workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან გარსიას ბრწყინვალე მატჩი ციფრებში: 10 სეივი და თავაწეული მეკარე

ჟოან გარსიას ბრწყინვალე მატჩი ციფრებში: 10 სეივი და თავაწეული მეკარე

bolt მოკლედ
"პარი სენ-ჟერმენთან" 2-4 მარცხის მიუხედავად, ჟოან გარსიამ 10 სეივი შეასრულა და "ბარსელონას" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სალიენტელმა მეკარემ პარიზელთა 15 ზუსტი დარტყმიდან უმრავლესობა მოიგერია და გუნდი კიდევ უფრო მძიმე ანგარიშს გადაარჩინა.

აქამდე, შეტევაში გუნდის მაღალი შედეგიანობის წყალობით (საშუალოდ 4-ზე მეტი გოლი შეხვედრაში), ჟოან გარსიას საიმედო თამაში გარკვეულწილად ჩრდილში ექცეოდა. თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონთან პირველსავე ურთულეს გამოცდაში 25 წლის კიპერმა ნათლად დაამტკიცა, რატომ გადაწყვიტა “ბარსელონამ” ერთი წლის წინ მასზე ფსონის გაკეთება. 4 გაშვებული ბურთის მიუხედავად, სალიენტელი მეკარე ჩავი ესპარტთან ერთად კატალონიელთა რიგებში საუკეთესო იყო და გუნდს თამაშში ბოლო წუთებამდე ტოვებდა, ვიდრე ვიტინიამ და ფაბიან რუისმა შეხვედრის ბედი საბოლოოდ არ გადაწყვიტეს.

22 დარტყმა, 15 კარში და 10 სეივი

პსჟ-მ შეხვედრა გიჟურ ტემპში წარმართა და გარსიას კარს მუდმივად უტევდა. ფრანგულმა გუნდმა სულ 22-ჯერ დაარტყა, საიდანაც 15 დარტყმა პირდაპირ კარში წავიდა.

ჟოან გარსიამ ბურთის მოგერიება 10 ეპიზოდში შეძლო, ერთი დარტყმა პედრიმ დაბლოკა, ხოლო დუეს, ლუკასის, ვიტინიასა და ფაბიან რუისის მიერ გატანილი ოთხივე ბურთი პრაქტიკულად აუღებელი გახლდათ. “ბარსელონას” პირველმა ნომერმა საკუთარი ოსტატობა უკვე მე-5 წუთზე გამოავლინა, როდესაც უსმან დემბელეს დარტყმა მოიგერია, სულ რაღაც ორ წუთში კი, პედრის მიერ ბურთის დაკარგვის შემდეგ, დუეს სახიფათო იერიში გაანეიტრალა.

სეივების ქრონოლოგია: დემბელედან კვარაცხელიამდე

38-ე წუთზე დუეს მიერ ანგარიშის გახსნამდე, გარსიამ გუნდი რამდენიმე რთულ მომენტში გადაარჩინა:

  • ჯერ ყოფილ თანაგუნდელ ფერან ტორესს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი აუღო;
  • შემდეგ პარიზელთა სამმაგი იერიში მოიგერია: ჯერ ფერანის სახიფათო გასროლა მოიგერია, შემდეგ პედრიმ აშრაფ ჰაკიმის დარტყმა დაბლოკა, ეპიზოდის ბოლოს კი გარსიამ ფაბიან რუისს არ გაატანინა;
  • პირველი ტაიმის მიწურულს “ბარსელონას” კარის დარაჯი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოსცადა, თუმცა გარსია ქართველ შემტევსაც საიმედოდ დაუხვდა.

უძლური აუღებელი დარტყმების წინაშე

მეორე ნახევარში ჟოანმა ბრწყინვალე გარჯა გააგრძელა და ჰაკიმის კიდევ ერთი აშკარა საგოლე შანსი წაართვა.

რაც შეეხება გაშვებულ გოლებს, მას ბრალი არცერთ ეპიზოდში არ მიუძღოდა: ლუკასმა თავური დარტყმისას ენტონი გორდონს მეორე სართულზე აჯობა (1-2), 2-2 ანგარიშზე ვიტინიამ საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით შეაგდო (2-3), ხოლო საბოლოო წერტილი ფაბიან რუისმა დასვა, რომელმაც ჟოაუ კანსელოს ზურგსუკან შეირბინა და ჰაკიმის პასით ისარგებლა (2-4).

