშლელია, ბენფიკა ცოტა სახიფათო კია მარა სანახაობრივი თამაშები გამოვა კი ვიცით წინასწარ, აი ბრესტთან კიდე ცალსახად ფავორიტები ვიქნებით და შედაფრებით დამშვიდებულად ითამაშებენ, ძალებს მაინც დაზოგავენ მეოთხედფინალისთვის.

  • M10 S9 D11
    schedule 30 იან 2025, 10:04

    მონაკო გამოუშვით სისხლი გვაქვს ასაღები

  • Rick Sanchez
    schedule 30 იან 2025, 08:05

    პსჟთან და მონაკოსთან შური გვაქვს საძიებელი, თან კარგად დაგროვდა წაგებები მაგათთან, ბენფიკა მურტალი გუნდია და ალბათ ბრესტია ყველაზე კაი ვარიანტი.

  • La Pulga10
    schedule 30 იან 2025, 07:32

    გამოუშვით

  • Wtfman123
    schedule 30 იან 2025, 03:45

    იმედია პსჟ აგვცდება კვარა არ მინდა 8ვედ ფინალში

  • araujo4
    schedule 30 იან 2025, 02:52

    კაროჩე ცოტა გამართლება გვინდა და შეიძლება მეოთხედფინალში იყოს ესეთი სიტუაცია, სიტი თუ ეხლა რეალს შეხვდა, მერვედ ფინალში მაგათში გამარჯვებული ხვდება ატლეტიკოს ან ლევერკუზენს. ასევე ბაიერნი ხვდება ლევერკუზენს ან ატლეტიკოს. ანუ თუ რეალი გავა სიტისთან, ბაიერნი და რეალი წყვილდებიან ატლეტიკოსთან და ლევერკუზენთან. ჩვენთანაც პსჟ თუ აგვცდა ხვდება ლივერპულს. მეოთხედფინალში ამ გუნდების ნახევარიღა იქნება ანუ დარჩენილი. ძირითადი ფავორიტები გაიცხრილებიან. იქით მილანი და იუვე აჯდებიან არსენალს და ინტერს. ნუ ძაან მაგარი თამაშები გველოდება რა. ეს ფორმატი უკვე ამართლებს მოლოდინებს