ოთხი გაშვებული ბურთის მიუხედავად, ჟოან გარსიამ “პარკ დე პრენსი” სრულიად დამსახურებულად, თავაწეულმა დატოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

დატოვე კომენტარი

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 21 ოქტ 2026, 22:01
    #4

    მოვიდეს ფაბრე და ნიკო პასიც წამოიყოლოს ბარემ.

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 21 ოქტ 2026, 21:45
    #2

    წელს ფლიკმა თუ იგივე გაიმეორე იგივე ტაკტიკით ითამაშა ლიგაზე და ისევ ისე სლეურად გამოვარდა ჯობია ჩაალაგოს ბარგოი და წავიდეს,ძაან მინდა რომ პეპი რომ დაბრუნდეს ბარსაში მაგრამ რავიცი მაგ კაცმა თქვა რო არასდროს დავბრუნდები ბარსელონაშიო როსელის და ბართუმეუს დედას ვტენე მაგენის გაგდებულია როგორც ლაპორტამ გააგდო მესი,პეპი თუარ დაბრუნდა სესკს ვიხილავდი აუცილებლად ან რავიცი შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ მაგრამ ხავის დავაბრუნებდი მაგრამ ეგეც არ დაბრუნდება ლაპორტამ ისეთი გაუჩალიჩა ტიპს რავიცი იმედია ამასობაში ბუსიც დაიხვეწება და 1 დღეს ვიხილავ ბარსელონაში,ისე მიდის საქმე სანამ ესპანელი ტრენერი არ დაბრუნდება ლიგა არ გვეღირსებათქო

    • Robert lewandovski
      Robert lewandovski კულე
      schedule 21 ოქტ 2026, 21:53
      #3

      არადა აქ რო ამბობენ ლაფიდან ფლიკმა ამოგვიყვანაო, არაა მთლად მასე, კი მის ხელში გუნდმა უკეთესი ფეხბურთი თამაში დაიწყო, მარა ხავის რა გუნდიც დახვდა და ტიპმა რამდენხნიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგა მოგვაგებინა და სუპერ თასი, გავიმ, იამალმა, კუბარსიმ მის ხელში ჩაატარეს პირველი მატჩები და მისი ღვაწლის არ დანახვა არ შეიძლება.

      • me da barca
        me da barca ლეგენდა
        schedule 21 ოქტ 2026, 22:05
        #5

        ეტყობა თქვენ ცუდად გახსოვთ ჩავის დრო. ღმერთმა დაუფაროს ბარსას ჩავის დაბრუნება მწვრთნელის რანგში. ლა ლიგა ჩავიმ კი არ მოიგო, რეალმა გაანიავა ქულები და მაგითი ისარგებლა. მეორე წელს რატომ ვერ მოიგო, ვინმემ დაუშალა?

        • Robert lewandovski
          Robert lewandovski კულე
          schedule 21 ოქტ 2026, 22:09
          #6

          ეგრე ჩემო ძმა ფლიკის დროს რაც რეალმა ქულები ანიავა ეგ არაფერი? 😂😂 თუ ერთმა გუნდმა არ კარგა ქულები, მეორე რანაირად მოიგებს ნეტავი? ძაან კარგად მახსოვს, ჩავიმ დააყენა რეალურად ფეხზე კუმანის და სეტიენის გაუბედურებული გუნდი.

        • AFRO
          AFRO ახალბედა
          schedule 21 ოქტ 2026, 22:15
          #7

          მეორე სეზონი ნაღდად ჩააგდო ხავიმ კაცი ითხოვდა საყრდენი მინდა სუბიმენდს ითხოვდა და ტიპს გიუნდოგანი მოუყვანეს 34 წლის და ორიოლ რომეუ🙏😂და მაგის გამო ჩააგდო სეზონი ხავიმ ცუდი ტრენერი ნამდვილად არაა უბრალოდ გამოუცდელობამაც უღალატა ეგეც მთავარი ფაქტორია

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 21 ოქტ 2026, 21:17
    #1

    მოკლედ ფლიკის მერე ფაბრე უნდა მოვიდეს და ვსიო, სხვა არავინ გავიგო, ეს კაცი არაა ხელიდან გასაშვები.